ავიტამინოზის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე

ავიტამინოზის გავლენა კბილების ჯანმრთელობაზე

ავიტამინოზი არის ორგანიზმში რომელიმე ვიტამინის დეფიციტი. ძალიან ხშირად ის აღინიშნება გაზაფხულზე. ორგანიზმისთვის, მათ შორის კბილებისთვის, ყველა ვიტამინი საჭიროა.

გაზაფხულზე მზის სხივები და სითბო ვერ გვშველის ავიტამინოზისგან. ორგანიზმი დასუსტებულია ზამთრის შემდეგ. ცვალებადი ამინდი, ჰაერის ტენიანობის და წნევის ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, თვითშეგრძნებასა და კბილების მდგომარეობაზე. ამ დროს ორგანიზმს დახმარება სჭირდება.

ვიტამინების ნაკლებობა სერიოზული პრობლემაა. ორგანიზმის თითოეულ ორგანოსა და სისტემას ესაჭიროება ვიტამინები. ჩვენმა კბილებმა ასევე უნდა მიიღონ ვიტამინების საკუთარი ულუფა. მათი დეფიციტი გამოვლინდება არასწორი ფუნქციონირებით და შემდეგი სიმპტომებით:

D ვიტამინის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს კბილებისა და ძვლოვანი ქსოვილის ჯანმრთელობაზე. იგი იწვევს კბილების სწრაფ დაშლას, ძვლების მტვრევადობას, ტკივილს საყრდენ-მამოძრავებელ აპარატში. ბავშვში ვიტამინის ნაკლებობა იწვევს რაქიტს, ძვლების არასწორად ჩამოყალიბებას, კბილების ნელ ზრდას.

C ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ღრძილებიდან სისხლდენას, კბილების მორყევასა და ამოვარდნას (უკიდურეს შემთხვევაში, სურავანდს), ასევე იმუნური სისტემის სისუსტეს.

ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლებსა და შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლაში, ასევე მოქმედებს თირკმელების ჯანმრთელობაზე. ყველა ამ შემთხვევაში ვიტამინი მონაწილეობს კალციუმის ათვისებაში და კალციუმისა და D ვიტამინის ურთიერთქმედების უზრუნველყოფაში. სტომატოლოგები იყენებენ K ვიტამინის წყალში ხსნად ანალოგს – ვიკასოლს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან სისხლდენების დროს, ასევე სტომატოლოგიური ოპერაციების წინ სისხლის დაქვეითებული შედედების მქონე პაციენტებში.

B ჯგუფის ვიტამინები კარიესის საწინააღმდეგო კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა. ეს დაამტკიცეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მეცნიერ-სტომატოლოგებმა, რომლებმაც შეისწავლეს გაურჩეველი ბრინჯის ზემოქმედება კბილებზე.

A ვიტამინის ნაკლებობა ცუდად მოქმედებს ლორწოვან გარსებზე, ქვეითდება სანერწყვე ჯირკვლების სეკრეცია, კბილები „თითქოს ცარცით არის დაფარული”, ითრგუნება ანტისხეულების სინთეზი და ფაგოციტოზი, ქვეითდება იმუნიტეტი.

E ვიტამინს სტომატოლოგები იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი დაზიანებების, პაროდონტისა და ძვლოვანი ქსოვილის დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში.

PP ვიტამინის დეფიციტის პირველი ნიშნები ხშირად გამოვლინდება სწორედ პირის ღრუში: გლოსიტი (ენის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციით გამოწვეული ანთებითი დაავადება), წყლულები კბილთაშორის დვრილებში, სტომატიტი, სეკრეციის გაძლიერება, ტუჩების ნახეთქები და ა.შ.

ავიტამინოზის ყველაზე ხშირი მიზეზია არასწორი კვება. თუ თქვენ საუზმეზეც და სადილზეც მიირთმევთ ბუტერბროდებს და კარტოფილის ჩიფსებს, ავიტამინოზი და შედეგად, კბილების პრობლემებიც არ დააყოვნებს. მაგრამ, ჩვეულებრივ პროდუქტებშიც კი სულ უფრო ნაკლები სასარგებლო ნივთიერება რჩება. ამის ძირითადი მიზეზია გაუარესებული ეკოლოგია.

როგორ აღვიდგინოთ ვიტამინების სწორი ბალანსი?

თუ თქვენ გსურთ გქონდეთ ჯანმრთელი, ლამაზი კბილები, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიიღოთ ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების შემცველი პროდუქტები.

D ვიტამინს შეიცავს თევზის ქონი, საფუარი.

C ვიტამინს შეიცავს მრავალი ხილი და ბოსტნეული, განსაკუთრებით შავი მოცხარი და კივი.

K ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანე ბოსტნეული (სალათის ფურცლები, ყაბაყი, სოიო, ყვავილოვანი და ბრიუსელის კომბოსტო, ისპანახი).

B ჯგუფის ვიტამინებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს ბურღულეული (B1, B2).

ვიტამინს შეიცავს სტაფილო, თევზი.

E ვიტამინი შედის მრავალ პროდუქტში, მაგრამ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მარცვლეულში და პარკოსნებში (ხორბალი, ბარდა).

PP ვიტამინს შეიცავს სიმინდი, სოკოები, საფუარი.

ორგანიზმისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების კიდევ ერთი კარგი საშუალებაა ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების გამოყენება, რომლებიც განსაკუთრებით სასარგებლოა უკვე დაწყებული ავიტამინოზის დროს.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..