7 ნაბიჯი იმპლანტების სწორი არჩევანისკენ

7 ნაბიჯი იმპლანტების სწორი არჩევანისკენ

მოცემულ სტატიაში ჩვენ გაგაცნობთ შვიდ ძირითად ფაქტორს, რომლებიც გასათვალისწინებელია იმპლანტატების შერჩევის დროს. განვიხილოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებლები.

1. შეხორცების ხარისხი. ტიტანის იმპლანტატებს ადამიანის ორგანიზმი იღებს, როგორც ბუნებრივ მასალას. ისინი არ გამოძევდება და მტკიცედ ეხორცება ძვალს. თუმცა, სხვა მასალისგან დამზადებული იმპლანტებიც (თუ არ არის მათი გამოყენების უკუჩვენება) ძალიან კარგად ეხორცება სწორად დაყენების შემთხვევაში. დავაზუსტებთ, რომ შემდგომში ვისაუბრებთ ფესვისებრ იმპლანტებზე, რადგან ფირფიტოვანი და სხვა სისტემები ამჟამად მოძველებულია.

2. ვარგისიანობის ვადა. ეს გასათვალისწინებელია, რადგან იმპლანტები აუცილებელია საკვების კარგად დასაღეჭად მრავალი წლის განმავლობაში. ამ მხრივ დიდი განსხვავებაა იმპლანტატებში. უპირველეს ყოვლისა, განსხვავებაა იმპლანტატების ზედაპირში. პროფესიონალებში ცნობილია, რომ იმპლანტატის ყველაზე ეფექტურ და სწრაფ მიხორცებას უზრუნველყოფს არა გლუვი, არამედ მიკროფოროვანი ზედაპირი, როგორიც არის Tioblast („ასტრას” იმპლანტები), OsseoSpeed, SLA („იმპლანტიუმის” იმპლანტები). იმპლანტატები განსხვავდება თავისი სტრუქტურით: ფორმით, ზედაპირის სახით და ა.შ. იმპლანტის აგებულების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ ისეთი პრობლემები, როგორიც არის იმპლანტის მიმდებარე ძვლის გაწოვა ან იმპლანტის გატეხვა. მაგალითად, ძვლის გაწოვა შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ იმპლანტის ყელს აქვს გლუვი ზედაპირი, რადგან ასეთ ზედაპირზე ძვლოვანი ქსოვილის უჯრედები უფრო ძნელად მაგრდებიან.

3. დამაგრების სირთულე. იმპლანტები განსხვავდებიან მათთან მუშაობის სირთულითაც. თუ სისტემა სამუშაოდ მარტივი და მოხერხებულია, დამაგრებაც ნაკლებ დროს და ძალას საჭიროებს. ძალიან მოხერხებულია, როდესაც სხვადასხვა დიამეტრის იმპლანტები შეიძლება დამაგრდეს ერთი აბატმენტი (დამაკავშირებელი ელემენტი იმპლანტსა და კბილის გვირგვინს შორის) და საჭირო არ არის სხვადასხვა ზომის აბატმენტების შერჩევა და შეკვეთა.

4. ესთეტურობა. როდესაც იმპლანტი დგება წინა კბილის ადგილზე, აუცილებელია რომ მისი ფორმა და ელფერი სრულიად შეესაბამებოდეს მეზობელ კბილებს. აბატმენტი ან იმპლანტატი არ უნდა ჩანდეს ღრძილის ქვეშ. თუ ეს მოხდა, ე.ი. იმპლანტატი ან აბატმენტი არასწორად იქნა შერჩეული. თანამედროვე ესთეტური აბატმენტები მზადდება ცირკონიუმისგან, კერამიკისგან, შეიძლება დამზადდეს ინდივიდუალური შეკვეთით. ყურადღება მიაქციეთ, რომ იმპლანტებს არ ჰქონდეთ გლუვი ყელი.

5. იმპლანტების დაყენება რთულ სიტუაციებში. ზოგჯერ შეიძლება დამატებით სირთულეებს წავაწყდეთ, მაგალითად მაშინ, როდესაც იმპლანტაციისთვის ძვალი არასაკმარისია. ამ დროს აუცილებელია ძვლის პლასტიკა, ხოლო მისი ჩატარება სასურველია იმპლანტაციასთან ერთად და არა 3-4 თვის შუალედით. თუ არის ასეთი შესაძლებლობა, აირჩიეთ ყელზე ხრახნის მქონე იმპლანტები და მაშინ შესაძლებელი იქნება ერთმომენტიანი იმპლანტაციის ჩატარება ძვლოვანი პლასტიკის დასრულებისთანავე.

6. სერტიფიცირებული პროდუქცია. ყურადღება მიაქციეთ, რომ იმპლანტატების სისტემას ჰქონდეს სერთიფიკატი. ზოგჯერ სტომატოლოგიაში გამოიყენება იმპლანტები, რომლებიც შემოტანილია სერტიფიკატის გარეშე და მაშინ არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ეს სისტემა მოძველებული ან ყალბი არ არის. ამავდროულად, ასეთ იმპლანტებს შეიძლება ვერ შეურჩიოთ საჭირო კომპონენტები.

7. ფასი. ხშირად გვესმის, რომ სხვადასხვა კლინიკები იმპლანტაციაზე სერიოზულ ფასდაკლებას გვთავაზობენ. ასეთი შეღავათის მიზეზი ძირითადად არის ის, რომ კლინიკა დიდხანს და პროფესიონალურად არის დაკავებული იმპლანტაციით, რის გამოც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სარგებლობს დილერისგან. შესაძლებელია კლინიკა თვითონ არის პროდუქციის ოფიციალური დილერი ანუ პროდუქციის მიღება შეიძლება პრაქტიკულად თვითღირებულებით და მომსახურებაზე ფასდაკლებით. ასეთ კლინიკაში არის კიდევ ერთი სერიოზული პლიუსი. დიდია იმის ალბათობა, რომ თქვენ არ მოგიწევთ ლოდინი, როდის ექნებათ საჭირო კომპონენტები, რადგან დილერს ყოველთვის აქვს პროდუქციის და მისი აუცილებელი კომპონენტების რეზერვი.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.