ერთი დანტისტის ეთერული ტრაგედია

ერთი დანტისტის ეთერული ტრაგედია

არ არსებობს ზუსტი მონაცემები, სად მიიღოუილიამ მორტონმაგანათლება. თვითონ მორტონი ამტკიცებდა, რომ დაამთავრა სტომატოლოგიური კოლეჯი ბოსტონში, თუმცა მეცნიერის ბიოგრაფები ამბობენ, რომ უილიამის სწავლის შესახებ მონაცემები ამ დაწესებულებაში არ არის. ასევე, არსებობს ვარაუდი, რომ მორტონმა საწყისი განათლება ჰათფორდში მიიღო. თუმცა, ზუსტად არის ცნობილი, რომ სწორედ ამ დროს გაიცნო მან ადამიანი, რომლის ცდებმაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინეს დანტისტზე. ჰორას უელსი ანესთეზიოლოგიით იყო გატაცებული და მორტონი მრავალჯერ დასწრებია მის ცდებს აზოტის ქვეჟანგით. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ თანამედროვე ბიზნესი, თუმცა საქმე არ აეწყო და რამდენიმე წლის შემდეგ კონტრაქტი დაირღვა. მორტონი უბრუნდება სტომატოლოგიურ პრაქტიკას.

1843 წელს ის შეხვდა ელიზაბეტ უიტმანს, ყოფილი კონგრესმენის ნათესავს და გადაწყვიტა დაქორწინება. თუმცა, ქალიშვილის მშობლები კატეგორიულ უარზე იყვნენ. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და დაპირებების შემდეგ, რომლებიც მორტონმა მისცა მათ, რომ ფუნდამენტურ სამედიცინო განათლებას მიიღებდა, ქორწინებაზე თანხმობა მიიღო.

ამავე წელს მორტონმა ჩააბარა ჰარვარდის სამხედრო-სამედიცინო სკოლაში და გააგრძელა სტომატოლოგიური პრაქტიკა, სპეციალიზდებოდა რა კბილების პროთეზირებაზე. პაციენტების განცდები დაშლილი კბილების ამოღების დროს მას ექსპერიმენტებისკენ უბიძგებდა. ის ცდილობდა შეემცირებინა ტკივილი სტომატოლოგიური პროცედურების დროს ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით, მაგრამ მისი პაციენტები ამ საშუალებების მიღების შემდეგ აგრესიულნი და უმართავნი ხდებოდნენ.

მას მშველელად მოევლინა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ჩარლზ ჯექსონი, რომელმაც უილიამის ყურადღება მიაპყრო სტუდენტურ ექსპერიმენტებს ეთერით, როგორც ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით. მართლაც, ეთერის საშუალებით ანესთეზია კარგი იდეა იყო. თუმცა, განმეორებითი შეცდომების ასაცილებლად, მორტონმა გადაწყვიტა მისი მოქმედების გამოცდა ჯერ ცხოველებზე (საკუთარი ძაღლის ჩათვლით), შემდეგ კი საკუთარ თავზე.

დარწმუნდა რა პაციენტების ჯანმრთელობისთვის ნივთიერების უსაფრთხოებაში, მორტონმა განახორციელა პირველი სტომატოლოგიური ოპერაცია ეთერის გამოყენებით 1846 წლის 1 სექტემბერს. დაზიანებული კბილის ამოღების დროს ეთერის ინჰალაციამ ნამდვილი ფურორი მოახდინა სამედიცინო სამყაროში. ამ მეთოდით დაინტერესდნენ სხვა სამედიცინო სფეროს ექიმები, რომელთა პაციენტების მკურნალობაც დაკავშირებული იყო პაციენტისთვის ძლიერი ტკივილის მიყენებასთან. თუმცა, მორტონმა გააცნობიერა რა ასეთი წარმატების პერსპექტივები, არ იჩქარა ნივთიერების საიდუმლოს გახსნა და მას უწოდა უბრალოდ „letheon“, ასევე სცადა დაეპატენტებინა მეთოდი და მიეღო მისი გამოყენების სრული უფლება, რაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში დივიდენდების მიღების გარანტი იქნებოდა.

ამ დროს უილიამმა საერთოდ დაივიწყა, თუ ვინ დააყენა ის სწორ გზაზე. მაგრამ ჩარლზ ჯექსონმა ეს არ დაივიწყა და სარჩელი შეიტანა მორტონის მიერ ეთერის, როგორც საანესთეზიო საშუალების, აღმოჩენის პირველობის უარსაყოფად. ჯექსონი აღიარეს, როგორც მორტონის თანაბარი უფლებების მქონე. ამ მომენტიდან იწყება მეცნიერების მტრობა, რამაც დაანგრია მათი, როგორც მეცნიერებისა და როგორც ადამიანების, ცხოვრება. ისინი ცდილობდნენ ყველა კანონიერი თუ უკანონო მეთოდებით წაერთმიათ ერთმანეთისთვის დიდება და ფული, რომელიც მოჰქონდა უფლებას „letheon”-ზე. მრავალრიცხოვანმა სასამართლო პროცესებმა და კონგრესში გამოსვლის მოთხოვნამ ორივე მხრიდან, საქმე ჩიხში შეიყვანა. არც ერთ მხარეს დათმობა არ უნდოდა და ზედიზედ შეჰქონდათ თხოვნები ყველა შესაძლო ინსტანციაში.

მოჩვენებითი დიდების და ფულის დევნაში მორტონი სრულიად ჩამოშორდა მუშაობას, ხოლო ყოველ ახალ თხოვნასთან დაკავშირებით მზარდმა იურიდიულმა ხარჯებმა საბოლოოდ დაანგრია სტომატოლოგის ისედაც მერყევი მატერიალური მდგომარეობა. როგორმე რომ შეენარჩუნებინა თავისი მატერიალური და მორალური მდგომარეობა, 1862 წლის შემოდგომაზე ის შეუერთდა პოტომაკის არმიას როგორც მოხალისე ქირურგი. ამ დროს მან ეთერი გამოიყენა 2 ათასზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცის მკურნალობისას.

1868 წლის 15 ივლისს, მორიგი სასამართლო მოსმენის დროს მორტონმა თავი შეუძლოდ იგრძნო. სიცხისაგან გასარიდებლად ის ცენტრალურ პარკში წავიდა, სადაც მალე დაკარგა გონება და მოკვდა.

უილიამ თომას გრინ მორტონი დაკრძალეს კემბრიჯში, მასაჩუსეტსის შტატში. მისი საფლავის ქვაზე წარწერაა: „უილიამ თ. მორტონი. გამომგონებელი და პირველაღმომჩენი ანესთეზიისა, რომელმაც განაგდო და გაანადგურა ტკივილი, რომლამდეც ქირურგია ტანჯვა იყო, რომლის შემდეგაც მეცნიერება აკონტროლებს ტკივილს”. წოდება, რომლის მიღებასაც ის სიცოცხლეში ცდილობდა, მისი გახდა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ.

საბოლოოდ მაინც არ არის დადასტურებული, სინამდვილეში ვინ აღმოაჩინა პირველმა ეთერით ინჰალაციის მეთოდი. დაახლოებით იგივე პერიოდში ამით დაკავებული იყო რამდენიმე მეცნიერი: მორტონი, კროუფორდ უილიამსონი, ჰორას უელსი, ჩარლზ ჯექსონი და კროუფორდ ვ. ლონგი. თუმცა, სწორედ მორტონმა გადაწყვიტა პირველმა მეთოდის დემონსტრაცია, გარისკა რა თავისი სახელითა და რეპუტაციით.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.