შვრიასა და ქერს სხეულიდან ქოლესტერინი და ცხიმი გამოაქვს

შვრიასა და ქერს სხეულიდან ქოლესტერინი და ცხიმი გამოაქვს

ბეტა გლუკანი ხსნადი უჯრედისია, რომელსაც შვრია და ქერი შეიცავს. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს და გულის დაავადებების განვითარების რისკს, იტყობინება The Star.

ღვიძლი და გარკვეული უჯრედები ქოლესტერინის 75%-ს აწარმოებენ, ხოლო დანარჩენი 25% ცხოველური წარმოშობის საკვებიდან მიიღება. ქოლესტერინის ორი ტიპი არსებობს. სასარგებლო ქოლესტერინი (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) ეწინააღმდეგება მავნე ქოლესტერინის (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები) მოქმედებას (არტერიების დახშობას).

ბეტა გლუკანის ნაერთი ამცირებს სწორედ მავნე ქოლესტერინის კონცენტრაციას და არ მოქმედებს სასარგებლო ქოლესტერინზე. იგი იხსნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, წარმოქმნის რა მკვრივ გელს. ეს გელი უკავშირდება ჭარბ ქოლესტერინსა და ნაჯერ მჟავებს. ამდენად, არ ხდება მათი შეწოვა ორგანიზმის მიერ და გამოიდევნება ბუნებრივი გზით. ექსპერტები თვლიან, რომ ბეტა გლუკანის ოპტიმალური რაოდენობა მინიმუმ 3 გრამია დღეში. ეფექტი სახეზეა უკვე ექვსი კვირის შემდეგ.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან