ქოლესტერინი და პროსტატა-სპეციფიური ანტიგენი

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


2008 წლის მაისში ჩატარებულ, ამერიკული უროლოგიური ასოციაციის 103-ე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, სისხლში ქოლესტერინის დონის დაწევა დაკავშირებულია პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენის დონის შემცირებასთან.

მეცნიერების მიერ გაანალიზებულ იქნა საერთო ქოლესტერინს, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს და პროსტატ-სპეციფიურ ანტიგენს შორის არსებული ურთიერთკავშირი, სანამ მოხდებოდა სტატინო-თერაპიის დაწყება. მკვლევარებმა შეისწავლეს 1214 მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქოლესტერინ-დამწევი თერაპიის დაწყებამდე.

კვლევიდან გამორიცხვის კრიტერიუმებს მიეკუთვნებოდა: პროსტატის კიბო, ქირურგიული ოპერაცია წინამდებარე ჯირკვალზე, ანდროგენ-დეპრივატიული თერაპია და პროსტატა-სპეციფიური ანტიგენის დონე >10ნგ/მლ.

კვლევის შედეგების თანახმად, პროსტატა-სპეციფიკური ანტიგენის დონე უფრო დაბალი იყო იმ მამაკაცებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ საერთო ქოლესტერინისა და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი მაჩვენებლები.

2007 წელს მკვლევართა იგივე ჯგუფმა უკვე განაცხადა რეტროსპექტული კვლევის წინასწარი შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც, სტატინო-თერაპიაზე მყოფ მამაკაცებში ქოლესტერინის დონის დაწევასთან ერთად შეინიშნებოდა პროსტატა-სპეციფიური ანტიგენის მაჩვენებლის პროპორციული შემცირებაც. ახალი კვლევა ადასტურებს ამას და წინა პლანზე წამოწევს იმ ფაქტს, რომ ქოლესტერინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს წინამდებარე ჯირკვლის ბიოქიმიურ პროცესებში.

ამგვარად, სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონის შენარჩუნება ხელს შეუწყობს პროსტატა-სპეციფიური ანტიგენის ნორმაში ყოფნას.

ზ.ა. კვლევის მონაცემები ამტკიცებენ იმ თეორიას, რომ ქოლესტერინი და პროსტატა-სპეციფიური ანტიგენი – ეს არის მამაკაცის ჯანმრთელობის ორი, მნიშვნელოვანი ინდიკატორი და ისინი აუცილებლად ერთობლივად უნდა იქნას გამოკვლეული.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან; გადასვლა >>> ქოლესტერინი