არასასიამოვნო, ცუდი სუნი პირიდან

ცუდი სუნი პირიდან

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი 

გამომწვევი მიზეზები

პირიდან ცუდი სუნის მიზეზის გამოსავლენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ, წესრიგშია თუ არა კბილები და ღრძილები.
უმრავლეს შემთხვევაში სუნი უმკურნალებელი კარიესის შედეგია. ამჟამად საზოგადოებაში ძალიან გავრცელებული გინგივიტისა და პაროდონტიტის გამო ასევე შეიძლება იყოს ცუდი სუნი პირში.
როგორ მოვიქცეთ, თუ კბილები ნამკურნალებია და ღრძილები ჯანმრთელი, მაგრამ სუნი მაინც არის? გაიხსენეთ რა სახის ბჟენები გაქვთ კბილებში. ცუდი სუნი შეიძლება გამოიწვიოს ქიმიურად გამყაგრებადმა კომპოზიტებმა – ასეთი ბჟენების გამოყენების შემდეგ ექიმი აფრთხილებს პაციენტს, რომ არ შეიძლება საკვების მიღება 2 საათის განმავლობაში. ამ კომპოზიტებში, მათი ფოროვანი სტრუქტურის გამო, დროთა განმავლობაში გროვდება ბაქტერიები. აი, ცუდი სუნის მიზეზიც.
სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდად დამზადებული, მოკლე გვირგვინი, რომელიც ვერ აღწევს ღრძილამდე. ასეთ გვირგვინსა და ღრძილს შორის გამუდმებით გროვდება კბილის ნადები და საჭმლის ნარჩენები, რომელთა ლპობაც იწვევს ცუდ სუნს.

სხვა მიზეზები

არასასიამო სუნის წყარო შეიძლება იყოს არა მხოლოდ პირის ღრუ. პირიდან ცუდ სუნს იწვევს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები – გასტრიტი, კუჭის მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა, წყლულოვანი დაავადება. გარდა ამისა, ზედა სასუნთქი გზების არანამკურნალები დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ნუშურა ჯირკვლების ანთება, ფარინგიტი – ასევე შეიძლება იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზი.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს

თუ თქვენ ვარაუდობთ, რომ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორთაგან თუნდაც ერთი, მიმართეთ ექიმს: მხოლოდ სუნის გაჩენის მიზეზის მოცილებით გათავისუფლდებით მისგან.

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ცუდი სუნის მიზეზები მოცილებულია ან საერთოდ არ არის, ხოლო სუნი მაინც არის? ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ თქვენ სათანადო ყურადღებას არ აქცევთ პირის ღრუს სისუფთავეს. მაგრამ, მე ხომ დღეში ორჯერ ვიწმენდ კბილებს? –  შეიძლება აღშფოთდეთ თქვენ. კარგია, მაგრამ ეს თქვენთვის შეიძლება არ იყოს საკმარისი. აი, რამდენიმე რეკომენდაცია, რომლებიც დაგეხმარებათ პირის ღრუ გქონდეთ იდეალურ მდგომარეობაში. მათი გათვალისწინება ყველასთვის სასარგებლოა, მათთვისაც ვისაც ცუდი სუნი არ აქვს.

რეკომენდაციები

დღეში ორჯერ – დილით და საღამოს, კბილების გაწმენდის შემდეგ, კარგად ჩამორეცხეთ პასტა ჯაგრისიდან. შემდეგ ფრთხილად, მსუბუქი წრიული მოძრაობით, კბილის ჯაგრისით შეეხეთ სასას, ენას, ლოყების შიგნითა ზედაპირს. ეს თავისებური პილინგი პირის ღრუს ლორწოვან გარსს ეხმარება სწრაფად გათავისუფლდეს ეპითელიუმის მკვდარი უჯრედებისგან, რომლებიც ხელს უწყობენ ბაქტერიების გამრავლებას.სასურველია კბილები დილით ერთი ჯაგრისით გაიწმინდოთ, საღამოს კი მეორეთი. ბაქტერიები თავს კარგად გრძნობენ ტენიან ჯაგრისზე, როდესაც იგი შრება – კვდებიან. სრულიად მშრალი კი ჯაგრისი ხდება გამოყენებიდან მხოლოდ 24 საათის შემდეგ. დილით უმჯობესია რბილი ჯაგარის მქონე ჯაგრისის გამოყენება, რადგან ამ დროს კბილებზე ნადები თითქმის არ არის.
საღამოს ჯაგრისს ხისტი ან ნახევრად ხისტი ჯაგარი უნდა ჰქონდეს. შეძლებისდაგვარად, ეცადეთ კბილები გაიწმინდოთ ყოველი ჭამის შემდეგ, რადგან საკვების ნაწილაკები გროვდება კბილთაშორის სივრცეებში, სადაც მიმდინარეობს მათი ლპობა და ჩნდება ცუდი სუნი. ამ დროს კბილის პასტა გამოიყენეთ მხოლოდ დილით და საღამოს, დანარჩენ შემთხვევაში გამოიყენეთ მხოლოდ წყალში დასველებული ჯაგრისი. თუ ჯაგრისი ხელთ არ გაქვთ, შეიძლება ჭამის შემდეგ საღეჭი რეზინის დაღეჭვა, მაგრამ მაქსიმუმ 5 წუთი.
დღეში ერთხელ მაინც გამოიყენეთ კბილის ძაფი – მხოლოდ მისი საშუალებით არის შესაძლებელი კბილთაშორისი სივრცეების სათანადოდ გაწმენდა.
თუ თქვენ გაქვთ მოსახსნელი კბილის პროთეზები, აუცილებლად გარეცხეთ ისინი გამდინარე წყლით საკვების ყოველი მიღების შემდეგ, ხოლო დილით და საღამოს გაწმინდეთ სპეციალური ხსნარით, რომლის შეძენაც აფთიაქში არის შესაძლებელი.
თუ გაქვთ ფინანსური საშუალება, შეიძინეთ კბილის ცენტრი, რომელიც შედგება ელექტრული კბილის ჯაგრისისგან და ჰიდროსავლებისგან, არ ინანებთ. მათი საშუალებით კბილებს უფრო ეფექტურად გაიწმენდთ.

