კბილების კომპიუტერული ნეკროზი – XXI საუკუნის დაავადება

კბილების კომპიუტერული ნეკროზი – XXI საუკუნის დაავადება

ინფორმაციული ტექნოლოგიების საუკუნეს მოაქვს არა მარტო ახალი აღმოჩენები, ახალი შესაძლებლობები და ადამიანების ცხოვრების ახალი დონე, არამედ კაცობრიობისთვის ადრე უცნობი დაავადებები. სტომატოლოგიის სფეროც არ არის ამ მხრივ გამონაკლისი. ერთ-ერთი ასეთი დაავადება აღმოჩენილ იქნა ცოტა ხნის წინ და მიიღო სახელწოდება „კბილების კომპიუტერული ნეკროზი”.

ნეკროზი არის უჯრედებისა და ქსოვილების კვდომა ორგანიზმში. კბილების მაგარი ქსოვილების ნეკროზი გამოვლინდება იმით, რომ კბილის მინანქარი კარგავს ელფერს, მასზე ჩნდება ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში ყავისფერი ხდება. საბოლოოდ მინანქარი თხელდება და იშლება, დენტინი მუქდება, იცვლება კბილების სტრუქტურა (განსაკუთრებით, საჭრელების, ეშვებისა და პრემოლარების), დაავადების განვითარების გვიან სტადიაზე ჩნდება მკვეთრი ტკივილი კბილებზე ტემპერატურული გამრიზიანებლების ზემოქმედებისა და მექანიკური შეხების დროს.

ბოლო რამდენიმე წელია სტომატოლოგებს დახმარებისთვის მიმართავენ ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ მინანქრისა და დენტინის ნეკროზი და ამავდროულად მსგავსი მონაცემები აერთიანებთ: ასაკი 25-35 წელი, გამუდმებული მუშაობა კომპიუტერთან (რეკომენდებული ნორმების დარღვევა რამდენიმე წლის განმავლობაში), კბილებისა და ღრძილების დაზიანება იმ მხარეზე, რომელიც ეკრანისკენ არის მოქცეული. ამ დროს აღნიშნული დაავადების ნიშნების მქონე ყველა პაციენტს არ აღენიშნებოდა რაიმე სხვა დაავადება და არ განიცდიდნენ სხვა სახის დასხივებას.

დაავადება ძალიან ჰგავს კბილების დასხივების შემდგომ დაზიანებას (ვითარდება მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედების შემდეგ), მაგრამ რიგი თავისებურებებით გამოირჩევა. სათანადო შესწავლის შემდეგ, ახლადაღმოჩენილ დაავადებას კბილების კომპიუტერული ნეკროზი უწოდეს. დაავადების თავისებურებებია კბილების მაგარ ქსოვილებში მინერალური ცვლის დარღვევა, კბილების უმრავლესობის დაზიანება ძირითადად ყელისა და ფესვების მიდამოში, ყავისფერი ან შავი ფერის ლაქების გაჩენა. ნეკროზით დაუზიანებელი კბილის ზედაპირიც კი მქრქალი და მონაცრისფრო ხდება.

დაავადების განვითარების მიზეზია კომპიუტერის მიერ წარმოქმნილი გამოსხივება, რომელიც იწვევს მოლეკულებისა და ატომების იონიზებას ჩვენს ორგანიზმში. ამას მოყვება თავისუფალი რადიკალების გაჩენა, რომელთა შესახებაც ძალიან ბევრი გვსმენია ბოლო წლებში. ისინი არღვევენ კბილებში მიმდინარე ქიმიურ პროცესებს, რის გამოც იწყება კბილის ქსოვილების კვდომა.

ასევე დადგინდა, რომ მსგავსი დაავადება შეიძლება აღინიშნოს იმ პირებშიც, რომლებიც უსაზღვროდ დიდ დროს ატარებენ ტელევიზორთან, განსაკუთრებით მაშინ, თუ ძალიან ახლოს იმყოფებიან მასთან.

როგორ მოვიქცეთ?

კბილების კომპიუტერული ნეკროზის პროფილაქტიკისთვის სტომატოლოგები გვირჩევენ კომპიუტერთან არ ვიმუშავოთ 6 სთ-ზე მეტ ხანს დღეში (ბავშვებმა 2-ჯერ ნაკლები) და ეკრანიდან ჩვენი დაშორება უნდა სულ მცირე 60-70სმ უნდა იყოს. მუშაობისას ყოველ 2 სთ-ში ერთხელ უნდა შევისვენოთ 15 წთ-ით, კომპიუტერები ერთმანეთისგან დაშორებული უნდა იყოს სულ მცირე 2 მ-ით, ხოლო სამუშაო ოთახები პერიოდულად უნდა ნიავდებოდეს.

ამას გარდა, აუცილებელია ორგანიზმის უზრუნველყოფა მისი დაცვისთვის აუცილებელი ნივთიერებებით: ანტიოქსიდანტებით (მწვანე ჩაი, ლიმონი, C და E ვიტამინები და სხვ.), მულტივიტამინებით (ყოველდღე), კალციუმით, იოდით, მიკრო- და მაკროელემენტებით. კბილები უნდა გაიწმინდოთ ფოსფატების შემცველი კბილის პასტით. 2 დღეში 1-ჯერ უნდა გავიკეთოთ 15 წთ-იანი აპლიკაციები კბილების მთელ ზედაპირზე აღნიშნული კბილის პასტებით.

ამ რეკომენდაციებს ყურადღება უნდა მიაქციოს რისკის ჯგუფში მყოფმა ყველა ადამიანმა ანუ კომპიუტერთან მომუშავე შრომისუნარიანი ადამიანების უმრავლესობამ. იმაზე საუბარი, რომ კომპიუტერთან დიდი დროის გატარება არ შეიძლება, უსარგებლოა: მრავალი თანამედროვე ადამიანის საქმიანობა კომპიუტერზეა კონცენტრირებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა ყოველთვის შეიძლება უბედურების თავიდან აცილება მარტივი რეკომენდაციების დაცვით. თუ თქვენ ვერ მიეჩვიეთ ყოველ 2 სთ-ში შესვენებას, დააყენეთ შეხსენების რეჟიმი. თუ თქვენი რაციონი არ შეიცავს ყოველდღიურად ხილს, ბოსტნეულსა და სხვა სასარგებლო პროდუქტს, მიიღეთ საკვები დანამატები. ისე მოიქეცით, რომ თქვენი ორგანიზმი რაც შეიძლება ნაკლებად დაავადდეს სხვადასხვა დაავადებებით, მათ შორის “კბილების კომპიუტერული ნეკროზით”.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.