ქოლესტერინის დამწევი პოპულარული პრეპარატი უსარგებლოა გულის დაავადების პრევენციისათვის

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


ქოლესტერინის დამწევი პოპულარული პრეპარატი უსარგებლოა გულის დაავადების პრევენციისათვის

ქოლესტერინის დონის დამწევი პრეპარატის – ვიტორინის (Vytorin) კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს პრეპარატი უსარგებლოა გულის დაავადების პრევენციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ის ამცირებს რამდენიმე რისკ-ფაქტორს.
მილიონობით ამერიკელი უკვე ღებულობს ამ პრეპარატს, ან მის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს – ზეტიას (Zetia).
როგორც იელის უნივერსიტეტის კარდიოლოგმა, პროფ. ჰარლან კრუმჰოლცმა განაცხადა, პაციენტები უნდა დაუბრუნდნენ სტატინებს, ვინაიდან ისინი კარგ შედეგებს იძლევიან ამ მიმართულებით.
ექიმები დიდი ხანია ცდილობენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონის დაწევას სისხლში, გულის დაავადების პრევენციის მიზნით. სტატინები, Merck & Co-ის მიერ წარმოებული ზოკორის მსგავსად, წარმატებულ შედეგს იძლევა ამ მხრივ, ისევე როგორც ნიაცინი, ფიბრატები და სხვა მედიკამენტები.
ვიტორინი, რომელიც გამოვიდა 2004 წელს, აერთიანებს ზოკორს და ზეტიას (ეს უკანასკნელი აფთიაქებში 2002 წელს გამოჩნდა) და ებრძვის მაღალ ქოლესტერინს განსხვავებული მექანიზმით.
კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა 720 ადამიანი, მიზნად ისახავდა არტერიებში ათეროსკლეროზული ბალთების წარმოქმნის წინააღმდეგ ვიტორინის უფრო მეტი სარგებელის დადგენას ზოკორთან შედარებით.
აღმოჩნდა, რომ ვიტორინს არ გააჩნია არანაირი სარგებელი გულის დაავადების პრევენციაში, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმატებით ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში.
ბევრი ექიმი ნიშნავს ვიტორინს, ძველი, გაიდნალიების მიერ მოწოდებული პრეპარატის ნაცვლად. ამ კვლევის მთავარ მესიჯს წარმოადგენს შემდეგი: “არ დანიშნოთ ვიტორინი და ზეტია ქოლესტერინის დონის დასაწევად გულის დაავადების პრევენციის მიზნით”. მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ ასეთ პაცინტებში სტატინების დანიშვნას.
კვლევა წარმოდგენილი იქნა კარდიოლოგთა ამერიკული კოლეჯის კონფერენციაზე 30 მარტს ჩიკაგოში (ილინოისი) და გამოქვეყნდა “New England Journal of Medicine”-ის ახალ ნომერში.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..