ელექტროჯაგრისი

ელექტროჯაგრისით კბილების გაწმენდა ისევე ხდება, როგორც ჩვეულებრივით. იმის გამო, რომ მისი ჯაგრიანი ნაწილი აკეთებს სწრაფ წრიულ მოძრაობებს, ნადებს შანსი აღარ რჩება. ჰიდროსავლების მუშა ნაწილი არის მოხრილი მილი ბოლოზე არსებული პატარა ხვრელით, რომლისგანაც საკმაოდ მაღალი წნევის ქვეშ გამოდის წყლის წვრილი ჭავლი.
ამ ჭავლით მშვენივრად იწმინდება კბილთაშორისი შუალედები, რომლებშიც ელექტროჯაგრისი ვერ აღწევს. გარდა ამისა, ჭავლი აკეთებს ღრძილების მასაჟს. კბილის ცენტრი იყიდება აფთიაქებში.

სამკურნალო კბილის პასტა

ცუდი სუნი პირიდანვიდრე ებრძვით ცუდ სუნს, უმჯობესია სამკურნალო კბილის პასტის გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედის ქლორჰექსიდინი. ეს კომპონენტი ხელს უშლის პირის ღრუში ანთებითი პროცესების განვითარებას და აქვს ანტისეპტიკური მოქმედება. სუნის გამომწვევი ბაქტერიების რაოდენობა, ასეთი პასტით კბილების გაწმენდის შემდეგ, მნიშვნელოვნად მცირდება გარკვეული დროის განმავლობაში.
კბილების გაწმენდის შემდეგ, დღეში ერთხელ შეიძლება სავლების გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც ასევე შედის ქლორჰექსიდინი. კარგი ანტისეპტიკური თვისებები აქვს გვირილას, ალთეს ნახარშებს. მათი გამოვლება პირში სასურველია დღეში რამდენჯერმე, იდეალურია – კბილების ყოველი გაწმენდის შემდეგ.

www.wh-lady.ru. აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.


ცუდი სუნი პირიდანFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🤔 უჩივით არასასიამოვნო სუნს პირიდან?
🦷 პირიდან ცუდი სუნის მიზეზის გამოსავლენად, უპირველეს ყოვლისა, უნდა შევამოწმოთ, წესრიგშია თუ არა კბილები და ღრძილები
👆 თუ ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია, უნდა ვიფიქროთ სხვა მიზეზებზეც, მაგალითად, სუნის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდად დამზადებული, მოკლე გვირგვინი, რომელიც ვერ აღწევს ღრძილამდე
🔴 ასეთ გვირგვინსა და ღრძილს შორის გამუდმებით გროვდება კბილის ნადები და საჭმლის ნარჩენები, რომელთა ლპობაც იწვევს ცუდ სუნს
🩺 პირიდან ცუდ სუნს იწვევს ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა დაავადებები:
➡️ გასტრიტი;
➡️ კუჭის მომატებული ან დაქვეითებული მჟავიანობა;
➡️ წყლულოვანი დაავადება
🫁 გარდა ამისა, ზედა სასუნთქი გზების არანამკურნალები დაავადებები, ისეთი, როგორიცაა ნუშურა ჯირკვლების ანთება, ფარინგიტი – ასევე შეიძლება იყოს პირიდან ცუდი სუნის მიზეზი
👉 გაეცანი სტატიას და მიიღე რამდენიმე რჩევა პირიდან არასასიამოვნო სუნის მოსაშორებლად – https://bit.ly/3zIqKfg
#ცუდისუნი #ცუდისუნიპირიდან #არასასიამოვნოსუნიპირიდან #ჰალიტოზი #ჰალიტოზისმიზეზები #ჰალიტოზისგამომწვევიმიზეზები #რაიწვევსჰალიტოზს #გასტრიტი #კუჭისმომატებულიმჟავიანობა #კუჭისდაქვეითებულიმჟავიანობა #ნუშურაჯირკვლებისანთება #ფარინგიტი #ინფექციაპირისღრუში #მოწევა #მშრალიპირი #პირისსიმშრალე #დიეტა #პირისღრუსარასწორიჰიგიენა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10