საინტერესო ფაქტები სტომატოლოგიაში

საინტერესო ფაქტები სტომატოლოგიაში

არც ისე დიდი ხნის წინ კბილის პროთეზები პოპულარული საქორწილო საჩუქარი იყო ბრიტანეთის კუნძულებზე, რადგან ადამიანები ელოდნენ, რომ მალე დაკარგავდნენ ყველა კბილს და აჩქარებდნენ პროცესს კბილების ამოღებით შედარებით ახალგაზრდა ასაკში.

კბილი ადამიანის ორგანიზმის ერთადერთი ნაწილია, რომელსაც თვითაღდგენა არ შეუძლია.

ნეილონის ჯაგარის მქონე კბილის ჯაგრისები პირველად გამოჩნდა 1938 წელს. თუმცა, სხვა მასალის ჯაგარის მქონე ჯაგრისები მათზე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მაგ., ჩინეთში პირველად ასეთი ჯაგრისები 1498 წელს გაჩნდა. მათი მასალა იყო ღორის ჯაგარი, ცხენის და მაჩვის თმა.

მაო ძე დუნი, მრავალი სხვა ჩინელის მსგავსად, კბილებს არ იწმენდდა. ამის მაგივრად, პირში ივლებდა ჩაის და ღეჭავდა ჩაის ფოთლებს. „რატომ უნდა გავიწმინდო? განა ვეფხვი იწმენდს კბილებს?” – ამბობდა ის.

საღეჭი კუნთების აბსოლუტური ძალა ერთ მხარეზე 195 კგ-ია, ხოლო კუნთების შეკუმშვამ ორივე მხარეზე შეიძლება მიაღწიოს 390 კგ. ასეთ ზეწოლას პაროდონტი ვერ გაუძლებს, ამიტომ ჩვეულებრივი საღეჭი წნევა 9-15 კგ-ია (მაქსიმუმ 100 კგ, თუ თხილს ამტვრევთ).

ჯანმრთელი კბილებისა და ღრძილების შენარჩუნებაში დასაინტერესებლად, ჩინეთის 12 მლნ-იან მოსახლეობაში დადგინდა ეროვნული დღესასწაული, რომლის დასახელებაც ითარგმნება „საკუთარი კბილების სიყვარულის დღე” და რომელიც ყოველი წლის 20 სექტემბერს აღინიშნება.

შაქარი საღეჭ რეზინს პირველად დაუმატა სტომატოლოგმა უილიამ სემპლმა 1869 წელს.

მსოფლიოში ცნობილი კბილის პასტის მწარმოებელი კომპანია კოლგეიტი მოულოდნელ წინააღმდეგობას წააწყდა თავისი პროდუქტის რეალიზაციის დროს ესპანურენოვან ქვეყნებში. ესპანურად „კოლგეიტი” ნიშნავს ბრძანებას „წადი და თავი ჩამოიხრჩვე”.

აშშ-ის შტატ ვერმონტის კანონით, ქალს არ აქვს კბილის პროთეზების ტარების უფლება ქმრის წერილობითი თანხმობის გარეშე.

XIX ს-ში ხელოვნური კერამიკული კბილების დამზადების ტექნოლოგიის გამოგონებამდე, კბილის პროთეზებისთვის მასალის სახით გამოიყენებოდა ომში დაღუპული ჯარისკაცების კბილები. მაგ., აშშ-ში სამოქალაქო ომის შემდეგ ინგლისელი სტომატოლოგები ასეთი ტვირთით სავსე კასრებს იღებდნენ.

ელექტროსკამი სტომატოლოგმა გამოიგონა.

თუ მარჯვენა ხელით წერთ, საკვების დიდ ნაწილს მარჯვენა მხარეს ღეჭავთ და პირიქით, თუ ცაცია ხართ, მარცხენა მხარეს.

საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XI კარზე არისტოკრატები მხოლოდ წვნიანს მიირთმევდნენ, რადგან ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ზედმეტმა საღეჭმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს სახეზე ნაოჭების ნაადრევი გაჩენა.

ძველი იაპონელი სტომატოლოგები კბილებს შიშველი ხელით იღებდნენ.

სტომატოლოგიის ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია მრავალ უცნაურობებსა და რწმენებს შეიცავს. ზოგიერთი მათგანი, ჩვენი აზრით, სასაცილოა:

კბილის ტკივილის მოსახსნელად მოხარშეთ ჭიაყელა ღვინოში და მიღებული ნაყენი გამოიყენეთ ყურის წვეთების სახით.

ღრძილის ტკივილის შესამსუბუქებლად, გაუსვით მას ძალადობრივი სიკვდილით მკვდარი ადამიანის კბილი (როგორ მოიპოვებდნენ ამ კბილს, სჯობს არ ვიფიქროთ).

კბილის ტკივილის მოხსნა შეიძლება შესაბამის მხარეზე კომპრესის გაკეთებით შემდგომი შემადგენლობით: ლეღვი, ზაფრანა, მდოგვის თესლი და ზეითუნის ზეთი.

