პროთეზირების სახეები: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზირება

პროთეზირების სახეები: მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზირება

კბილების პროთეზირება ორთოპედიის ნაწილია, რომელიც აღადგენს დაკარგულ კბილებს. პროთეზირება ეხება როგორც ადამიანის ესთეტიკურ მხარეს, ასევე მისი კბილებისა და ორგანიზმის ჯანმრთელობას მთლიანობაში. ამჟამად, არსებობს პროთეზირების რამდენიმე მეთოდი. ნებისმიერი მათგანი წარმატებით აღადგენს ნაწილობრივ ან სრულად დაკარგული კბილების ფუნქციებს.

პროთეზირების მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია პირის ღრუს (კბილებისა და ლორწოვანი გარსის) მდგომარეობაზე. მას ექიმი-ორთოპედი აფასებს პირის ღრუს დათვალიერების დროს.

გამოყოფენ პროთეზირების შემდეგ სახეებს: მოსახსნელ და მოუხსნელპროთეზირებას.

დასახელებიდან გამომდინარე, მოსახსნელი პროთეზის მოხსნა პაციენტს დამოუკიდებლად შეუძლია.

მოსახსნელი პროთეზები გამოიყენება მაშინ, როდესაც პაციენტს დაკარგული აქვს კბილების უმრავლესობა ან ისინი საერთოდ აღარ ქვს. მოსახსნელ კონსტრუქციებს ამზადებენ ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ მეზობელ კბილებს შორის მანძილი ძალიან დიდია ხიდის დასაყენებლად.

მოსახსნელ პროთეზებს მიეკუთვნება ნაწილობრივი ან სრული ფირფიტები. ისინი მზადდება აკრილის პლასტმასისგან ან ნეილონისგან. მაგრდება მიწოვის ეფექტით. მთელი დატვირთვა ღრძილზე მოდის.

მოსახსნელი პროთეზები ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია პაციენტებში (განსაკუთრებით უფროსი ასაკის). ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენ ხშირად არ ვაკვირდებით კბილების მდგომარეობას და ექიმთან მივდივართ, როდესაც გადასარჩენი აღარაფერია. ფირფიტოვან პროთეზებს შეუძლია ყველა დაკარგული კბილის ან მათი ნაწილის შეცვლა. ამავდროულად, ისინი ყველაზე იაფია პროთეზირების მეთოდებს შორის, პრაქტიკულად არ აქვთ უკუჩვენება და ძალზედ იშვიათად იწვევენ ალერგიას.

მოუხსნელი პროთეზები მაგრდება სპეციალური სტომატოლოგიური ცემენტით ერთხელ და მრავალი წლის მანძილზე. მოუხსნელი პროთეზირება გამოიყენება, როდესაც ყბა-კბილოვანი სისტემა ჯერ კიდევ საკმაოდ მყარია. მისი დადებითი მხარეა მაქსიმალური კომფორტი გამოყენების დროს და საიმედოობა.

მოუხსნელ პროთეზებს მიეკუთვნებაგვირგვინებივინირებიჩანართებიდა ხიდები.

გვირგვინი გამოიყენება ძალიან დაშლილი კბილების დასაფარად. ის ლითონ-კერამიკის ან ლითონის ერთგვარი ჩაჩია, რომელიც მაგრდება წინასწარ დაქლიბულ კბილზე. გვირგვინი ფიქსირდება სპეციალური ცემენტით. ამგვარად, მთლიანად იფარება კბილის გარეთა ნაწილი.

გვირგვინის დადებითი მხარეა ის, რომ იგი იცავს კარიესისგან და მისი გართულებებისგან ძალიან დაზიანებულ კბილს.

ვინირები ედება და ფარავს კბილების წინა ზედაპირს. ვინირის სისქე 0,5-0,7 მმ-ია. ვინირები, ძირითადად, გამოიყენება ესთეტიკის გასაუმჯობესებლად, კბილების ჩამოტეხვის, მოცვეთისა და არასწორი მდებარეობის დროს.

ვინირების დადებითი მხარეა ის, რომ მათი დამაგრებისას კბილი ნაკებად იქლიბება, ვიდრე გვირგვინის გამოყენების დროს. ვინირები შეიქმნა, როგორც გვირგვინების ალტერნატივა.

ჩანართები  არსებითად ბჟენებია, მაგრამ უფრო ეფექტური. ისინი უფრო მტკიცეა და მზადდება ინდივიდუალური ანაბეჭდით. ჩანართები გამოიყენება კარიესით დაზიანებული საღეჭი კბილების აღსადგენად.

ჩანართების დადებითი მხარეა ის, რომ მათი გამოყენება შეიძლება კბილის მნიშვნელოვანი დაშლის დროს, როდესაც ხარისხიანი ბჟენის გაკეთება უკვე შეუძლებელია.

ხიდისებრი პროთეზები გამოიყენება, როდესაც კბილთა მწკრივში დაკარგულია ერთმანეთის გვერდით მდებარე ერთი ან რამდენიმე კბილი. ხიდი მაგრდება კბილებზე, რომლებიც მდებარეობენ დაკარგული კბილებისგან სხვადასხვა მხარეს. ეს უკანასკნელნი კი ჩანაცვლდებიან ხელოვნური კბილებით.

პროთეზირების მეთოდის არჩევა

ამისათვის აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. ის შეაფასებს კბილების მდგომარეობას, აგიხსნით რომელი მეთოდი იქნება უმჯობესი თქვენთვის. მრავალ კლინიკაში ხდება სხვადასხვა კონსტრუქციის პროთეზების დემონსტრირება, რათა პაციენტს გაუადვილდეს არჩევანი. მნიშვნელოვანია იმ პროთეზის არჩევა, რომელიც არ გამოიწვევს დისკომფორტს, არ დააზიანებს ჯანმრთელ კბილებს და მათ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნებს.

 

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.