წითელი ხახვი ცუდი ქოლესტერინის წინააღმდეგ

მეცნიერთა თქმით, წითელ ხახვი ხელს უწყობს გული დაავადებების თავიდან აცილებას. მათ დაადგინეს, რომ ეს ბოსტნეული სხეულს ეხმარება ცუდი ქოლესტერინისაგან განთავისუფლებაში, რაც გულის ინფარქტისა და ინსულტის განითარების მიზეზია. ჰონ-კონგელი მკვლევარები ქოლესტერინის მაღალი შემცველობის მქონე დიეტაზე მყოფ ზაზუნებს ექვსი თვის მანძილზე კვებავდნენ წითელი ხახვით, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ ცუდი ქოლესტერინის ანუ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე შემცირდა დაახლოებით 20%-ით. ამავე დროს, სხეული ინარჩუნებდა კარგი ქოლესტერინის, ანუ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, რაც პროტექტორული მნიშვნელობისაა გულის დაავადებების განვითარებისათვის.

კვლევის ხელმძღვანელის ზენ იუ ჩენის (Zhen Yu Chen) თქმით, ადრე ჩატარებული ძვირადღირებული კვლევების მიუხედავად, თითქმის არაფერი იყო ცნობილი მოხმარებული ხახვის ზემოქმედების შესახებ ადამიანის გენებსა და პროტეინებზე, რომელიც მოიცავდა ქოლესტერინის მეტაბოლიზმის პროცესს სხეულის შიგნით.
კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ ხახვის რეგულარული მოხმარება ამცირებს გულის კორონალური დაავადებების განვითრების რისკს.
ხახვის სარგებლობა ჯანმრთელობისთვის ოდითგანვეა ცნობილი. მას უკავშირდება კიბოს განვითარების, ხველებისა და გაციების საწინააღმდეგო მოქმედება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს იმ ნაწილში, რადაც ხახვის მოხმარება მაღალია, აღინიშნება კიბოს განვითარების ბევრად უფრო დაბალი მაჩვენებელი.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


Share this...Share on Facebook
Facebook