კბილები რომ არ დაიშალოს, სავლებად გამოიყენეთ ღვინოში ძაღლის კბილების „ნახარში”.

მორყეული კბილების გასამაგრებლად ყბას მიამაგრეთ ბაყაყი.

პირველი „სტომატოლოგები” იყვნენ ეტრუსკები. ისინი ხელოვნურ კბილებს ჭრიდნენ სხვადასხვა ძუძუმწოვრის ეშვებიდან ჯერ კიდევ VII ს-ში ჩვ.წ.აღ-მდე, ასევე იცოდნენ ხიდისებრი პროთეზების დამზადება, რომლებიც საკმაოდ კარგად უძლებდა ღეჭვით დატვირთვას.

კბილის მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მტკიცე ქსოვილია.

კბილის პროთეზები შეიძლება რადიაქტიური იყოს. 1 მლნ. პროთეზიდან დაახლოებით ნახევარს აქვს კერამიკული კომპონენტი ურანის მიკროსკოპული ჩანართებით. ურანის დანამატის გარეშე პროთეზებს ექნებოდათ მწვანე ელფერი ხელოვნური განათების დროს.

ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაციის მონაცემებით, ამერიკელი მოსწავლეების ნახევარზე მეტს არ აქვს არც ერთი კარიესული ღრუ მუდმივ კბილებზე, 70-იან წლებში კი ეს მაჩვენებელი 26% იყო.

მიუხედავად იმისა, რომ კალციუმი აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილისთვის, ორგანიზმში მთელი კალციუმის 99% კბილებშია მოქცეული.

პირველი ორთოდონტიული კონსტრუქცია დაამზადა პიერ ფოშარმა 1728 წელს. ეს იყო კბილებთან ძაფით მიმაგრებული ლითონის ბრტყელი მავთული.

ჯორჯ ვაშინგტონი, რომელსაც თითქმის არ ჰქონდა საკუთარი კბილები, ძალიან დიდ  ყურადღებას აქცევდა თავისი 6 ცხენის კბილების მდგომარეობას, ყოველდღე უბრძანებდა დაეთვალიერებინათ და გაეწმინდათ ისინი.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, უკვე რამდენიმე კვლევით დამტკიცდა, რომ შოკოლადის შემადგენლობაში შემავალი კაკაოს ფხვნილი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან კარიესის წარმოქმნას.

თუ ერთკვერცხუჯრედიან ტყუპებში ერთ-ერთს არ აქვს რომელიმე კბილი, ძირითადად, იგივე კბილი არ აქვს მეორე ტყუპისცალსაც.

კბილის პასტა გამოიგონეს ეგვიპტელებმა დაახლოებით 5000 წლის წინ. ეს იყო ღვინისა და პემზის ნარევი. ადრეული რომის იმპერიის დროიდან მე-18 ს-მდე კბილის პასტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო შარდი, რადგან მასში შემავალ ამიაკს აქვს კარგი გამწმენდი თვისებები. დღემდე ამიაკი შედის მრავალი კბილის პასტის შემადგენლობაში.

დღეში პირში წარმოიქმნება დაახლოებით 1,4-1,5 ლ ნერწყვი.

აშშ-ის შტატ როდ-აილენდის ქალაქის პროვიდენსის მაღაზიებს აკრძალული აქვთ კბილის ჯაგრისების გაყიდვა შაბათს.

ყველაზე ძვირად ღირებული კბილი არის ისააკ ნიუტონის კბილი, რომელიც 1816 წელს გაიყიდა 730 ფუნტ სტერლინგად (დაახლოებით 3241$ ამჟამად), რის შემდეგაც ის ჩაამაგრეს მისი შემძენი არისტოკრატის ბეჭედში.

პირველი დიპლომირებული ქალი-სტომატოლოგი აშშ-ში გახდა ლუსი ჰობსი 1867 წელს.

სტომატოლოგიური ბორი გამოიგონა ჯონ გრინვუდმა 1790 წელს.

ამერიკელი სტომატოლოგები წელიწადში დაახლოებით 13 ტონა ოქროს იყენებენ გვირგვინების, ხიდების, ჩანართებისა და კბილის პროთეზების დასამზადებლად.

ჩინეთის ქალაქ კულანგში არსებობს გამოყენებული ჯაგრისების შეგროვების 7 ცენტრი. 1 ფუნტ (დაახლოებით 454 გ) ჯაგრისში ეს ცენტრი იხდის 35 ცენტს.

1999 წლის 19 აპრილს ფენიქსში, არიზონას შტატში ჩატარდა აქცია „ჯანმრთელი ღიმილისთვის”. კბილის ჯაგრისის ფორმაში გამოწყობილი 1365 ამერიკელი მოსწავლე ერთდროულად იწმენდდა კბილებს 3 წთ და 3 წმ განმავლობაში.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.