ვინირები ანუ როგორ შევიძინოთ ჰოლივუდის ღიმილი

კბილების ვინირები ანუ როგორ შევიძინოთ ჰოლივუდის ღიმილი

ულითონო კერამიკის გამოჩენით ესთეტიკური სტომატოლოგია ახალ დონეზე გადავიდა. თანამედროვე ვინირებით საკმაოდ სწრაფად სწორდება კბილების ფერი და ფორმა, ღიმილი ხდება იდეალური. კბილების ბუნებრივი ქსოვილების ზედმიწევნითი იმიტაციის წყალობით ვინირები აღადგენენ კბილთა მწკრივის ფუნქციურ თვისებებს სერიოზული ტრავმების შემდეგაც კი.

“veneer”

სიტყვა „veneer” თარგმანში ნიშნავს „შენიღბვას, დამცავ საფარველს”. ვინირი არის კერამიკის (ფაიფურის) ფირფიტა, რომელიც წინა მხრიდან ეკვრის კბილს. ვინირის სისქე 0,3-0,5 მმ-ია, მაგრამ მას მაღალი სიმტკიცე აქვს. არსებობს ვინირების რამდენიმე კლასიფიკაცია. ფუნქციური თვისებებით გამოყოფენ კლასიკურ ანუ სრულ და ჰოლივუდის ანუ არასრულ ვინირებს.

ვინირების კლასიფიკაცია და გამოყენების თავისებურებები

პირველად შეიქმნა ჰოლივუდის ვინირები – თეთრი თხელი ფირფიტები. ისინი კბილებზე ჩვეულებრივი სტომატოლოგიური ცემენტით მაგრდებოდა, ამჟამად კი მათი ფიქსაციისთვის გამოიყენება კომპოზიტური მასალები, რომლებიც ისეთივე მტკიცე და საიმედო მოჭიდებას ქმნიან, როგორც ერთმანეთში მინანქარი და დენტინი. ჰოლივუდის ვინირების ძირითადი ფუნქცია არის ესთეტიკა, ისინი უზრუნველყოფენ კბილების კოსმეტიკურ გარდაქმნას.
ვინირების მეორე ტიპი – კლასიკური ანუ სრული, არა მარტო კბილების მშვენიერ გარეგნობას ქმნის, არამედ იცავს მათ დაშლისგან. თუ ადრე ასეთი ვინირების სისქე მინანქრის წინასწარ მოხსნას საჭიროებდა, თანამედროვე ფირფიტების გამოყენებამ მინანქრის დამუშავება მინიმუმამდე დაიყვანა.

ვინირების დამზადების მეთოდები

პირდაპირი დამზადების მეთოდი გულისხმობს კომპოზიტური მასალის დამუშავებას ადჰეზიური ტექნიკის წესებისა და თანმიმდევრობის დაცვით. მეთოდის უპირატესობაა ოპერატიულობა, ვინირი მზადდება პაციენტის პირველ ვიზიტზე. თუმცა, ასეთი ვინირის დაბალი სიმტკიცე და არასაკმარისი სიმყარე მოვლისა და ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვას საჭიროებს.
უფრო მტკიცე და ხანგრძლივია დამატებით სინათლის ბოქსში ან ღუმელში გამაგრებადი კომპოზიტური მასალისგან დამზადებული ვინირები.
ყველაზე პოპულარულია კერამიკის არაპირდაპირი ვინირები. ისინი მშვენივრად ქმნიან კბილების ბუნებრივი ქსოვილების იმიტაციას.

