კბილის იმპლანტატების ვარგისიანობის ვადები

კბილის იმპლანტატების ვარგისიანობის ვადები

მრავალ ადამიანს, ვისაც უკვე აქვს ან აპირებს გაიკეთოს კბილის იმპლანტატი, აინტერესებს ლოგიკური საკითხები: რამდენ ხანს გაძლებს იმპლანტი და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული მისი ვარგისიანობა, რატომ ძლებს ზოგიერთში იმპლანტი მხოლოდ რამდენიმე წელი და ზოგს კი ათწლეულები აქვს? შევეცდებით სრულყოფილი პასუხები გაგცეთ.

სამუდამო ვადა?

ტიტანისგან დამზადებული იმპლანტი თითქოს საიმედო და ხანგრძლივი უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. იმპლანტს თავისი სუსტი წერტილები აქვს, რომელთა შესახებაც ყველამ არ იცის. ვარგისიანობის ვადა პროთეზირებიდან 5-10 წელია. ეს კარგ შედეგად ითვლება. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც იმპლანტი 15-20 წელიც ძლებს, ზოგჯერ კი – 3-5 წელი. ყველაფერი ინდივიდუალურია. ვერც ერთი სტომატოლოგი ვერ მოგცემთ 100%-იან გარანტიას, რამდენი წელი გაძლებს იმპლანტი.

ამჟამად, სამწუხაროდ არ არსებობს ობიექტური მეთოდები, რომელთა საშუალებითაც გავთვლიდით იმპლანტის ვარგისიანობის რეალურ ვადებს კონკრეტულ პაციენტში. ნებისმიერი პროგნოზი მიახლოებითია. მაგრამ, არსებობს ფაქტორები, რომელთა გავლენაც იმპლანტის ვარგისიანობაზე დადასტურებულია. თუ მათ გავითვალისწინებთ და ფრთხილად მოვეპყრობით იმპლანტებს, ისინი მართლაც რამდენიმე ათწლეულს მოგვემსახურებიან.

რა მოქმედებს იმპლანტის ვარგისიანობის ვადაზე?

იმპლანტის ვარგისიანობის ვადა, ანუ დრო, როდესაც მას შეუძლია ფუნქციების შესრულება და სტომატოლოგისა და პაციენტის იმედების გამართლება, დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე: იმპლანტის მექანიკურ თვისებებზე, სწორად დაყენებაზე, პირის ღრუს ჰიგიენაზე, იმაზე, თუ როგორ მიეხორცა იმპლანტი ძვალს.

იმპლანტის მექანიკური თვისებები

მათ მიეკუთვნება ტიტანის სიმტკიცე და ხარისხი, ცალკეული კომპონენტების სიმტკიცე და საიმედოობა, იმპლანტის მიკროსტრუქტურა. უნდა გახსოვდეთ, რომ გვირგვინი, რომელიც იმპლანტზე ჯდება, ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმპლანტის ვარგისიანობის ვადაში და მასაც აქვს თავისი ვარგისიანობის ვადა. ლითონ-კერამიკული გვირგვინები დაახლოებით 10-12 წელი ძლებს, კერამიკული – დაახლოებით 5-7 წელი. მაგრამ, ძველი გვირგვინის ახლით შეცვლა საკმაოდ მარტივია.

იმპლანტის სწორი დამაგრება

იმპლანტაციის ოპერაცია უნდა ჩატარდეს სრული სტერილურობის პირობებში. ჭრილობაში არ უნდა მოხვდეს მიკრობები. ექიმის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის კვალიფიკაციას და სტაჟს.

პირის ღრუს ჰიგიენა

მართალია იმპლანტი კბილს არ ჰგავს ფორმით, მაგრამ ორივეს ყურადღებით მოვლა ესაჭიროება.

იმპლანტის გაწმენდა უფრო იშვიათად არის საჭირო, ვიდრე კბილის. პროფესიული წმენდის ჩატარება სტომატოლოგთან აუცილებელია 6 თვეში 1-ჯერ. ნადებმა, რომელიც რჩება კბილებსა და გვირგვინებზე, შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების ანთება და იმპლანტატის გამოძევება. ამიტომ, ექიმს უნდა ჰქონდეს პაციენტის პირის ღრუს მდგომარეობაზე დაკვირვების შესაძლებლობა.

