ქოლესტერინის სიჭარბე კიბოს უჯრედების ზრდას უწყობს ხელს

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი სახეობის კიბოს უჯრედების (მაგ., ძუძუს და პროსტატის) ზრდა დამოკიდებულია ჰორმონებზე, ხოლო თავის ტვინის სიმსივნეების – ე.წ. “ცუდ” ქოლესტერინზე (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები). მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს სიმსივნის ზრდის შემაჩერებელი პრეპარატების შემუშავებას.
ჟურნალ “Cancer Discovery”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორები აღნიშნავენ, რომ გლიობლასტომების (თავის ტვინის სიმსივნის ყველაზე ხშირი და აგრესიული ფორმა) 90%-ს აღენიშნება ე.წ. ჰიპერაქტიული სასიგნალო გზა ქოლესტერინისთვის. ეს ნიშნავს, რომ ხდება სიმსივნის უჯრედების დაპროგრამირება “ცუდი” ქოლესტერინის შთანთქმაზე, რაც მათ ზრდას უზრუნველყოფს. კვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნური უჯრედების ზრდა და განვითარება დამოკიდებულია ქოლესტერინის უზარმაზარ რაოდენობაზე.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ფარმაკოლოგიური გზით უჯრედებისათვის ქოლესტერინის წართმევა გლიობლასტომების მკურნალობისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავების საფუძველი გახდება. ექსპერტთა თქმით, ეს მექანიზმი შეძლებს სიმსივნური უჯრედების მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის გარეშე განადგურებას.

სპეციალისტების ეს ვარაუდი დადასტურდა ადამიანის თავის ტვინის სიმსივნურ უჯრედებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და ცხოველებზე ექსპერიმენტის მსვლელობაში.

აღსანიშნავია, რომ მულტიფორმული გლიობლასტომა თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების 52%-ს და ქალასშიდა სიმსივნეების 20%-ს შეადგენს. ამჟამად მის სამკურნალოდ ქიმიოთერაპიული, სხივური და ქირურგიული მეთოდები გამოიყენება, თუმცა სიმსივნის რადიკალური ქირურგიული ოპერაციაც და შემდეგ სამკურნალწამლო პრეპარატების გამოყენებაც კი ვერ უზრუნველყოფს პაციენტის სიცოცხლის მნიშვნელოვან გახანგრძლივებას, რომელიც საშუალოდ 8-10 თვეს შეესაბამება დიაგნოზის დადგენიდან.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან; გადასვლა >>>> ქოლესტერინი


Share this...Share on Facebook
Facebook