რისთვის არის საჭირო კბილების რემინერალიზაცია?

რისთვის არის საჭირო კბილების რემინერალიზაცია?

გაგიჩნდათ კარიესი – კბილები რეაგირებენ ცივსა და ცხელზე. გაითეთრეთ ან ითეთრებთ კბილებს (თქვენით ან პროფესიონალურად) და ისინი მგრნობიარენი გახდნენ. აი, რამდენიმე მიზეზი კბილების რემინერალიზაციის ჩასატარებლად.

რემინერალიზაცია ეწოდება კბილის მინანქრის ნორმალური სტრუქტურისა და მასში მინერალების შემცველობის ნორმალური დონის აღდგენის პროცესს.

კბილს აქვს დამახასიათებელი ფორმა და აგებულება, შედგება სპეციალური ქსოვილებისგან, აქვს საკუთარი ნერვული აპარატი, სისხლძარღვები და ლიმფური ძარღვები.

ჩვენი ორგანიზმის ნებისმიერი ნაწილის მსგავსად, კბილი განიცდის სხვადასხვა მავნე ფაქტორების: ტკბილი საკვების, ბაქტერიების, არასწორი მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, არარეგულარული გაწმენდის და ა.შ. ზემოქმედებას. მათი გავლენით მინანქარი ზიანდება და ჩნდება კარიესი.

კარიესი არ არის უბრალოდ შავი ლაქა ან ხვრელი. ეს არის დემინერალიზაცია – კბილის ქსოვილების დაშლა. ზედაპირული ქსოვილები იშლებიან და წარმოიქმნება ღრუ. მაგრამ კარიესი ერთ დღეში არ ჩნდება. მისი განვითარებისთვის საჭიროა თვეები ან წლები. ამ დროს შეიძლება რემინერალიზაციის ჩატარება. რემინერალიზაცია კბილის დაშლის საწინააღმდეგო პროცესია.

რემინერალიზაცია ბუნებრივი პროცესია

დემინერალიზაცია და რემინერალიზაცია მუდმივად მიმდინარე პროცესებია კბილის მინანქარში. მინანქარში მინერალების შეღწევის ძირითადი წყაროა ნერწყვი. პირის ღრუში მჟავების დონის დაქვეითების დროს ნერწყვის მინერალები შედიან კბილის ქსოვილებში (ანაცვლებენ მჟავების ზემოქმედებით დაშლილ მინერალებს). შედეგად, კბილის ქსოვილების დაზიანება მცირდება ან საერთოდ წყდება.

ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე პირის ღრუში კვლავ არ შეიქმნება მჟავების მაღალი კომცენტრაცია, მაგალიტად ისეთი საკვების მიღებისას, როგორიცაა შაქრით მდიდარი პროდუქტები. ასე რომ, ნორმალური კვებისა და რეგულარული ჰიგიენის დროს რემინერალიზაცია თავისით ხდება.

მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ კბილების რეგულარული წმენდის მიუხედავად, კარიესი მაინც ჩნდება?

რემინერალიზაცია ქიმიური საშუალებებით

ადამიანების უმრავლესობა კბილებს არასწორად იწმენდს. ორგანიზმის ბუნებრივი ძალები არ არის საკმარისი ბაქტერიებთან და მათ მიერ გამოყოფილ მჟავებთან საბრძოლველად. კბილები ვეღარ უძლებენ. ამის შედეგია ჰიპერმგრძნობელობა, რეაქცია ცივ და ცხელ პროდუქტებსა და სასმელებზე.

მრავალი ადამიანი თვითონ უმატებს კბილებს პრობლემებს – ბოროტად სარგებლობს მათეთრებელი პასტებით, სოდით, წყალბადის ზეჟანგით და სხვადასვა ხალხური საშუალებებით. ეს ყველაფერი უფრო მეტ საზიანოს მოგიტანთ, ვიდრე სასარგებლოს.

მაშინაც კი, როდესაც თქვენ კბილები გაითეთრეთ სტომატოლოგთან თუნდაც ყველაზე ახალი, მაგრამ მაინც აგრესიული რეაგენტებით, იცოდეთ: კბილებმა დაკარგეს ბუნებრივი მინერალების ნაწილი. ასეთ შემთხვევებში კბილებს ესაჭიროება რემინერალიზაცია.

ცნობილია რამდენიმე მეთოდი:

მინერალები

კბილებს ესაჭიროება კალციუმი, ფოსფორი და ფტორი. მათი მიღება შეიძლება 6 წლიდან, რომ კბილების ჯანმრთელობას მტკიცე საფუძველი ჩაუყაროთ.

კბილის პასტები

ჩვეულებრივი კბილის პასტის მაგივრად შეგიძლიათ კბილები გაიწმინდოთ კბილის პასტით, რომელიც შეიცავს მინანქრის დამცველობითი თვისებების გამაძლიერებელ ნივთიერებებს: კალციუმს, ფოსფორს, ფტორიდებს, სტრონციუმს, თუთიას და სხვ. კბილების გაწმენდის დროს რეკომენდებულია პასტის დატოვება პირში რამდენიმე წუთით. ეს აუმჯობესებს მინერალური ნივთიერებების შეთვისებას. მაგრამ გახსოვდეთ: მინანქრის აღდგენა სახლის პირობებში შესაძლებელია, თუ ის მსუბუქად არის დაზიანებული.

რემინერალიზაციური მკურნალობა

ეფექტური რემინერალიზაციის ჩატარება შეიძლება სტომატოლოგიურ კაბინეტში. მისი არსი იგივეა, რაც სპეციალური პასტების გამოყენების შემთხვევაში – მინანქარი მდიდრდება კალციუმით, ფოსფატებით და ფტორით. კბილის მინანქრის მინერალიზაციისთვის სტომატოლოგები ხშირად იყენებენ ფტორის შემცველ ნაერთებს და სპეციალურ ლაქებს, რომლებსაც კბილებზე წაუსვამენ. რემინერალიზაციის კურსის ჩატარების შემდეგ კბილის მინანქარის სტრუქტურა სრულფასოვნად აღდგება.

რეზუმერისთვის გვჭირდება რემინერალიზაცია?

– რემინერალიზაცია იცავს კბილებს კარიესისგან, ანუ კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა.

– რემინერალიზაცია სასარგებლოა კარიესის საწყის სტადიაზე, როდესაც ამ დაავადების დამარცხება ჯერ კიდევ ბურღისა და ბჟენის გარეშე შეიძლება.

– სასარგებლოა კბილების ჰიპერმგრძნობელობასთან ბრძოლისას, რომელიც დემინერალიზაციის შედეგია.

– რემინერალიზაცია გათეთრების შემდეგ აუცილებელია, რათა კბილებმა აღიდგინონ დაკარგული მინერალები.

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.