იმპლანტის გამოძევება

ამჟამად, ტიტანი ყველაზე უსაფრთხო მასალაა, რომელიც გამოიყენება სტომატოლოგიასა და ტრავმატოლოგიაში. ტიტანი ბიოშეთავსებადია, კარგად მიიღება ორგანიზმის ქსოვილების მიერ და თანდათან შეეზრდება მათ, მაგრამ ისიც არ არის იდეალური. არსებობს გამოძევების შემთხვევები.

სტატისტიკა ასეთია: იმპლანტის გამოძევება ხდება რთული შემთხვევების 20%-ში.

რატომ ხდება ეს? ამის რამდენიმე ფაქტორი არსებობს: პაციენტის იმუნიტეტის მდგომარეობა, მისი მედეგობა სტრესების მიმართ, ძვლის ხარისხი, სტერილურობა ოპერაციის დროს.

თუ გამოძევება მოხდა, ექიმი იძულებულია მოაცილოს იმპლანტი, მოგვიანებით კი მის ადგილზე ახალი დაამაგროს. კლინიკური დაკვირვებები გვიჩვენებენ, რომ ელემენტარული წესებისა და სტომატოლოგის რეკომენდაციების დაცვის დროს, ხარისხიანმა იმპლანტმა შეიძლება 20 წელი გაძლოს.

ყველაფრის მიუხედავად, იმპლანტაცია დაკარგული კბილების აღდგენის ყველაზე საიმედო საშუალებაა ამჟამად.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

;m�q3ii�@wily: Sylfaen;color:black’>მიმართავდენენ იმპლანტაციას, მაგრამ თითქმის ყოველთვის უშედეგოდ. მაშინ სტომატოლოგები იშვიათად იყენებდნენ ანტისეპტიკურ საშუალებებს, ჭრილობა ხშირად ინფიცირდებოდა, რაც ამძიმებდა პაციენტის მდგომარეობას. ამის მიუხედავად, მეცნიერები და ექიმები არ ნებდებოდნენ და ეძებდნენ ბიოშეთავსებად მასალას. უკვე 1809 წელს სტომატოლოგიაში დაიწყეს ოქროს გამოყენება. 1888 წელს შეიმუშავეს ბიოშეთავსებადობის პრინციპი. 1891 წელს .. ზნამენსკიმ თავის მოხსნებაში „ხელოვნური კბილების იმპლანტაცია” პირველად აღნიშნა, რომ იმპლანტატის დასამაგრებლად საუკეთესო ადგილია აღდგენილი ძვალი და არა კბილბუდე. ამავდროულად, პროთეზი არ უნდა მოქმედებდეს ძვალში მიმდინარე ფიზიოლოგიურ პროცესებზე. ამ მომენტიდან სტომატოლოგებმა დაიწყეს სხვადასხვა მასალის აქტიური გამოყენება და შეისწავლიდნენ მათ თვისებებს. შედეგად, მოიძებნა მსუბუქი და კოროზიის გამძლე მასალა – ტიტანი. მხოლოდ 1952 წელს შვედმა ბრონემარკმა საბოლოოდ ჩამოაყალიბა დენტალური იმპლანტაციის პრინციპები: სტერილურობა, სუფთა ზედაპირი, ატრავმულობა, სარეცელისა და კონსტრუქციის გეომეტრიული თანაფარდობა, რაც იწვევს ლითონის ზედაპირის ძვალთან მჭიდროდ შეზრდას. 1960-იან წლებში იწყება ექსპერიმენტების ეპოქა: შემუშავდა იმპლანტატების სხვადასხვა კონსტრუქციები და მოდელები. 1970 წელს .რობერტსმა შემოგვთავაზა კოსტრუქციის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც ატროფირებულ ქვედა ყბას შეესაბამებოდა. 1980-იან წლებში შემოთავაზებულ იქნა ბევრი კონსტრუქცია, რომელთა უმრავლესობაც ჯერ კიდევ 1965 წელს შემოთავაზებული Branemark-ის სისტემის იმპლანტატების მოდიფიკაციებს წარმოადგენდა. 1990-იან წლებში ექსპერიმენტული გამოკვლევების საფუძველზე დამტკიცდა ოსტეოინტეგრაციის შესაძლებლობა ერთეტაპიანი ხრახნიანი იმპლანტატების გამოყენებისას.

 

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..