ლაქტაციის სტიმულაცია

ლაქტაციის სტიმულაცია

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

ჩაი მეძუძური დედებისათვის ლაქტაციის გასააქტიურებლად lactation tea for breastfeeding >>
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
დედის რძის შესანახი მოწყობილობები
დოქტორ ბრაუნის ორიგინალური ბოთლების კომპლექტი ახალშობილის კვებისათვის
ბალიშები მეძუძური დედებისათვის

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ მშობიარობის შემდგომი პერიოდი >>

ლაქტაციის სტიმულაცია მხოლოდ მაშინაა საჭირო, როდესაც დარწმუნდებით, რომ თქვენს პატარას რძე არ ყოფნის.

  • თუ თქვენი პატარა არ იძინებს კვების შემდეგ, არამედ გამოხატავს უკმაყოფილებას
  • კვებათა შორის შუალედებს ამცირებს და შედარებით ადრე იღვიძებს
  • ირღვევა კუჭის მოქმედება – უფრო იშვიათია, მკვრივი კონსისტენციისა და მუქი შეფერილობის
  • შარდვის სიხშირე მცირდება დღე-ღამეში 6-8-ზე ნაკლები (როდესაც არ ვლინდება გაუწყლოვნების სხვა აშკარა მიზეზი – ნაწლავური ინფექცია, სხეულის ტემპერატურის მატება, გადახურება)
  • არ ხდება ასაკის შესაბამისად წონაში მატება.თუ ზემოთ აღნიშნული ნიშნებიდან ორი ან მეტი შენიშნეთ, უნდა დაფიქრდეთ ლაქტაციის სტიმულაციაზე.

ლაქტაციის ფიზიოლოგიური მექანიზმი

ლაქტაციის სტიმულირების გზები მის ფიზიოლოგიურ მექანიზმებზეა დაფუძნებული. რძის გამომუშავება ხდება სარძევე ჯირკვლებში ჰორმონი პროლაქტინის ზემოქმედებით, რომელიც წარმოიქმნება  ჰიპოფიზის წინა წილში.
როდესაც პატარა წოვს ძუძუს, ხდება არეოლის ირგვლივ მდებარე ნერვული დაბოლოებების სტიმულაცია, რის შედეგადაც ჰიპოფიზში წარმოიქმნება ორი ჰორმონი: ოქსიტოცინი, რომელიც ახდენს სარძევე ჯირკვლის სადინრების შეკუმშვას და პროლაქტინი, რომელიც უშუალოდ იწვევს რძის წარმოქმნას სარძევე ჯირკვლებში.
სარძევე ჯირკვლის ტერმინალურ  ნაწილებში წნევის ამტება გადავსების შედეგად წარმოადგენს სიგნალს პროლაქტინის წარმოქმნის დათრგუნვისათვის და რძის პროდუცირებაც კლებულობს.
პროლაქტინის ინტენსიური გამომუშავება ხდება ღამით და დღის ძილის პერიოდში.
ლაქტაციის ბუნებრივი მექანიზმების გაგება  მისი მართვისა და სტიმულაციის შესაძლებლობას იძლევა.

რა უწყობს ხელს ლაქტაციის პროცესის სტიმულაციას

ძუძუთი კვების მიმართ დედის  დამოკიდებულება, მისი ძლიერი სურვილი გამოკვებოს პატარა ბუნებრივად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ლაქტაციის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.
დედის ზოგადი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
მეძუძურმა დედამ თავი უნდა აარიდოს სტრესულ სიტუაციებს, დაიცვას ძილისა და დასვენების რეჟიმი, რადგან სტრესის დროს გამომუშავებული ადრენალინი აფერხებს ლაქტაციის ფიზიოლოგიურ მექანიზმებს

პროლაქტინის პროდუქციის სწორი სტიმულაცია, რაც მდგომარეობს შემდეგში:

  • ბავშვის კვება უნდა მოხდეს პატარას პირველივე მოთხოვნისთანავე
  • ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ პატარა ითხოვს
  • ძალზედ მნიშვნელოვანია ღამით კვება
  • აუცილებელია კვების პერიოდში არეოლის მიდამოს სწორი სტიმულაცია (ძუძუთი კვების წესები)
  • აუცილებელია ძუძუს სრულად გამოცლა, თუ თქვენი პატარა ბოლომდე ვერ წოვს რძეს, შეგიძლიათ გამოიწველოთ რძე სპეციალური აპარატების მეშვეობით, რომლებიც ახდენენ ბუნებრივი კვების იმიტირებას

ლაქტაციის სტიმულაციაში დაგეხმარებათ დამატებითი მეთოდები, როგორიცაა:ლაქტაციის სტიმულაცია

  • ძუძუთი კვების შუალედებში თვითონვე მოახდინეთ დვრილების სტიმულირება
  • ლაქტაციაზე დადებითად მოქმედებს ძუძუს მასაჟი კვებამდე და მის შემდეგ, დაზელა თბილი, სველი პირსახოცით.
  • დღეში მიიღეთ 2 ლიტრი ოდენობის სითხე (არ გამოიყენოთ ძროხის რძე, რაც არამცთუ არ დაგეხმარებათ, არამედ პირიქით შესაძლოა პატარას კოლიკის მიზეზი გახდეს
  • ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, არც ხელს შეუწყობს ერთის მხრივ ლაქტაციის გაძლიერებას, მეორეს მხრივ კი რძის პატარასათვის საჭირო ნივთიერებებით,  ვიტამინებით გამდიდრებას
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქტაციის ბუნებრივი სტიმულატორები, რომელთა შეძენაც შეგიძლიათ აფთიაქებში, ლაქტაციის მასტიმულირებელი სპეციალური ჩაი, მეძუძური დედებისათვის განკუთვნილი კვების პროდუქტები. გადასვლა >>> ბავშვი >>> ბუნებრივი კვება

პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.