შიგნითა და გარეთა კარიესი: რომელი უფრო საშიშია?

შიგნითა და გარეთა კარიესი: რომელი უფრო საშიშია?

ჩვეულებრივი ადამიანისთვის ნებისმიერი ხვრელი კბილში – კარიესია. სტომატოლოგები კი გამოყოფენ კარიესის სხვადასხვა სტადიას და თითოეულს შესაბამის მკურნალობას უსადაგებენ.

რა არის კარიესი?

კარიესი არის დაავადება, რომელიც აზიანებს კბილის მაგარ ქსოვილებს. გარეგნულად ეს გამოვლინდება მინანქრისა და დენტინის დაშლით, რაც გარგნულად კბილზე ღრუს გაჩენით გამიხატება.

კარიესის სტადიები

დაზიანების სიღრმის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ კარიესის შემდეგი სტადიები:

ლაქა. დასაწყისში კბილის ზედაპირზე ჩნდება პიგმენტური ლაქა. თეთრი ფერიდან იგი გადადის ყვითელში, შემდეგ კი ყავისფერში. ეს კარიესის განვითარების პირველი საფეხურებია. კარიესული ლაქა ვლინდება მხოლოდ კბილის გარეთა ზედაპირზე, არ იწვევს არანაირ უსიამოვნო შეგრძნებას და ადამიანისთვის შეუმჩნეველი რჩება. ამ სტადიაზე კარიესის აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ ექიმს პირის ღრუს დათვალიერების დროს.

ზედაპირული კარიესი. დროთა განმავლობაში, ლაქის ქვეშ ჩნდება მცირე დეფექტი. მინანქარი ამ ადგილას კარგავს სიმტკიცეს, მისი ზედაპირი ხდება ხორკლიანი, იწყება დარბილება. ამ სტადიაზე კარიესი ასევე კლინიკურად არ ვლინდება და პაციენტიცი მას დამოუკიდებლად ვერ ამჩნევს.

პირველ ორ სტადიას შეიძლება გარეთა კარიესი ვუწოდოთ. მას თან არ ახლავს ტკივილი, არ იწვევს დისკომფორტს. მაგრამ, იგი შეუმჩნევლად პროგრესირებს და საბოლოოდ იწვევს იმ არასასურველ შედეგებს, რომლებთანაც პრაქტიკულად ყველა ადამიანს ჰქონია შეხება სიცოცხლეში ერთხელ მაინც.

შუალედური კარიესი. ამ სტადიაზე უკვე დაზიანებულია მინანქარი და კარიესული პროცესი უფრო ღრმა შრეებში აღწევს. დაწყებულია დენტინის დარბილება, თუმცა კარიესის ამ სტადიაზე მისი დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მთელი რჩება. კბილი იწყებს რეაგირებას ცივსა და ცხელზე, ასევე ხდება ჰიპერმგრძნობიარე მექანიკური და ქიმიური გამღიზიანებლების მიმართ. დათვალიერების დროს კბილში შეიძლება აღმოჩნდეს მცირე ღრუ.

ღრმა კარიესი. დენტინის დიდი ნაწილი უკვე ძალიან დაზიანებულია. სტომატოლოგთან ვიზიტზე მისული პაციენტები უჩივიან ტკივილს ტემპერატურულ, მექანიკურ და ქიმიურ გამღიზიანებლებზე. ასევე, ტკივილი შეიძლება გაჩნდეს კარიესულ ღრუში საკვების მოხვედრის დროს.

ბოლო ორი სტადია შეიძლება მივაკუთვნოთ შიგნითა კარიესს. მათი მკურნალობა უკვე სერიოზული ბრძოლაა კბილის შესანარჩუნებლად.

კარიესის მკურნალობა

ლაქას სტადიაზე კარიესს მკურნალობენ რემინერალიზაციური თერაპიით: კბილის ზედაპირს ამუშავებენ კალციუმის გლუკონატის 10%-იანი ხსნარით და ნატრიუმის ფტორიდის 2%-იანი ხსნარით.

კურსი შედგება 15-20 აპლიკაციისგან, რომლებიც ტარდება ყოველდღე ან დღეგამოშვებით. შედეგად ლაქა ან სრულიად ქრება, ან მნიშვნელოვნად მცირდება.

ზედაპირული, შუალედური და ღრმა კარიესის მკურნალობა ერთმანეთის მსგავსია – კბილის დაზიანებულ ქსოვილებს აცილებენ ბორმანქანით და ხოლო კარიესულ ღრუს დაბჟენენ.

ადამიანმა შეიძლება არც კი იცოდეს, რომ მის ერთ-ერთ კბილში იწყება კარიესი, რომელიც საწყის სტადიებზე შეუმჩნეველია. ამიტომ კარიესის საუკეთესო პროფილაქტიკად ითვლება პირის ღრუს ჰიგიენის მკაცრი დაცვა და ხშირი ვიზიტები ექიმთან. თუმცა, ბევრი ჩვენგანი არ ითვალისწინებს სტომატოლოგთა რეკომენდაციებს და ფიქრობს, რომ სანამ არაფერი არ ეტკინება, მანამდე არ მივა სტომატოლოგთან, რაც არასწორი მიდგომაა. სწორედ ამის გამო კარიესის აღმოჩენა არ ხდება ადრეულ სტადიებზე და გარეთა კარიესიდან გადადის შიგნითაში. ამიტომ, კარიესს უნდა ვუმკურნალოდ დაუყოვნებლივ, მისი პირველივე გამოვლინებების დროს და არ უნდა ელოდოთ, როდის გაიძულებთ იგი ექიმთან მისვლას.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.