რენტგენული კვლევის უკუჩვენებები

რენტგენული კვლევის უკუჩვენებები

ნებისმიერი სხვა კვლევის მსგავსად, რენტგენის გადაღება ყველასთვის არ შეიძლება. ამავდროულად, ეს დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და აუცილებელი მეთოდია. სტომატოლოგიაში ინტრაორალური (პირშიგნითა) და ექსტრაორალური (პირგარეთა) სურათები კვლევის ერთადერთი მეთოდია, რომელმაც შეიძლება სრულყოფილად გვიჩვენოს კბილის მდგომარეობა, მისი შინაგანი სტრუქტურა და ირგვლივმდებარე ქსოვილების მდგომარეობა. სტომატოლოგიური მკურნალობის ხარისხი პირდაპირ არის დამოკიდებული სურათის სწორად გადაღებაზე.

სამედიცინო აპარატურა სულ უფრო უსაფრთხო ხდება. დასხივების დოზები თანამედროვე აპარატების გამოყენებისას (კვლევის ჩატარების ყველა ნორმისა და წესების დაცვის შემთხვევაში) კვლევის ზონის გარეთ პრაქტიკულად ნულის ტოლია. ეს ფაქტი არ ამშვიდებს იმათ, ვისაც ეშინია დასხივების ზედმეტი დოზის მიღება. ყოველდღიურად ჩვენზე მოქმედებს სხვადასხვა გამოსხივება, მათ შორის საკუთარი სახლის კედლებშიც (საყოფაცხოვრებო ტექნიკისგან). ასევე, თქვენთვის ალბათ ცნობილია ბუნებრივი რადიაციის ცნება. დასხივების თითოეული დოზა ორგანიზმისთვის მავნებელია. ამიტომ, ყველა კვლევა ტარდება ისე, რომ ადამიანის ორგანიზმმა დაძლიოს მისი შედეგები.

თუმცა, არსებობს უკუჩვენებები, რომელთა დროსაც რეკომენდებული არ არის რენტგენოგრაფიის ჩატარება.

რენტგენის გადაღება არ შეიძლება:

– მძიმე მდგომარეობის მქონე პაციენტებში;

– ორსულ ქალებში ნაყოფის განვითარებაზე უარყოფითი ზემოქმედების დიდი ალბათობის გამო;

– სისხლდენის ან ღია პნევმოთორაქსის მქონე პაციენტში;

კონტრასტული რენტგენოგრაფია უკუნაჩვენებია:

– იოდისა და საკონტრასტო ნივთიერებების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

– ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია;

– აქტიური ტუბერკულოზია;

– თირკმლებისა და ღვიძლის მძიმე დაავადებებია;

– დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი.

თანამედროვე სტომატოლოგიაში კბილების რენტგენს აკეთებენ ორსულ ქალებშიც, მაგრამ ექიმები ამ დროს უსაფრთხოების მრავალ ღონისძიებას ახორციელებენ, რადგან იციან რამდენად საშიში შეიძლება იყოს ეს პროცედურა განვითარებადი ნაყოფისთვის. ნაყოფის დაცვის მიზნით სპეციალური წინსაფრით ფარავენ დედის გულმკერდს, მუცელსა და მენჯს. მრავალრიცხოვანი სამეცნიერო კვლევებით დამტკიცდა, რომ მომავალი დედის თავისა და კისრის რენტგენოგრაფიული კვლევა პრაქტიკულად უსაფრთხოა და სპეციალური დამცავი წინსაფრების გამოყენების დროს ის არ ახდენს მავნე ზემოქმედებას ნაყოფის განვითარებაზე.

რენტგენის გამოსხივების ზემოქმედების მაქსიმალურად შესამცირებლად, სტომატოლოგიურ პრაქტიკაში სულ უფრო ხშირად გამოიყენება სპეციალური აპარატურა, რომელიც გამოსხივებას ამცირებს წამის მეათასედამდე, თუმცა, ექიმების აზრით, ორსული ქალისთვის რენტგენის გადაღება ადრეულ (პირველი 3 თვე) და გვიან (ბოლო 3 თვე) ვადებზე არ შეიძლება. მკურნალობა მოიცდის ბავშვის დაბადებამდე.

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.