ძირითადი პრობლემები სიბრძნის კბილების გამო

სიბრძნის კბილები

დახასიათება

სიბრძნის კბილები რიგით მესამე მოლარებია, რომლებიც 18-25 წლის ასაკში ამიჭრება. სიბრძნის კბილებს ასე უწოდებენ იმიტომ, რომ ისინი სხვა კბილებთან შედარებით მნიშვნელოვნად გვიან ამოდიან, იმ დროს, როდესაც ადამიანი ბავშვობის ასაკიდან მოწიფულობის ასაკში გადადის.
გერმანელმა დოქტორმა ფოლმა ჩაატარა კვლევა და დაასკვნა, რომ ადამიანის ორგანიზმში ყოველი კბილი დაკავშირებულია შინაგან ორგანოებთან ან რომელიმე სისტემასთან. მისი დასკვნით, სიბრძნის კბილები დაკავშირებულია ფსიქიკასთან.
თუმცა თანამედროვე მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიბრძნის კბილები ატავიზმია. მესამე მოლარები თანამედროვე ადამიანს პრაქტიკულად აღარ ესაჭიროება. უფრო რბილი საკვების გამოყენების გამო (შედარებით ჩვენს წინაპრებთან, რომლებსაც შეეძლოთ პრაქტიკულად უმი ხორცის ჭამა) ჩვენი ყბის ზომა დაახლოებით 12 მმ-ით შემცირდა.
ამიტომ სიბრძნის კბილებისთვის ადგილი აღარ დარჩა პირის ღრუში. შედეგად, ხშირად ეს კბილები არასწორ მდებარეობას იღებენ, გადაადგილდებიან სასის, ენის და ვესტიბულური მიმართულებით.

სტატისტიკა

ზრდასრული მოსახლეობის 92%-ს ამოეჭრება ოთხივე მესამე მოლარი. აქედან 78%-ში სიბრძნის კბილები ამოიჭრება გართულებებით (შეშუპება, ძლიერი ტკივილები, მეზობელ კბილებზე ზეწოლა).
დაახლოებით 9%-ში სიბრძნის კბილები საერთოდ არ ყალიბდება. ძალიან იშვიათად ამოიჭრება 6 სიბრძნის კბილი.

სიბრძნის კბილების არასწორი მდებარეობის მიზეზები

  • სარძევე წინამორბედის არარსებობა, რომელიც ადგილს მოუმზადებდა სიბრძნის კბილს.
  • სიბრძნის კბილებს ცალი მხრიდან არ აქვთ მეზობელი კბილი, რომელიც ხელს შეუშლიდა მის გადაადგილებას დისტალური მიმართულებით.
  • ამოჭრა იწყება ისეთ პერიოდში, როდესაც ყბის ძვლოვანი ქსოვილი მთლიანად ჩამოყალიბებულია, რაც ართულებს კბილის ნორმალურ ზრდას.

ძირითადი პრობლემები, რომლებსაც იწვევს სიბრძნის კბილის არასწორი მდებარეობა

პერიკორონარიტი

პერიკორონარიტი ეწოდება სიბრძნის კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების ანთებას. ეს ყველაზე ხშირი გართულებაა, რომლის მიზეზიც არის სიბრძნის კბილის გაძნელებული ამოსვლა.
ამ დროს კბილი ბოლომდე ვერ ჭრის ღრძილს და მისი გვირგვინის ნაწილი კვლავ რჩება ღრძილით დაფარული. შესაბამისად, ყალიბდება ე.წ.ღრძილის ქუდაკი, რომელშიც ხელსაყრელი პირობები იქმნება ბაქტერიების გამრავლებისთვის და სულ მალე ის ინფექციის წყაროდ და ანთაბით კერად გარდაიქმნება.

სიმპტომები, მიმდინარეობა

  • ქსოვილების შეშუპება სიბრძნის კბილის ირგვლივ;
  • ძლიერი ტკივილი;
  • ჩირქოვანი ანთება;
  • პირიდან ცუდი სუნი.
  • სიბრძნის კბილისა და მეზობელი კბილის კარიესი

„შორეული” მდებარეობის გამო სიბრძნის კბილები ხშირად ზიანდება კარიესით. კბილის ჯაგრისით ასეთ კბილებთან მიდგომა გაძნელებულია, რის გამოც მათი სრულფასოვანი ჰიგიენური მოვლა ხშირად შეუძლებელია. კარიესით ასევე ზიანდება სიბრძნის კბილის მიმდებარე კბილებიც.

დისტოპია

სტომატოლოგიაში დისტოპია ეწოდება კბილის ატიპიურ მდებარეობას კბილთა მწკრივში. ამ დროს სიბრძნის კბილი შეიძლება  შემობრუნებული იყოს 3600-ით, იყოს გადახრილი ენის ან ლოყის მიმართულებით.
დისტოპიის გამო სიბრძნის კბილმა შეიძლება დააზიანოს  მეზობელი კბილის ფესვები, რადგან ამოჭრის პროცესში იგი ახდენს ზეწოლას მასზე. ამის შედეგად კი მეზობელი კბილის ფესვი იწყებს გაწოვას.

სიბრძნის კბილის მხრივ ნებისმიერი არასასიამოვნო სიმპტომის დროს აუცილებლად მიმართეთ სტომატოლოგს.

სიბრძნის კბილი – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦷 სიბრძნის კბილები რიგით მესამე დიდი ძირითადი კბილებია, რომლებიც 18-25 წლის ასაკში ამიჭრება
⭕️ სიბრძნის კბილის არასწორი მდებარეობის მიზეზებია:
➡ სარძევე წინამორბედის არარსებობა, რომელიც ადგილს მოუმზადებდა სიბრძნის კბილს;
➡ სიბრძნის კბილებს ცალი მხრიდან არ აქვთ მეზობელი კბილი, რომელიც ხელს შეუშლიდა მის გადაადგილებას დისტალური მიმართულებით;
➡ ამოჭრა იწყება ისეთ პერიოდში, როდესაც ყბის ძვლოვანი ქსოვილი მთლიანად ჩამოყალიბებულია, რაც ართულებს კბილის ნორმალურ ზრდას
😫 სიბრძნის კბილის არასწორი მდებარეობა იწვევს პერიკორონარიტს – სიბრძნის კბილის ირგვლივმდებარე ქსოვილების ანთებას.
🔎 პერიკორონარიტის ძირითადი სიმპტომებია:
✅ ქსოვილების შეშუპება სიბრძნის კბილის ირგვლივ;
✅ ძლიერი ტკივილი;
✅ ჩირქოვანი ანთება;
✅ პირიდან ცუდი სუნი.
✅ სიბრძნის კბილისა და მეზობელი კბილის კარიესი
👉 გაიგეთ მეტი სიბრძნის კბილის ძირითადი პრობლემების შესახებ – https://bit.ly/3sqBKuS
#სიბრძნისკბილი #სიბრძნისკბილისამოღება #სიბრძნისკბილისასაკი #რომელიასიბრძნისკბილი #კბილებისტკივილი #კარიესი #პერიკორონარიტი #ცუდისუნიპირიდან #სიბრძნისკბილისარასწორიმდებარეობა #კბილისამოღება #პირისგაღებისსირთულე #ყურისტკივილი #სიბრძნისკბილისსიმპტომები #ღრძილებისტკივილი #ღრძილებისშეშუპება #ღრძილებისწყლულები #სუნთქვისსიძნელე #ცუდიგემოპირში #შეშუპებულიჯირკვლები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

აღებულია dentalcafe.ge  –დან.
მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.