კბილების დენტალური იმპლანტაცია

სხვადასხვა მიზეზთა გამო დაკარგული კბილების აღდგენის იდეა კაცობრიობის ცივილიზაციის გარიჟრაჟზე ჩაისახა. ათასწლეულების მანძილზე მსგავსი ოპერაციების ჩატარების ყველა მცდელობა წარუმატებლად სრულდებოდა. სიტუაცია შეიცვალა მხოლოდ გასული საუკუნის შუაში.

თუმცა, იმ დროსაც კბილების იმპლანტაციას თან ახლდა მრავალი პრობლემა. დენტალური იმპლანტატები, ძირითადად, მზადდებოდა ოქროსგან ან სხვა ლითონების შენადნობებისგან. ყველა ეს მასალა ვერ უზრუნველყოფდა იმპლანტატის ნორმალურ ინტეგრაციას ადამიანის პირის ღრუს ცოცხალ ქსოვილებში. უცხო სხეულის ირგვლივ წარმოქმნილი ჩირქი მალე აცილებდა მას და იწვევდა ტკივილსა და უსიამოვნო სუნს პირიდან. მოგვიანებით, ექიმების განკარგულებაში გამოჩნდა სპეციალური მასალები, რომლებმაც ბიძგი მისცეს სტომატოლოგიის ამ მიმართულების შემდგომ განვითარებას.

ამჟამად, როდესაც იმპლანტაციის პირველი ოპერაციის ჩატარებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, შეიძლება დავადასტუროთ, რომ სტომატოლოგიამ სრულყოფილებას მიაღწია. ძველმა მოსაზრებამ იმის შესახებ, რომ დაკარგული კბილების აღდგენა შეუძლებელია, თავისი აქტუალობა დაკარგა.

დენტალური იმპლანტაციის უპირატესობები

დენტალური იმპლანტაცია, რომელიც პროთეზირების შემცვლელად მოიაზრება, ახალი სიტყვაა სტომატოლოგიის განვითარებაში. დენტალური იმპლანტაციის უპირატესობებია:

– კბილების იმპლანტაციით სწორდება კბილთა მწკრივის ყველაზე რთული დეფექტები;

– აუცილებელი არ არის მეზობელი კბილების მოქლიბვა;

– თუ რაიმე მიზეზის გამო არც ერთი კბილი არ არის, იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი პროთეზის გამოყენება, მოსახსნელის, მოუხსნელის და პირობითად მოსახსნელის;

– კბილების იმპლანტაცია ხელს უშლის ძვლის გაწოვას;

– შეზღუდული არ არის საკვების მიღება;

– კბილების იმპლანტაციას მშვენიერი ესთეტიკური თვისებები აქვს – პრაქტიკულად შეუძლებელია იმპლანტირებული კბილის განსხვავება ნამდვილისგან.

იმპლანტაციის ჩატარების წინ სპეციალისტები ადგენენ ყველა ჩვენებასა და უკუჩვენებას, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ქირურგიული ჩარევის დროს. კბილების იმპლანტაციის ჩატარების ჩვენებებია კბილთა მწკრივის სხვადასხვა დეფექტები, მათ შორის კბილების სრული ადენტიაც (ყველა კბილის დაკარგვა).

არსებობს სტომატოლოგიური იმპლანტაციის უკუჩვენებებიც, მაგალითად, გულის არაკომპენსირებული უკმარისობა, ადამიანის იმუნური სისტემის სერიოზული პათოლოგიები, აივ-ინფექცია, ტუბერკულოზი და სხვ.

ზოგჯერ, ოპერაციის დაწყებამდე სპეციალისტები იძულებულნი არიან ჩაატარონ სპეციალური მოსამზადებელი ღონისძიებები: პირის ღრუს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობა, თანკბილვის გასწორება და ა.შ.

დენტალური იმპლანტატი არის სრულიად უსაფრთხო და ადამიანის ორგანიზმთან შეთავსებადი მასალისგან დამზადებული ტიტანის ჭანჭიკი. იმპლანტატების საშუალებით შასაძლებელია დაკარგული კბილების სრული აღდგენა და ადამიანს უზრუნველყოფილი აქვს ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი.

თანამედროვე მეცნიერება ადგილზე არ დგას. ახალი ტექნოლოგიების და მოწინავე მეთოდების დანერგვამ წინსვლა გამოიწვია მედიცინის ყველა სფეროში, მათ შორის სტომატოლოგიაშიც. ამჟამად, სტომატოლოგებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს კბილების იმპლანტაციაში. მსგავსი ოპერაციების ჩატარების უკუჩვენებები უკვე პრაქტიკულად არ არის. დანერგილია და აქტიურად ვითარდება მინი-იმპლანტების ტექნოლოგია, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეამსუბუქეს მთლიანი მოსახსნელი პროთეზების მქონე პაციენტთა მდგომარეობა. მოსახსნელი პროთეზები მრავალ უხერხულობას უქმნიან ადამიანებს. ძნელად მისაღწევია მათი საიმედო ფიქსაცია. გარდა ამისა, პროთეზებს რეგულარულად ესაჭიროება მოქლიბვა, რადგან ისინი ხშირად ზადმეტ ზეწოლას ახდენენ ღრძილზე  და მტანჯველ ტკივილებს იწვევენ ჭამის დროს. მინი-იმპლანტები ყველა ამ პრობლემის გადაჭრის იდეალური ვარიანტია. მინი-იმპლანტაციის უკუჩვენებები პრაქტიკულად არ არსებობს. მათი გამოყენება შეიძლება მძიმე სომატური დაავადებების მქონე ხანდაზმული პაციენტების დასახმარებლადაც. სპეციალისტები მინი-იმპლანტებს უმოკლეს ვადებში ამზადებენ.

თუ თქვენ გსურთ ნამდვილი კვალიფიციური სტომატოლოგიური დახმარების მიღება, საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება მიმართოთ მსხვილ სტომატოლოგიურ ცენტრს. კვალიფიციური ექიმები ჩაგიტარებენ პირის ღრუს დეტალურ ანალიზს, დაადგენენ დიაგნოზს და დროულად გამოავლენენ იმპლანტაციის ჩატარების ნებისმიერ უკუჩვენებას. წარუმატებელი ოპერაციის ალბათობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.