შავი ჩაი ბერგამოტით ქოლესტერინის მაჩვენებლებს ამცირებს

ერლ გრეის ჩაის მოყვარულებს კარგი სიახლე ელით. მეცნიერთა აზრით, აღნიშნულ ჩაის ყოველდღიურად მიღებისას გულის დაავადებების განვითარების კონტროლის უნარი შესწევს, წერს Zee News.  საქმე იმაშია, რომ ეს ჩაი, თავად ჩაისთან ერთად ბერგამოტის ექსტრაქტსაც შეიცავს.

ბერგამოტი, როგორ დადგინდა, ქოლესტერინის მაჩვენებლებს აქვეითებს და ამით ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს. სწორედ ბერგამოტი აძლევს ერლ გრეის ჩაის განსხვავებულ არომატსა და გემოს. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ ბერგამოტის ექსტრაქტი შეიცავს ენზიმებს ე.წ. ჰიდროქსი მეთილგლუტარილ ფლავონონებს.

ამ ენზიმებს აქვთ უნარი, შეუტიონ გულის დაავადებებთან კავშირში მყოფ ცილებს. მეცნიერთა თქმით, ჰიდროქსი მეთილგლუტარილ ფლავონონების შემცველი დანამატები ისეთივე ეფექტურია, როგორც სტატინები, რომლებიც დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების („საზიანო ქოლესტერინის“) კონცენტრაციას ამცირებენ და ამავე დროს, სტატინებისგან განსხვავებით, არ იწვევენ გვერდით მოვლენებს.

ადრე მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყოველდღიურად ხუთი და მეტი ფინჯანი ჩაის მიღება მესამედით ამცირებს პროსტატის კიბოს შორსწასული ფორმების განვითარებას.

ჩაის პოზიტიურ ეფექტს უკავშირებენ მასში არსებულ ფლავონოიდებს, რომლებსაც კიბოსსაწინააღმდეგო თვისებები აღენიშნებათ. ამავე დროს, თამამად შეიძლება ჩაიში რძის, შაქრისა და ლიმონის დამატება, რაც მის ეფექტურობას არ ამცირებს. სპეციალისტების გათვლებით, ერთი ფინჯანი ჩაი შეიცავს 150-200 მგ ფლავონოიდებს.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან