კვერცხი „კარგი“ ქოლესტერინის დონის მატებას იწვევს

დიდი ხანია ითვლებოდა, რომ კვერცხის მიღება ქოლესტერინის დონის მატების რისკის გამო საშიში იყო. უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაციონში კვერცხის ჩართვა ხელს უწყობს წონის დაკლებას და პოზიტიურად მოქმედებს ლიპოპროტეინულ ბალანსზე, აღნიშნავს News-medical.net.

მეცნიერული კვლევის ფარგლებში საშუალო ასაკის მეტაბოლური სინდრომის მქონე პირებს 12 კვირის მანძილზე ყოველდღიურად აძლევდნენ სამ კვერცხს ან მისი შემცველის ეკვივალენტურ რაოდენობას.  მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მონაწილე პირების ორგანიზმში ხვდებოდა ორჯერ მეტი ქოლესტერინი, ვიდრე კვლევის დაწყებამდე, ქოლესტერინის მაჩვენებლები არ გაზრდილა. პირიქით, მოიმატა „კარგი“ ქოლესტერინის დონემ.

აღსანიშნავია, რომ ადრე ოფიციალურად იყო გაცხადებული იმის შესახებ, რომ სინამდვილეში, კვერცხი არც თუ ისე ბევრ ქოლესატერინს შეიცავდა. ითვლებოდა, რომ ქოლესტერინის შემცველობა კვერცხში 215 მილიგრამს შეადგენდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მაჩვენებელი 185 მილიგრამის ტოლია. გარდა ამისა, კვერცხში D ვიტამინის არსებობა 64%-ით მეტი აღმოჩნდა სავარაუდო რაოდენობასთან შედარებით, ასევე, დადგენილ იქნა ბეტა-კაროტინის, ქოლინის, ლუთეინის და ზეაქსანის (ანტიოქსიდანტი, კუნთოვანი დეგენერაციისა და ასაკობრივი სიბრმავის საწინააღმდეგო მოქმედებით) შემცველობაც.

ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ კვერცხი დიდი ხნის მანძილზე იწვევს შიმშილის გრძნობის დათრგუნვას, რაც ამცირებს მოხმარებული პროდუქტის რაოდენობას და ხელს უწყობს წონის დაქვეითებას.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..