კვერცხის ქოლესტერინის მიღება სავსებით გამართლებულია

ქათმის კვერცხის შესახებ ბევრია დაწერილი. კერძოდ, რომ ის შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, ამიტომაც მავნეა ორგანიზმისათვის. ბოლო დროს ჩატარებული კვლევების შედეგებით, ეს სულაც არ ყოფილა სწორი. ბრიტანელმა მეცნიერებმა სურეის უნივერსიტეტიდან ჩაატარეს ფუნდამენტური კვლევა, რომლის მიზანიც იყო ადამიანის ორგანიზმზე კვერცხის ზეგავლენის შესწავლა. ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომელიც სავსებით ეწინააღმდეგებოდა ადრინდელს. მათი რეკომენდაციით, ადამიანებს შეუძლიათ მიირთვან იმდენი კვერცხი, რამდენიც მოესურვებათ. ამით მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ბრიუს გრიფინმა განაცხადა, კვერცხი ჯანსაღი დიეტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, ვინაიდან შეიცავს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების დიდ რაოდენობას. ”არსებობს მცდარი შეხედულება, რომ საკვებად დიდი რაოდენობით კვერცხის მიღება შეიძლება გახდეს სისხლში ქოლესტერინის დონის მომატების, შესაბამისად გულის მხრივ პრობლემების განვითარების, მიზეზი. ეს შეხედულება უნდა გამოსწორდეს”, -განაცხადა მეცნიერმა.

კვერცხის ქოლესტერინი არ ხვდება პირდაპირ სისხლში. გრიფინის სიტყვებით, სისხლში არსებული ქოლესტერინის მხოლოდ მესამედი ხვდება მასში საკვებიდან. მისი ძირითადი ნაწილი დამოკიდებულია სიმსუქნესთნ, მავნე ჩვევებთან და ფიზიკურ აქტივობასთან. სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს გულის დაავადებების განვითარების რისკის დონეზე ქოლესტერინი კვერცხში რასაკვირველია არის, მაგრამ ჩვეულებრივ, ის არ მოქმედებს სისხლში არსებული ქოლესტერინის დონეზე. ”თუკი თქვენ გსურთ ქოლსტერინის დონის დაქვეითება, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ნაჯერი ცხიმების მოხმარების შემცირება, რომელიც დიდი რაოდენობითაა ხორცში, მაღალი ცხიმიანობის მქონე რძის პროდუქტებში, ორცხობილაში, ნამცხვრებში”, – განაცხადა ბრიტანეთის კარდიოლოგიის ფონდის მთავარმა დიეტოლოგმა ვიქტორია ტეილორმა.

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ამინომჟავებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, ის წარმოადგენს ნიაცინის წყაროს, რომელიც აუცილებელია ტვინის კვებისათვის და სასქესო ჰორმონების წარმოქმნისათვის; კვერცხის შემადგენლობაში არსებული К ვიტამინი უზრუნველყოფს სისხლის შედედებას; ქოლინი – აუმჯობესებს მეხსიერებას და გამოდევნის ტოქსინებს ღვიძლიდან; ლეციტინი არღვევს სისხლძარღვთა კედლებში არსებულ ათეროსკლეროზულ ბალთებს.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..