მზესუმზირა ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უწყობს კარდიოვასკულური ჯანმრთელობის შენარჩუნებას

მზესუმზირას თესლის გული არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და პოპულარული “ფუნქციონალური საკვები”, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი კვებითი ღირებულება და შეუძლია სხეულის უზრუნველყოფა სასარგებლო ელემენტების უდიდესი ნაირსახეობით. საუკუნეების მანძილზე მზესუმზირას თესლი არის საყვარელი წასახემსებელი და ასევე, ჯანსაღი საკვების დანამატი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

ხალხურ მედიცინაში მზესუმზირას თესლები გამოიყენება, როგორც მცენარეული სამკურნალო საშუალება ღვიძლის სხვადასხვა ხასიათის დარღვევების და პეპტიური წყლულების შემთხვევაში. გარდა ამისა, მზესუმზირას თესლებს შეუძლია ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების პრევენცია, როგორიცაა ართრიტი, ათეროსკლეროზი, კარდიალური დარღვევები და სხვა დაავადებები.
არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს (დაახლოებით 270-290მგ. 100 გ-ზე ). ფიტოსტერინი არის ბუნებრივი წარმოშობის ქიმიკატი, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. ფიტოსტერინის ქიმიური სტრუქტურა ქოლესტერინის სტრუქტურის მსგავსია იმ გამონაკლისით, რომ აქვს დამატებითი მეთილის ან ეთილის ჯგუფი. ფიტოსტერინი ახდენს ქოლესტერინის აბსორბციის შემცირებას, რაც იწვევს მოცირკულირე ქოლესტერინის დონის დაქვეითებას.
მზესუმზირას თესლები არის უზარმაზარი წყარო კალიუმისა და ფოსფორის, ასევე, პროტეინების, რკინისა და მაგნიუმის. ნახევარი ჭიქა მზესუმზირას თესლმა შეიძლება ორგანიზმი უზრუნველყოს 7გ დიეტური ბოჭკოთი, 15გ პროტეინით და მცენარეული ცხიმის დიდი რაოდენობით, ასევე, 35მგ E და 5მგ B5 ვიტამინებით, 500მგ კალიუმით, 520მგ ფოსფორით, 250მგ მაგნიუმით, 160მგ ფოლატით, 42მგ სელენიუმით, 5მგ რკინით და ა.შ. მზესუმზირას თესლების გული წარმოადგენს მძლავრი ოქსიდანტის შესანიშნავ წყაროს, რომელსაც სელენიუმთან და E ვიტამინთან ერთად შეუძლია კიბოსთან შებრძოლება და მისი პრევენცია.
მზესუმზირას თესლების გული შეიცავს უფრო მეტ პროტეინს, ვიდრე ხორცი და კვერცხი; მეტ D ვიტამინს, ვიდრე თევზი და 6-ჯერ მეტ მაგნიუმს (რაც აუცილებელია კარდიოვასკულული და ნერვული სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისთვის) ვიდრე მუქი პური. მზესუმზირას თესლების სისტემატურ მოხმარებას შეუძლია ადამიანის სხეულის უზრუნველყოფა თიმუსის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო ცინკის აუცილებელი რაოდენობით.
საბოლოოდ, მზესუმზირას თესლების გამოყენება ყველაზე სასარგებლოა ადამიანის კარდიოვასკულური სისტემის ფუნქციონირებისთვის. მზესუმზირას თესლის გულის შემადგენელი კომპონენტები Beatine ან TMG ახდენს homocysteine-ის პროდუცირების ინჰიბირებას.
Homocysteine, გოგირდოვანი ამინომჟავა, პასუხისმგებელია ისეთი პრობლემების განვითარებაზე, როგორიცაა ვენებისა და არტერიების თრომბოზი, კორონალური დაავადება და ა.შ. მეორე ამინომჟავა, არგინინი, თამაშობს მნიშვნელოვან როლს სისხლძარღვების გაძლიერებაში.
ბევრი ადამიანი, რომელმაც იცის იმ საშიშროების შესახებ, რაც დაკავშირებულია მზესუმზირას ზეთის ჭარბად მოხმარებასთან, თვლის, რომ მზესუმზირას თესლების გამოყენებას იგივე ნეგატიური შედეგები აქვს. ეს მცდარი შეხედულებაა, რადგან მზესუმზირას თესლის გული არ შეიცავს Omega-6-ის და ცხიმების საზიანო რაოდენობას, რაც გაზრდიდა გულის დაავადების განვითარებისა და ქოლესტერინის დონის მომატების რისკს. მეცნიერთა რჩევით, ყოველდღიურად ერთი პეშვი მზესუმზირას თესლის მოხმარება დედა ბუნებისგან მონიჭებული დიდებული საჩუქარია ჩვენი ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან

__________________________________________

გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
..

Share this...Share on Facebook
Facebook