რადიაციული უსაფრთხოება

რადიაციული უსაფრთხოება

რადიაციული უსაფრთხოება მრავალი ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. განვიხილოთ, რა და როგორ უზრუნველყოფს რადიაციულ უსაფრთხოებას, ანუ რა არის საჭირო რომ ადამიანები დავიცვათ გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან.

რადიაციული უსაფრთხოების სრული უზრუნველყოფა შეიძლება მხოლოდ ყველა სპეციალური მოთხოვნებისა და წესების დაცვის შემთხვევაში.

ობიექტზე და მის ირგვლივ რადიაციული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია:

– რადიაციული ობიექტის პროექტის ხარისხით;

– რადიაციული ობიექტის განთავსების რაიონისა და ფართობის დასაბუთებული არჩევით;

– გამოსხივების წყაროს ფიზიკური დაცვით;

– ტერიტორიის ზონირებით ყველაზე საშიში ობიექტების ირგვლივ და მათ შიგნით;

– ტექნოლოგიური სისტემების ექსპლუატაციის პირობების დაცვით;

– გამოსხივების წყაროსთან მუშაობის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შეფასებით და ლიცენზირებით;

– ნაკეთობისა და ტექნოლოგიის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შეფასებით;

– რადიაციული კონტროლის სისტემის არსებობით;

– პერსონალისა და მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ღონისძიებების დაგეგმვითა და ჩატარებით ობიექტის ნორმალური მუშაობის, მისი რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციიდან გამოსვლის დროს;

– პერსონალისა და მოსახლეობის რადიაციულ-ჰიგიენური განათლების გაზრდით.

რენტგენთან მომუშავე პერსონალის რადიაციული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია:

– გამოსხივების წყაროსთან მუშაობის შეზღუდვით ასაკის, სქესის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წინამორბედი დასხივების – დონის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით;

– თანამშრომლების მიერ გამოსხივების წყაროსთან მუშაობის წესების ცოდნითა და დაცვით;

– შენობის აღჭურვით საკმარისი დამცავი ბარიერებით, ეკრანებით და გამოსხივების წყაროდან მანძილის დაცვით, ასევე გამოსხივების წყაროსთან მუშაობის დროის შეზღუდვით;

– შრომის პირობების შექმნით, რომლებიც რადიაციული უსაფრთხოების მოქმედ ნორმებსა და წესებს პასუხობენ;

– დაცვის ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით;

– დადგენილი საკონტროლო დონეების დაცვით;

– რადიაციული კონტროლის ორგანიზებით;

– რადიაციულ მდგომარეობაზე ინფორმაციის სისტემის ორგანიზებით;

– ავარიის საშიშროების ან განვითარების შემთხვევაში მომატებული დასხივების დროს პერსონალის დაცვის ეფექტური ღონისძიებების ჩატარებით.

მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოება უზრუნველყოფილია:

– რადიაციული უსაფრთხოების მოქმედ ნორმებზე პასუხისმგებელი ადამიანებისთვის მუშაობის პირობების შექმნით;

– გამოსხივების სხვადასხვა წყაროდან დასხივების ქვოტების დაწესებით;

– რადიაციული კონტროლის ორგანიზებით;

– ნორმალურ პირობებში და რადიაციული ავარიის დროს რადიაციული დაცვის ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვითა და ჩატარებით;

– რადიაციულ მდგომარეობაზე მოსახლეობის ინფორმირების სისტემის ორგანიზაციით.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.