კენკრა აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს

კენკრა აუმჯობესებს ქოლესტერინის დონესმეცნიერებმა დაადგინეს, რომ კენკრიდან მიღებული ანტოციანინის კვებითი დანამატები ზრდის მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს (მსლ) და ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლ) დონეს დისლიპიდემიის მქონე პაციენტებში.

კენკრა მდიდარია ანტოციანიდებით, ფლავონოიდური პიგმენტები ნანახია წითელ და იისფერ ხილში. ისინი მოქმედებენ, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტები.

ორმაგად ბრმა, რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევაში მონაწილე 40-დან 65 წლის ასაკის დისლიპიდემიის მქონე 120 პაციენტს აძლევდნენ 160 მგ ანტოციანინის კვებით დანამატს ან პლაცებოს დღეში ორჯერ 12 კვირის განმავლობაში.

ანტოციანინის მომხმარებლებში მსლ-ის კონცენტრაცია გაიზარდა 13,7%-ით, ხოლო პლაცებო ჯგუფში – 2,8%-ით. დსლ-ის კონცენტრაცია ანტოციანინის მომხმარებლებში შემცირდა 13,6%-ით, ხოლო პლაცებო ჯგუფში – 0,6%-ით.

უჯრედიდან ქოლესტერინის შრატისკენ გაჟონვამ იმატა ანტოციანინის მომხმარებლებში უფრო მეტად, ვიდრე პლაცებო ჯგუფში (შესაბამისად, 20.0% და 0.2%).

ანტოციანინის კვებითი დანამატები ამცირებს პლაზმური ქოლესტერინ-ეთერის გადამტანი პროტეინის (CETP) მასასა და აქტივობას (შესაბამისად, 10.4% და 6.3% ანტოციანინის მომხმარებლებში და – 3.5% და 1.1% პლაცებო ჯგუფში). CETP-ის დეფიციტი ასოცირდება მსლ-ის დონის მატებასთან და დსლ-ის დონის დაქვეითებასთან.

ანტოციანინის მომხმარებლებში მსლ-ის დონის ცვლილება ნეგატიურ კორელაციაშია CETP-ის აქტივობის ცვლილებებთან, ხოლო დსლ-ის დონის ცვლილებები პოზიტიურ კორელაციაშია CETP-ის მასის ცვლილებებთან.

უჯრედიდან ქოლესტერინის შრატისკენ გაჟონვა პოზიტიურ კორელაციაშია მსლ-ის დონის ცვლილებთან.

კვლევის შედეგებით, ადამიანებში ანტოციანინის კვებითი დანამატები აუმჯობესებს მსლ-სა და დსლ-ის კონცენტრაციას და აძლიერებს უჯრედიდან ქოლესტერინის შრატისკენ გაჟონვას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს CETP-ის ინჰიბირებით.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..