სკაისები – სილამაზე მსხვერპლის გარეშე

სკაისები – სილამაზე მსხვერპლის გარეშე

ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ ირგვლივ მყოფთათვის საკუთარი ლამაზი ღიმილის დემონსტრირებას. აზიის ქვეყნებში უძველესი დროიდან გავრცელებულია ოქროს გვირგვინები მოსართავის სახით. ოქროს კბილები მათი მფლობელის შესაძლებლობებზე მიუთითებდნენ. აცტეკები და მაია კბილებს ირთავდნენ ნეფრიტით, იასპითა და ოქროთი. ასეთი მორთულობების ტარება შეეძლოთ მხოლოდ გვირგვინოსნებს. „ძვირფასი” ღიმილი მფლობელის მაღალ სტატუსზე მიუთითებდა. მაგრამ, ძვირფასი ქვებით კბილების მორთვის გამო ზიანს აყენებდნენ მათ ჯანმრთელობას.

ამჟამად, სკაისებით შეიძლება მიიღოთ „ძვირფასი” ღიმილი კბილების დაზიანების გარეშე. სკაისები არის ძვირფასი, ნახევრადძვირფასი ქვებისგან, კრისტალებისგან, მინიატურული ოქროს ფიგურებისგან და ა.შ. დამზადებული კბილებზე დასაწებებლები. გულები, წვეთები, ყვავილები, ვარსკვლავები – შეიძლება მორთულობის ნებისმიერი ფორმის არჩევა.

ძირითადად, გვთავაზობენ მაქსიმალურად ნათელ ფერებს, მაგრამ სკაისები შესაძლებელია იყოს მოყვითალო, ცისფერი ან ვარდისფერი. მაგალითად, Swarovskiგვთავაზობს 14 ფერის კრისტალებს. ტონის არჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მან შეიძლება გამოკვეთოს კბილების ბუნებრივი ფერი.

სკაისები და კრისტალები კბილებზე გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი მორთულობა, ასევე მცირე კოსმეტიკური დეფექტის, მაგალითად, კბილის წინა ზედაპირზე ლაქის დასაფარად.

უნდა მოირთოს მხოლოდ ჯანმრთელი თეთრი კბილები. გათეთრების პროცედურას ატარებენ კბილების მორთვამდე. სკაისს კბილის ზედაპირზე აწებებენ სპეციალური წებოთი. მთელი პროცედურა რამდენიმე წუთი გრძელდება და კბილებისთვის უსაფრთხოა.

სკაისების დაყენება:

1. სკაისის დაყენების ადგილზე უსვამენ სპეციალურ სტომატოლოგიურ გელს, რომელიც უზრუნველყოფს მორთულობის საუკეთესო მოჭიდებას კბილის მინანქართან.

2. მორთულობის მიმაგრების ადგილზე წაუსვამენ განსაკუთრებულ სინათლეზე გამყარებად შემაკავშირებელს.

3. მიმართული სინათლის საშუალებით შემაკავშირებელი რამდენიმე წამში პოლიმერიზდება.

4. შემდეგ წაუსვამენ სპეციალურ, კომპოზიტურ, სინათლით გამყარებად მასალას, რომელზეც ამაგრებენ სკაისს.

5. რამდენიმე წამში ხდება კომპოზიტური მასალის პოლიმერიზაცია მორთულობის დასამაგრებლად.

6. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კბილის მინანქრის გაპრიალება დაყენებული კრისტალების ირგვლივ.

სკაისების დაყენება შეიძლება ბჟენებსა და ლითონ-კერამიკულ გვირგვინებზეც. ასეთ მოსართავის მოხსნა ხდება სპეციალური პრეპარატების დახმარებით, რის შემდეგაც მინანქარს აპრიალებენ.

მიჩვევა ხდება 2 დღეში. მორთულობები ისეთი თხელია, რომ დისკომფორტს არ იწვევს. სკაისების დასაყენებლად უნდა მიმართოთ გამოცდილ სპეციალისტს, რადგან არაპროფესიონალურმა მუშაობამ კბილებს შეიძლება ზიანი მიაყენოს.

სკაისების მოვლა

სწორი მოვლის დროს სკაისები კბილებზე 3 თვიდან რამდენიმე წლამდე ძლებს. სპეციალურ მოვლას არ საჭიროებენ. პირის ღრუს ჰიგიენა ჩვეულებრივია, კბილების გაწმენდა სკაისებს არ აზიანებს და მათი მოხსნა კბილიდან საჭირო არ არის. სკაისები მჭიდროდ ემაგრება მინანქრის ზედაპირს და კბილის ჯაგრისი მათ არ აზიანებს. ასევე თავისუფლად შეგიძლიათ მიმართოთ სტომატოლოგს კბილების პროფესიონალური გაწმენდისთვის.

მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მბრწყინავი მორთულობა გამოკვეთავს როგორც თვალისმომჭრელ ღიმილს, ასევე მის ნაკლსაც.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.