ბიუგელისებური პროთეზირების ძირითადი მახასიათებლები

ბიუგელისებური პროთეზირების ძირითადი მახასიათებლები

ბუგელისებური პროთეზირება გამოიყენება კბილების ნაწილობრივი დაკარგვის პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში. ეს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილის აღდგენის ერთ-ერთი თანამედროვე და პერსპექტიული მეთოდია.

ბუგელისებური პროთეზირების თავისებურებები

პროთეზირება გულისხმობს ისეთი საიმედო და მოხერხებული კონსტრუქციის დაყენებას, რომელიც ღეჭვით დატვირთვას თანაბრად გაანაწილებს ბუნებრივ კბილებსა და ღრძილის ზედაპირს შორის. ზუსტი გათვლით და კომპიუტერული მოდელირების უნიკალური მეთოდებით იქმნება პროთეზები, რომლებშიც შერწყმულია სიმტკიცე და ხანგრძლივობა. რკალისებრი კონსტრუქცია საიმედოდ იჭერს თავის ყველა ელემენტს, რის გამოც ბიუგელისებური პროთეზი უზრუნველყოფს კბილების ფუნქციური მახასიათებლების სრული აღდგენას. მოსახსნელი პროთეზირების სხვა ვარიანტების მსგავსად, ბუგელისებური კონსტრუქციები საჭიროებს პერიოდულად მოხსნას და ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვას. პროთეზთან შეგუება მაქსიმალურად სწრაფად ხდება, რადგან ის არ ფარავს სასას და არ იწვევს მეტყველების შეცვლას და სხვა უსიამოვნო მოვლენებს.

ბუგელისეური პროთეზირების ჩვენებები

ბუგელისებური პროთეზირება კბილების ესთეტიკურობისა და ფუნქციონალურობის აღდგენის უნივერსალური მეთოდია. ის ყველასთვის მისაღებია, ვისაც აკლია 3 მეზობელ კბილზე მეტი. რკალისებური კონსტრუქციები კარგი ალტერნატივაა, როდესაც საყრდენი კბილები ვერ უძლებენ ხიდისებრი პროთეზის დატვირთვას. ბუგელისებური პროთეზი თანაბრად ანაწილებს ღეჭვით დატვირთვას და იცავს კბილებს დაზიანებისგან. ამ სახის პროთეზები რეკომენდებულია პაროდონტოზის დროს, რომლის ერთ-ერთი სიმპტომია მორყეული კბილები. ბუგელისებური კონსტრუქციების გამოყენების კიდევ ერთი ჩვენებაა კბილთა მწკრივის ე.წ.შემოუსაღვრელი დეფექტები. ანუ თუ თქვენ არ გაქვთ ბოლო ძირითადი კბილები, ბუგელისებური პროთეზირება ოპტიმალური ვარიანტია. ამჟამად, ორთოპედიული სტომატოლოგიის საშუალებით აღდგება კბილების ესთეტიკური და ფუნქციური მახასიათებლები, ნარჩუნდება ბუნებრივი ლამაზი ღიმილი.

ბუგელისებური პროთეზების სახეები

არსებობს ორი სახის ბუგელისებური პროთეზები – კონსტრუქციები კლამერებით დასაკეტებით. პირველი ვარიანტი გულისხმობს პროთეზის ფიქსაციას სხვადასხვა ფორმის სპეციალური კაუჭებით. კაუჭების ზომა და ფორმა თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად შეირჩევა, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის მოხერხებულ გამოყენებას. კლამერები გარს ერტყმიან კბილს, იცავენ მას მექანიკური ზემოქმედებისგან. ამ სახის პროთეზები გამოირჩევა დრეკადობით და მათი გამოყენებისას მინანქრის დაზიანების რისკი პრაქტიკულად ნულის ტოლია.

პროთეზის ფიქსაციის ალტერნატიული მეთოდია საკეტები. ასეთი ბუგელისებური პროთეზები ხიდისებრს ჰგავს: თავისი კონსტრუქციის წყალობით ღეჭვის დროს ისინი ზეწოლის ნაწილს გადასცემენ საყრდენ კბილებს. ეს კბილები, ძირითადად, დაცულია ლითონ-კერამიკული გვირგვინებით. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ბუგელისებური პროთეზები გამოირჩევა მაღალი ესთეტურობით: ყველა საფიქსაციო ელემენტი დაფარულია კონსტრუქციის შიგნით და ღიმილი ლამაზი და ბუნებრივია. ბუგელისებური პროთეზის შერჩევა დამოკიდებულია კბილების დაზიანების ხარისხსა და თქვენი ორგანიზმის თავისებურებებზე. დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარების და დათვალიერების შემდეგ ექიმი ადგენს მკურნალობის გეგმას და განსაზღვრავს კბილების აღდგენის ყველაზე ეფექტურ მეთოდს.

ბუგელისებური პროთეზირების უპირატესობები

ბუგელისებური პროთეზირების პრაქტიკულობისა და ფუნქციონალურობის გამო კბილთა მწკრივის რესტავრაციის ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია თანამედროვე სტომატოლოგიაში. მოსახსნელი პროთეზირების ეს სახეობა გამოირჩევა:

– მოხერხებულობით. პროთეზის კონსტრუქცია შედგება ლითონის კარკასისგან, რომელიც მოიცავს რკალს (bugel) და საფიქსაციო ელემენტებს, ასევე ე.წ უნაგირისებრ ნაწილებს ხელოვნური ღრძილით. პროთეზი, ძირითადად, მზადდება ჩამოსხმით, რაც უზრუნველყოფს კონსტრუქციის სიმსუბუქეს და კომპაქტურობას. განსაკუთრებული სიმსუბუქით გამოირჩევა ტიტანის შენადნობებით დამზადებული პროთეზები.

– ღეჭვითი დატვირთვის ბუნებრივი გადანაწილებით. ფირფიტოვანი პროთეზისგან განსხვავებით, ბუგელისებური დატვირთვას გადასცემს საყრდენ კბილებს მინანქრის დაზიანების გარეშე. პროთეზი სასის მხოლოდ მცირე ნაწილს ფარავს და ამიტომ მათი ტარების დროს პაციენტი არანაირ დისკომფორტ არ განიცდის.

– ნაკლები ტრავმულობით. ბუგელისებური პროთეზების დასაყენებლად საჭირო არ არის მეზობელი კბილების დაქლიბვა.

– პრაქტიკულობით. ბუგელისებური პროთეზის გამოღება პირის ღრუდან შეიძლება ნებისმიერ დროს. კონსტრუქცია ჩვეულებრივ იწმინდება, მოვლის სპეციალურ საშუალებებს არ საჭიროებს.

ბუგელისებური პროთეზირების უპირატესობაა ხელმისაწვდომობაც. აღსანიშნავია, რომ ფასი პრაქტიკულად დამოკიდებული არ არის პროთეზირებული კბილების რაოდენობაზე. ანუ 3 კბილის პროთეზის და 12 კბილის პროთეზის ფასი თითქმის ერთნაირია.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..