ვინირების უპირატესობა და ნაკლი

ვინირები კბილების დაშლასა და ტრავმებთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებს. მათი გამოყენების ერთ-ერთი ჩვენებაა ფლუოროზი – სასმელ წყალში ფტორის მაღალ შემცველობასთან დაკავშირებული დაავადება. ამ დროს მინანქარზე ჯერ ჩნდება ცარცისფერი ლაქები, რომლებიც შემდეგ მუქდებიან.
ფლუოროზის დროს შეიძლება განვითარდეს წერტილოვანი ან ხაზოვანი დეფექტები. მინანქრის უთანაბრო პიგმენტაციას იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებაც. ვინირები აგვარებენ კბილების კოსმეტიკურ პრობლემებს და იცავენ მათ შემდგომი დაშლისგან.
გარდა ამისა, ვინირები კბილების ფერსა და ფორმას ასწორებენ შემდეგ შემთხვევებში: კბილების თანდაყოლილი მანკები ან ჰიპოპლაზია, მინანქრის ეროზია, მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა, ორთოდონტიული პრობლემები (მჭიდროდ მდგარი კბილები, კბილის შემობრუნება ღერძზე), ტეტრაციკლინური კბილები, კარიესული დაზიანება, ტრავმების შედეგები, ძველი ბჟენები, რომლებიც ფერით გამოირჩევა ბუნებრივი კბილებისგან.
თანამედროვე ვინირებს უპირატესობასთან ერთად ნაკლიც აქვთ. ფაიფურის ვინირის სისქე 0,5 მმ-ზე მეტი არ არის ანუ ისინი მყიფეა. ეს პრობლემა ნაწილობრივ მოგვარებულია მტკიცე დასაწებებელი მასალით, რომელიც კონსტრუქციას სიმტკიცეს და საიმედოობას აძლევს. ადჰეზივზე ან წებოზე ვინირის საბოლოო ფიქსაციის შემდეგ კონსტრუქციის კორექცია შეუძლებელია.
კიდევ ერთი მომენტი, რაზეც უნდა იფიქროთ ვინირების დაყენებამდე – განმეორებითი რესტავრაცია გარდაუვალია.
ვინირი უფრო ესთეტიკურად რომ გამოიყურებოდეს და არ სცილდებოდეს მეზობელი კბილების ზედაპირს, მინანქარი იქლიბება. შედეგად, დამუშავებული კბილს პირვანდელ სახეს ვეღარ დავუბრუნებთ რესტავრაციული სტომატოლოგიის გარეშე.
სწორედ ამიტომ, ვინირების დაყენების წინ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, მკურნალობის გეგმის შედგენა და კბილების ფუნქციური და ესთეტიკური მახასიათებლების აღდგენის ყველა ვარიანტის განხილვა. მაინც, ვინირების გამოყენება ამჟამად ქათქათა ჰოლივუდის ღიმილის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია.

კბილების ვინირები – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🦷 კბილების ვინირები ანუ როგორ შევიძინოთ ჰოლივუდის ღიმილი
⬜️ ვინირი არის კერამიკის (ფაიფურის) ფირფიტა, რომელიც წინა მხრიდან ეკვრის კბილს
🔎 განარჩევენ ვინირების რამდენიმე ტიპს:
➡️ ჰოლივუდის ანუ არასრული ვინირი – თეთრი თხელი ფირფიტები, რომელთა ძირითადი ფუნქცია არის ესთეტიკა, ისინი უზრუნველყოფენ კბილების კოსმეტიკურ გარდაქმნას;
➡️ კლასიკური ანუ სრული ვინირი – ქმნის არა მარტო კბილების მშვენიერ გარეგნობას, არამედ იცავს მათ დაშლისგან
❗️ ვინირები კბილების ფერსა და ფორმას ასწორებენ შემდეგ შემთხვევებში:
✔️ კბილების თანდაყოლილი მანკები ან ჰიპოპლაზია;
✔️ მინანქრის ეროზია;
✔️ მაგარი ქსოვილების პათოლოგიური ცვეთა;
✔️ ორთოდონტიული პრობლემები (მჭიდროდ მდგარი კბილები, კბილის შემობრუნება ღერძზე);
✔️ ტეტრაციკლინური კბილები;
✔️ კარიესული დაზიანება;
✔️ ტრავმების შედეგები;
✔️ ძველი ბჟენები, რომლებიც ფერით გამოირჩევა ბუნებრივი კბილებისგან
💭 დაინტერესდით?
👉 გაიგეთ მეტი კბილების ვინირების შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3v1jfyq
#ვინირები #კბილებისვინირები #როგორკეთდებავინირები #ვინირებისჩვენებები #კლასიკურივინირი #სრულივინირი #ჰოლივუდისვინირი #არასრულივინირი #ჰოლივუდისღიმილი #კერამიკულივინირი #ვინირება #რაარისვინირება #კბილისრესტავრაცია #ვინირებისდამზადება #კბილებისთანდაყოლილიმანკი #კბილებისჰიპოპლაზია #მინანქრისეროზია #ორთოდონტიულიპრობლემები #სტომატოლოგია #სტომატოლოგიურიპროცედურა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.