ერთმომენტიანი იმპლანტაცია: თავისებურებები და უპირატესობები

ერთმომენტიანი იმპლანტაცია: თავისებურებები და უპირატესობები

ამჟამად, თანამედროვე იმპლანტოლოგიის ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გქონდეთ იდეალური ღიმილი პრაქტიკულად სტომატოლოგთან ერთი ვიზიტის შემდეგ. ერთეტაპიანი იმპლანტაცია სტომატოლოგიის განვითარების ახალი საფეხურია. ჩვენ გიპასუხებთ იმპლანტაციის შესახებ ყველაზე გავრცელებულ კითხვებზე.

რაში მდგომარეობს ერთეტაპიანი იმპლანტაცია და რით განსხვავდება იგი კლასიკურისგან?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ერთეტაპიანი იმპლანტაციის მეთოდი გულისხმობს იმპლანტის დაყენებას ღრძილის გაკვეთის გარეშე. ევროპაში მკურნალობის ეს ტექნოლოგია ცნობილია 15 წელი, რუსეთში ეს რესტავრაციული სტომატოლოგიის საკმაოდ ახალი, მაგრამ უკვე პოპულარული მიმართულებაა. ერთეტაპიანი იმპლანტაცია ასევე ცნობილია შემდეგი სახელწოდებით: უნაკერო, უსისხლო, ნაკლებინვაზიური, ტრანსგინგივური იმპლანტაცია, ექსპრეს-იმპლანტაცია და სხვ. ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობაა პროთეზირების ვადების შემცირება. იმპლანტის დატვირთვა ხდება მისი დაყენებისთანავე. კლასიკურისგან განსხვავებით, ერთეტაპიანი იმპლანტაცია სრულდება დიდი განაკვეთისა და ნაკერების დადების გარეშე.

როგორია კბილების ერთეტაპიანი იმპლანტაციის თავისებურებები?

კბილთა მწკრივის მთლიანობის აღდგენის თანამედროვე მეთოდები გამოირჩვეიან უსაფრთხოებითა და აბსოლუტური უმტკივნეულობით. ერთეტაპიანი იმპლანტაცია გამონაკლისი არ არის. ოპერაციის დროს პაციენტი ვერ გრძნობს ვერანაირ დისკომფორტს. გარდა ამისა, ამ ტექნოლოგიის თავისებურებებს შორის აღსანიშნავია:

– იმპლანტაციის საშუალებით ნარჩუნდება ღრძილის ანატომიური კონტური, ამგვარად, თქვენი ღიმილი ბუნებრივი იქნება.

– იმპლანტის დასამაგრებლად საჭიროა მინიმალური ქირურგიული ჩარევა, რის შედეგადაც რეაბილიტაციის ვადები 2-ჯერ მცირდება.

– პროცედურა არ იწვევს არანაირ დისკომფორტს: აღნიშნული მეთოდი რეკომენდებულია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც პანიკურად ეშინიათ ქირურგიული პროცედურების.

– ერთმომენტიანი იმპლანტაციის ტექნოლოგიით გადაიჭრება მრავალი პრობლემა, მათ შორის რთული კლინიკური შემთხვევები.

– იმპლანტის ერთმომენტიანი დატვირთვა ამცირებს ექიმის მიერ ჩატარებული მანიპულაციების რაოდენობას და ეკონომიას უკეთებს პაციენტის დროსა და ფინანსებს.

– აღსანიშნავია იმპლანტაციის ესთეტიკური უპირატესობა. დროებითი გვირგვინიც კი, თავისი ფუნქციური და სტრუქტურული მახასიათებლებით, არ განსხვავდება ბუნებრივი კბილებისგან.

როგორ ხდება იმპლანტატის დამაგრება?

ერთმომენტიანი იმპლანტაცია გულისხმობს იმპლანტის ჩაზრდას ისე, რომ მისი თავი ღრძილის კიდის ზემოთ ჩანდეს. ეს განასხვავებს ერთეტაპიან მეთოდს კლასიკურისგან. ანუ იმპლანტი ჩასმისთანავე მონაწილეობას ღებულობს ღეჭვით ფუნქციაში ანუ მაშინვე აღდგება კბილთა მწკრივის ფუნქციონირება. მთელი ოპერაცია გრძელდება მაქსიმუმ 1სთ, ტარდება ამბულატორიულად ადგილობრივი გაუტკივარების ქვეშ.

როდის არის საჭირო ერთეტაპიანი იმპლანტაცია?

მისი ჩვენებებია ტრავმის ნებისმიერი შემთხვევა. იმპლანტებმა შეიძლება შეცვალონ ერთი ან რამდენიმე კბილი. წინასწარი დიაგნოსტიკის დროს ექიმი აფასებს პაციენტის ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას და თუ რისკის სერიოზული ფაქტორები არ გამოვლინდა, ნიშნავს ოპერაციის დღეს. იმპლანტის ჩადგმის დროს ტარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ქსოვილების შიგნით ჩაბრუნება და არ წარმოიქმნეს ჯიბე. ერთეტაპიანი იმპლანტაციის დროს ძალიან მნიშვნელოვანია გვირგვინზე დატვირთვის სწორად გათვლა. სწორედ ამიტომ ოპერაციის გეგმა წინასწარ დგება. პროცესში მონაწილეობს ქირურგი-იმპლანტოლოგი და ორთოპედი. 1 კვირის შემდეგ ექიმი ხსნის ნაკერებს და ათვალიერებს ჭრილობას. შეხორცების პროცესის გასაკონტროლებლად აუცილებელია სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტები 1 თვის განმავლობაში.

როგორია კბილების წარმატებული იმპლანტაციის გარანტიები?

პირველ კონსულტაციაზე ექიმი გიამბობთ ყველა შესაძლო რისკის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, გარკვეული ნიუანსები ფიქსირდება ხელშეკრულებაში. წარმატების მთავარი გარანტია ექიმის პროფესიონალიზმია. თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები ყველა პირობას ქმნიან, რომ მკურნალობა მაქსიმალურად კომფორტულად ჩატარდეს. მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა, რომელიც გულისხმობს უახლესი დიაგნოსტიკური ტექნოლოგიების და მაღალხარისხიანი აღჭურვილობის გამოყენებას, უზრუნველყოფს უმაღლეს მომსახურებას. ჰიპოალერგიული მასალების გამოყენება გართულებების რისკს ნულამდე ამცირებს. თანამედროვე სტომატოლოგია სულ ახალ შესაძლებლობებს ეძებს ბუნებრივი სილამაზის აღდგენის და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნების სფეროში. კვალიფიციური სპეციალისტები მზად არიან ნებისმიერი სახის კონსულტაციისთვის.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.