დედის რძის გამოსაწველი აპარატები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

დედის რძის გამოსაწველი აპარატები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” >>>
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
დედის რძის შესანახი მოწყობილობები
დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის
ბალიშები მეძუძური დედებისათვის
ბავშვის ჭურჭელი
ბალიშები მეძუძური დედებისათვის 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ მშობიარობის შემდგომი პერიოდი >>

დედის რძის გამოსაწველი აპარატები – რძის გამოწველა ხელით ხშირად უეფექტო და მტკივნეული პროცედურაა, თუმცა დღეისათვის არსებობს რძის გამოსაწველი სხვადასხვა ტიპის აპარატები, რომელთა შერჩევაც დამოკიდებულია ჩვენს მოთხოვნებზე.
სასარგებლო რჩევები, რომელიც გამოგადგებათ რძის გამოსაწველი ნებისმიერი ტიპის აპარატის ხმარებისას:

  • იმისათვის რომ სწორად შეარჩიოთ მოდელი, უნდა განსაზღვროთ  რამდენად ხშირად გამოიყენებთ და რა დროის დახარჯვას აპირებთ რძის გამოწველის პროცედურაზე. ხშირი  გამოყენებისათვის რა თქმა უნდა ყველაზე ეფექტური იქნება რძის გამოსაწველი ელექტროაპარატები.
  • პირველი გამოყენების წინ მოახდინეთ რძის გამოსაწველი აპარატის დეტალების სტერილიზება, შემდგომში კი საკმარისი იქნება ცხელი წყლითა და სარეცხი საშუალებით ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, ყოველი გარეცხვის შემდეგ კი ჰაერზე გაშრობა. გარეცხვის პერიოდში მიაქციეთ ყურადღება თითოეულ დეტალს, რათა არ  დარჩეს რძის მცირე ნაწილაკიც კი.
  • გამოწველის წინ დაიბანეთ ხელები საპნით, ძუძუ კი ჩვეულებრივი თბილი წყლით
  • დაიდეთ ძუძუზე თბილი კომპრესი და ჩაიტარეთ მასაჟი, რაც ხელს შეუწყობს რძის ეფექტურად გამოწველას
  • გამოწველის პროცესში მოათავსეთ გამოსაწველი აპარატის თავი, ისე რომ დვრილი მოხვდეს მის ცენტრში
  • დაარეგულირეთ წნევა ისე, რომ გამოწველის პროცესი არ იყოს მტკივნეული.

რაც შეეხება უშუალოდ რძის გამოსაწველ აპარატებს, არსებობს ელექტრო და მექანიკური რძის გამოსაწველი აპარატები.

რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები

თუ რძის გამოწველა მუდმივად გჭირდებათ, უპირატესობა უნდა მიანიჭოთ რძის გამოსაწველ ელექტრო აპარატს. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ დაზოგოთ დროის დიდი ნაწილი, რადგან ერთის მხრივ ეფექტური ხდება გამოწველის პროცესი და ამასთან შესაძლებელია ორივე ძუძუს ერთდოულად გამოწველა. თუმცა გააჩნია უარყოფითი მხარე: მაღალი ფასი და თანმხლები ხმაური, რის გამოც მძინარე პატარას გვერდით ვერ გამოიყენებთ რძის გამოსაწველ ელექტრო აპარატს. ასევე უარყოფით მხარეს მიეკუთვნება ისიც, რომ შეუძლებელია მისი მცირე დეტალებად დაშლა შემდგომი გარეცხვის მიზნით.

რძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები

რძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები სამი ძირითადი სახისაა: რძის გამოსაწველი აპარატები ხელის გამოსატუმბი სისტემით, დგუშით და  მსხლით. რძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები დგუშით საშაულებას იძლევა მოხდეს რძის გამოწველა პირდაპირ ბოთლში, ამასთან საკმაოდ ეფექტურია. აღნიშნული აპარატი სხვა მექანიკური აპარატებისაგან განსხვავებით ახდენს სილიკონის საცმის მეშვეობით ძუძუს მასაჟს და ძუძუს წოვის ბუნებრივი პროცესის იმიტირებას, რითიც ასტიმულირებს რძის წარმოქმნის პროცესს. დგუშიანი რძის გამოსაწველი აპარატები იოლად იშლება ნაწილებად, რაც შესაძლებლობას იძლევა გაირეცხოს მოხერხებულად.

დედის რძის გამოსაწველი აპარატებირძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები ხელის გამოსატუმბი სისტემით შედგება ე.წ. „მსხლისაგან“ და პლასტმასის თავისაგან. ასეთი ტიპის გამოსაწველი აპარატები საკმაოდ იაფია, თუმცა არ იძლევა დიდი რაოდენობით რძის გამოწველის შესაძლებლობას, არ გააჩნია სპეციალური ჭურჭელი, რძის შეგროვება ხდება პირდაპირ „მსხალში“, ამასთან არ ახდენს ძუძუს წოვის ბუნებრივი პროცესის იმიტირებას და ხშირად იწვევს დვრილის ნახეთქებს.

რძის გამოსაწველი მექანიკური აპარატები „მსხლით“ მოქმედებს იგივე პრინციპით, თუმცა მისგან განსხვავებით აღჭურვილია სპეციალური სათავსით გამოწველილი რძისთვის, ამასთან გააჩნია სპეციალური სარქველი, რომელიც წნევის დარეგულირების  საშუალებას იძლევა. ასეთი აპარატებიც შედარებით იშვიათი გამოყენებისათვისაა განკუთვნილი, რადგან საკმაოდ დამღლელია, თუმცა შედარებით იაფია. გადასვლა>>> ბავშვი >> ბუნებრივი კვება


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.