ფარული საფრთხე: რომელი სასარგებლო პროდუქტი არის კბილებისთვის მავნებელი

ფარული საფრთხე: რომელი სასარგებლო პროდუქტი არის კბილებისთვის მავნებელი

ცხოვრების ჯანსაღი წესი თანამედროვე ადამიანის ჰობია. იყო ჯანმრთელი და მოვლილი ამჟამად არა მარტო აუცილებელი, არამედ მოდურიც არის. სპორტი, სწორად კვება, გამაჯანსაღებელი პროცედურები – ამ გატაცების მთავარი შემადგენელია. საკვები თავის კვალს ტოვებს კანზე, ფიგურაზე. თუმცა, მრავალი პროდუქტი, რომელიც სასარგებლოდ ითვლება, კბილებისთვის ფარულ საფრთხეს შეიცავს.

ყველასათვის ცნობილია, რომ კბილის მინანქრის ერთ-ერთი მთავარი მტერიალიმონმჟავა. ეს ნივთიერება არბილებს და ასუსტებს მინანქარს, რაც მის დაშლას იწვევს. ლიმონმჟავას შეიცავს თითქმის ყველა კენკროვანი, მათ შორის ყველასათვის საყვარელი მარწყვი. მაგრამ, ყველაზე დიდი რაოდენობით ამ ნივთიერებას შეიცავს მოცხარი (ძალიან სასარგებლოა თირკმლებისთვის), ბროწეული (სასარგებლოა ანემიის დროს), ანანასი (ე.წ. ცხიმის დამწველი) და ციტრუსები. ორი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი დიდ ზიანს აყენებს თქვენს კბილებს. მსგავსი პროდუქტების მიერ მიყენებული უარყოფითი გავლენის შემცირება შესაძლებელია, თუ ხილის კოქტეილებს გავაზავებთ წყლით და დავლევთ საწრუპით. ლიმონმჟავას მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების გამოყენების შემდეგ არ შეიძლება დაუყოვნებლივ კბილების გაწმენდა. ასე ადვილად მივაყენებთ კიდევ უფრო მეტ ზიანს უკვე დარბილებულ კბილის მინანქარს. ეს ჰიგიენური პროცედურა  30 წუთით უნდა გადადოთ. თუ დრო არ ითმენს, შეიძლება ჩვეულებრივი წყლის გამოვლება პირის ღრუში.

შავი ჩაი და ყავა არა მარტო „ღებავს” კბილის მინანქარს უსიამოვნო ყვითელ ფერად, არამედ ხელს უწყობს სიმშრალის განვითარებას პირის ღრუში, რაც თავის მხრივ, იწვევს მიკრობების გამრავლებას. ამ სასმელების ალტერნატივის სახით შეიძლება მწვანე ჩაის გამოყენება. ეს ცნობილი ანტიოქსიდანტი ფერს არ უცვლის მინანქარს და ფტორის ძვირფასი წყაროა, ასევე თრგუნავს ბაქტერიების გამრავლებას პირის ღრუში. თუ ყავასა და შავ ჩაიზე უარს ვერ ამბობთ, დალიეთ ისინი უშაქროდ, იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებიც აძლიერებენ ნერწყვის გამოყოფას. სწორედ ნერწყვი არის მიკრობების მთავარი მტერი და კარიესისგან დამცველი. ბალახეულის ჩაი, რომელიც ძალიან უყვართ ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს, ასევე საფრთხეს შეიცავს. მრავალ მათგანს საკმაოდ დაბალი pH აქვს (მჟავე რეაქცია) და იწვევენ კბილის მინანქრის დაშლას. ამ დასკვნამდე მივიდნენ ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერები. მათ გამოიკვლიეს ბალახებზე დამზადებული რამდენიმე სასმელი და აღმოაჩინეს, რომ ასეთი ჩაის ზოგიერთი სახეობა ფორთოხლის წვენთან შედარებით 3-ჯერ მეტად აზიანებს კბილის მინანქარს.

ჩირი საყვარელი დესერტია ყველასთვის, ვინც მარხვას იცავს. გარგარი, ლეღვი, ფინიკი, შავი ქლიავი ტკბილი და ძალიან სასარგებლო პროდუქტებია საჭმლის მონელებისთვის. სამწუხაროდ, ბუნების ამ საჩუქრებში შაქარი უფრო მეტია, ვიდრე სტომატოლოგების მიერ ათვალწუნებულ შოკოლადში. საინტერესოა, რომ ქიშმიში არ შედის ამ საშიშ ჯგუფში. სულ ცოტა ხნის წინ, ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ქიშმიში არ იწვევს კბილის ნადების მჟავიანობის მომატებას საშიშ დონემდე და კბილებიდან მინერალების დაკარგვას. გარდა ამისა, ქიშმიში არ შეიცავს საქაროზას – პირიქით, შეიცავს რამდენიმე ნაერთს, რომლებიც ხელს უშლიან ღრძილების დაავადებების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას პირის ღრუში.

პომიდორი ძლიერი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორგანიზმს სიმსივნური დაავადებებისგან, მათ შორის მკერდისა და პროსტატის კიბოსგან. მიუხედავად ამისა, პომიდორისა და ტომატის სოუსების ჭარბი მოხმარება იწვევს მარილების ჩალაგებას, კენჭების წარმოქმნას თირკმლებში, ასევე ხელს უწყობს კბილის მინანქრის დაშლას.

„მავნე” პროდუქტების სიაშია ბანანიყურძენიკარტოფილიბარდა და ვაშლისტკბილი ჯიშები. ისინი შეიცავენ ნახშირწყლების იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისია პირში ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად. გარდა ამისა, თუ დავუჯერებთ მეცნიერებს, ხილი ყოველწლიურად სულ უფრო ტკბილი ხდება. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვაშლი შეიცავდა მხოლოდ 10-11% შაქარს. ამჟამად, ეს მაჩვენებელი 15%-მდე გაიზარდა. ამავდროულად, რაც უფრო სამხრეთით მდებარეობს პროდუქტი, მით უფრო მეტია მასში საშიში ნახშირწყლები.

რა თქმა უნდა, ბოლომდე უარი არ უნდა ვთქვათ კბილებისთვის „საშიშ” პროდუქტებზე, რადგან ისინი შეიცავენ ორგანიზმისთვის აუცილებელ მრავალ ვიტამინსა და მინერალს. საკმარისია უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და მინანქრის გამაგრება. ბანანის შეძენისას გაიხსენეთ, რომ ის ბუნებრივი ანტიდეპრესანტია და შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების კომპლექსს. ცივ ამინდში კი უარს ნუ იტყვით ერთ ჭიქა ცხელ ჩაიზე.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.