აღდგენა სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ

აღდგენა სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ

ჭრილობის სწრაფი შეხორცება სწორად ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შედეგია. თუმცა შემდგომში, აღდგენის სისწრაფეზე პასუხისმგებელია პაციენტი. ოპერაციის შემდეგ ექიმი აუცილებლად აძლევს თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების სწორ და გულდასმით შესრულებაზეა დამოკიდებულია მთელი მკურნალობის შედეგი. აი, რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ ოპერაციის შემდგომი პროცესის სწორად წარმართვაში.

ოპერაციიდან 20-30 წუთის შემდეგ უკვე შეიძლება სისხლდენის შეჩერების მიზნით ჩადებული ტამპონის ამოღება. თუ სისხლდენა არ შეჩერდა, ტამპონს ჭრილობაზე ვტოვებთ კიდევ 1 საათით. ამ პერიოდში არ შეიძლება საკვების მიღება, რადგან ჭრილობაში მოხვედრილმა საჭმლის ნარჩენებმა შეიძლება ანთება გამოიწვიონ. დღის განმავლობაში არ შეიძლება ცხარე, მჟავე, ცხელი საკვების მიღება. შესაძლოა, ექიმმა გირჩიოთ ყინულის დადება ნაოპერაციებ მიდამოზე. ამ დროს სიფრთხილე გმართებთ, რათა ყინულიანმა პაკეტმა ქსოვილების გადაცივება არ გამოიწვიოს. ძლიერმა სიცივემ შეიძლება გააძლიეროს ტკივილი და შეანელოს შეხორცების პროცესი. კბილების გაწმენდა შეიძლება მხოლოდ მომდევნო დღიდან!

ოპერაციის შემდეგ 24 სთ-ის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე სისხლდენა, მაგრამ თუ იგი ხანგრძლივად არ ჩერდება, საჭიროა მივმართოთ ექიმს.

ზოგიერთი ექიმი გვირჩევს სავლებებს. თუმცა, ამ საკითხშიც სიფრთხილე გვმართებს, რათა გამოვლებისას ჭრილობიდან არ ამოვრეცხოთ სისხლის კოლტი, რომელიც იცავს მას ინფიცირებისაგან და ხელს უწყობს სწრაფ შეხორცებას.

აუცილებელია მხოლოდ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტების მიღება. თვითმკურნალობა დაუშვებელია. ნებისმიერი ტაბლეტის მიღებამდე პაციენტმა კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ მცირე დისკომფორთია მოსალოდნელი. ორგანიზმი ნებისმიერ ჩარევაზე პასუხობს ტემპერატურის მომატებით, ტკივილით საოპერაციო მიდამოში, რბილი ქსოვილების შეშუპებით. პაციენტს შეიძლება ჩაულურჯდეს სახე.

სხეულის მომატებული ტემპერატურა ოპერაციის შემდეგ ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა. ეს არ ნიშნავს ინფიცირებას, ჭრილობის დაჩირქებას და სხვა ანთებით პროცესებს.

შეშუპება ქირურგიული ჩარევის შედეგია. რბილი ქსოვილების შეშუპება, თავის მხრივ, იწვევს სუნთქვის გაძნელებას და ტკივილს ყლაპვის დროს. ეს პრობლემა გადაიჭრება ცივის დადებით, რა თქმა უნდა ექიმის ნებართვით.

განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მაღალი არტერიული წნევის მქონე პირებმა. ასეთ პაციენტებს შეიძლება გაუხანგრძლივდეთ სისხლდენა. სწორედ ამიტომ, ოპერაციის შემდგომ პერიოდში მათთვის აკრძალულია ცხელი აბაზანის მიღება, აბანოში ან საუნაში წასვლა, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. ყოველივე ეს იწვევს არტერიული წნევის მომატებას.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.e� 3>0t� �� ght:115%;font-family: “Sylfaen”,”serif”;mso-fareast-font-family:”Times New Roman”;mso-bidi-font-family: Sylfaen;color:black’>და ებრძვის მავნე მიკრობებს. მკურნალობის დამთავრებისა და კბილის დაბჟენის შემდეგაც კი ჰიდროქსიდი აგრძელებს თავის მოქმედებას და ხელს უწყობს კბილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

 

დეპოფორეზით კბილის კისტის მკურნალობის ერთადერთი ნაკლია დეპოფორეზის ძვირადღირებული აღჭურვილობა, რომლის შეძენასაც ყველა კლინიკა ვერ შეძლებს. ამჟამად, სულ უფრო პოპულარული ხდება ჩანაცვლებითი უჯრედული თერაპია – ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა. კისტის მკურნალობის ყველა მეთოდი კბილის შენარჩუნების იმედს იძლევა და ამცირებს მისი სრული ამოღების რისკს.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.