კბილის ტკივილის წამალი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

კბილის ტკივილის წამალი: დადებითი და უარყოფითი მხარეები

რა შეიძლება იყოს იმაზე უარესი, ვიდრე გამუდმებული, მღრღნელი კბილის ტკივილი? კბილის ტკივილმა შეიძლება მოულოდნელად გააფუჭოს ყველაზე კარგი დღეც და განწყობაც. რას აკეთებს უმეტესობა ჩვენთაგანი ამ სიტუაციაში? იღებს ტკივილგამაყუჩებელ პრეპარატს და ელოდება შვებას. თანამედროვე ფარმაცევტული პრეპარატების წყალობით, მრავალი ადამიანი საკმაოდ დიდ შეცდომას ჩადის: დროებით ივიწყებს ტკივილს და უბრუნდება ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს. თუმცა, ძალიან ხშირად ტკივილი კვლავ გვახსენებს თავს…

ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ სამკურნალო პრეპარატების (რომლებიც სწრაფად ხსნიან კბილის ტკივილს) გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებს. ჩვენი მიზანია გაგაცნოთ ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ამ წამლების შესახებ, ხოლო როგორ მოიქცეთ კბილის ტკივილის დროს, თქვენი გადასაწყვეტია.

ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღების დადებითი მხარეა ფაქტიური შედეგი: ტკივილის საკმაოდ სწრაფი მოხსნა. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ უმტკივნეულო შეგრძნებებს დროის გარკვეულ მონაკვეთში, შესაძლოა დარჩნენ აფთიაქების და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მწარმოებლების მუდმივი კლიენტები. ყველა დანარჩენისთვის (ანუ იმათთვის, ვინც ფიქრობს ხვალინდელ დღეზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე) ჩამოვთვლით ცნობილი ტკივილგამაყუჩებლების რამდენიმე მნიშვნელოვან ნაკლს.

მთავარი ნაკლია ამ პრეპარატების გავლენა ორგანიზმზე. მაგ., მთელს მსოფლიოში ცნობილი ანალგინი უკვე 30 წელზე მეტია აკრძალულია აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ნიდერლანდებში. კიდევ 34 ქვეყანა იძულებული იყო შეემცირებინა მისი მოხმარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნით. ჩვენს ქვეყანაში კი კვლავ აქტიურად გამოიყენება, მისი მრავალრიცხოვანი გვერდითი ეფექტების მიუხედავად.

ასპირინი, რომელიც საფუძვლად უდევს ციტრამონს, ასფენს, აცელიზინს, ასკოფენს, ასევე ცნობილი საშუალებაა კბილის ტკივილის სამკურნალოდ. მაგრამ, მისი მიღებისას არ დაგავიწყდეთ, რომ ის ცუდად მოქმედებს ღვიძლისა და ტვინის მდგომარეობაზე და შეიძლება გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა. ბალტიმორში, მერილენდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ ასპირინის დაღეჭვისას კბილები, რომლებსაც ის შეეხო, თანდათან იშლება.

პოპულარობით სარგებლობს პანადოლი და მრავალი სხვა პრეპარატი, რომელთა ძირითადი მოქმედი ნივთიერება არის პარაცეტამოლი. ჩვენს ქვეყანაში მრავალი ადამიანი იყენებს პარაცეტამოლს დიდი დოზებით, ამავე მიზეზით კი ყოველწლიურად დიდი ბრიტანეთის 30 ათას მოსახლეს უვითარდება ღვიძლის ქრონიკული დაავადებები. პარაცეტამოლის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი მკვეთრად იზრდება, როდესაც მას იღებენ დიდი დოზებით (როგორც ეს ხშირად ხდება კბილის ტკივილის დროს).

კეტანოვის მსგავსი პრეპარატების გამოყენება შეიძლება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, რადგან მათ აქვთ ძალიან ძლიერი მოქმედება და სერიოზული გვერდითი ეფექტები.

შეიძლება მიჰყვეთ რჩევას რეკლამიდან და შეიძინოთ საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატები, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებანუროფენი. მაგრამ, ნუ დახარჯავთ ზედმეტს, რადგან ნუროფენს საფუძვლად უდევს იბუპროფენი, რომელიც შედის მრავალი გაცილებით უფრო იაფი პრეპარატის შემადგენლობაში. საიდუმლო არ არის, რომ უმრავლეს შემთხვევაში თქვენ იხდით რეკლამაში უფრო მეტს, ვიდრე შემადგენლობაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა: საკუთარი უსაფრთხოების მიზნით ნუ შეიძენთ ბოლო 5 წელში შექმნილ პრეპარატებს, რადგან არა ერთი შემთხვევა იყო, რომ წამლებისგან მიყენებული ზიანი გამოვლინდა კლინიკური კვლევებიდან მრავალი წლის შემდეგ.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ამდენი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არსებობს, მაგრამ მათი უმრავლესობა ესოდენ მავნებელია? ჩვენი რჩევაა, არ იჩქაროთ პირველივე შემხვედრი პრეპარატის ყიდვა კბილის ტკივილის მოსახსნელად. მხოლოდ ექიმი მოგიხსნით კბილის ტკივილის მიზეზს, ხოლო ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ხსნიან მხოლოდ სიმპტომებს, მიზეზი კი რჩება, რის შედეგადაც ტკივილი კვლავ ვითარდება.

თუ კბილის ტკივილი განვითარდა მაშინ, როდესაც სტომატოლოგთან ვიზიტი ვერ ხერხდება, სცადეთ მტკივნეული კბილის გაწმენდა და დროებით არ მიიღოთ საკვები. ჩაიტარეთ პირის ღრუს დეზინფექცია მარილიანი ან სოდიანი წყლით, რომელშიც გახსნილია რამდენიმე წვეთი იოდი. შეიძლება იოდის უჯრედების გაკეთება ლოყაზე მტკივანი კბილის მხარეს. ღრძილების ანთების დროს კი სპეციალისტები გვირჩევენ ფურაცილინის ხსნარის, კალიუმის პერმანგანატის ან წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარის სავლებებს.

თქვენი კბილებისთვის საუკეთესო გამოსავალია პროფილაქტიკა. შესაბამისად, შეასრულეთ სტომატოლოგების ყველა რეკომენდაცია, მიიღეთ ნატურალური კალციუმისა და ფოსფორის შემცველი ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და იყავით ჯანმრთელნი!

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.