ფაქიზი ასაკი გათეთრებისთვის

ფაქიზი ასაკი გათეთრებისთვის

რატომ უნდათ მოზარდებს კბილების გათეთრება

ბოლო დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალგაზრდებისა და მოზარდების ინტერესი ესთეტიკური სტომატოლოგიისადმი. ეს დაკავშირებულია მომსახურების შესახებ ადამიანების მაღალ ინფორმაციულობასთან და გარეგნობის სრულყოფისადმი მზარდ მოთხოვნილებასთან. სოციოლოგების მონაცემებით, წინა თაობებთან შედარებით, გოგონები 3-4 წლით ადრე იწყებენ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას, ასევე მრავალი ესთეტიკური პროცედურაც მნიშვნელოვნად “გაახალგაზრდავდა”.

მამოძრავებელი ძალა გახდა არა მარტო იდეალურობისკენ სწრაფვა, არამედ კბილების ობიექტური მდგომარეობაც, რომელიც გაუარესებას იწყებს მოზარდთა ასაკში, როგორც ცუდი ეკოლოგიის, ისე ზოგიერთი ფსიქოლოგიური მიზეზის გამოც. “რთულ” ასაკში შესვლამდე, სამაგალითო ბავშვი მშობლებს უჯერებდა, კბილებს იწმენდდა დილით და საღამოს და არ იყენებდა მინანქრისთვის მავნე საკვებს – ტკბილ პროდუქტებს და ცომეულს. მოზარდობის ასაკში კი, უჯანყდება უფროსებს და გამოხატავს თავის უთანხმოებას ჯანსაღი აზრის წინააღმდეგ – იწყებს მავნე საკვების მიღებას და არ აკონტროლებს კბილების მდგომარეობას. შედეგად მინანქარი იშლება.

ყვითელი მქრქალი კბილები და ულამაზო ღიმილი უარყოფითად მოქმედებს მოზარდის თვითშეფასებაზე და ის იწყებს რადიკალურ ზომების მირებას ყველაფრის გამოსასწორებლად.

არასწორი მოვლის დროს კბილები მოყვითალო ნადებით იფარება უკვე 15 წლისთვის. მოზარდის კბილები ასევე შეიძლება გამუქდეს ობიექტური ფაქტორების – ტრავმებისა და ინფექციების, კბილების არასწორი დაბჟენის, ბავშვთა ასაკში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენების შედეგად.

უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დავუშვათ, რომ მოზარდმა დამოუკიდებლად დაიწყოს “სახლის” მათეთრებელი სისტემების გამოყენება. ამ პროცედურის ჩატარება აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობით. ასევე არსებობს რისკი, რომ მოზარდს მოთმინება არ ეყოფა მსგავსი მანიპულაციების განსახორციელებლად 1 თვის განმავლობაში. თვითშემოქმედება ამ შემთხვევაში დაუშვებელია. უკეთეს შემთხვევაში, მოზარდს იმედგაცრუება ელის – გელის წასმისას კბილებზე, რომლებსაც რეგულარულად არ იწმენდს, მათეთრებელი ეფექტი არ იქნება.

რა ასაკში შეიძლება ქიმიური გათეთრება

ოფიციალური მონაცემებით, სრულწლოვან ასაკამდე ქიმიური გათეთრება რეკომენდებული არ არის. სტომატოლოგები კი გვირჩევენ მოვიცადოთ 20 წლამდე. ამერიკული კვლევებით, ეს ზღურბლი, უახლესი მეთოდების გამოყენებით, შეიძება 16 წლამდე დაქვეითდეს.

რატომ არ შეიძლება მოზარდებისთვის ქიმიური გათეთრება

ეს დაკავშირებულია კბილის აგებულებისა და ჩამოყალიბების თავისებურებებზე ამ ასაკში. პულპის საკანი გადიდებულია, ნებისმიერი რეაგენტის ზემოქმედება შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს და გამოიწვიოს მინანქრის მგრძნობელობის მომატება პროცედურის შემდეგ.

გარდა ამისა, ზოგიერთ მოზარდში კბილის მაგარი ქსოვილები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული, ამიტომ აქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება კბილის შიგნით შეაღწიოს და გამოიწვიოს ნერვის ანთება.

ქიმიური გათეთრების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ექიმი, პაციენტის გასინჯვის შემდეგ.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..