ყველასათვის სასარგებლოა თუ არა კბილების ფტორირება

ყველასათვის სასარგებლოა თუ არა კბილების ფტორირება

ფტორი კბილების ზრდისა და მათი ჯანმრთელობის ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ფტორის როლს კბილების დაავადებების პროფილაქტიკაში დიდი ხნის განმავლობაში არ აფასებდნენ, მაგრამ ამჟამად გვთავაზობენ ფტორის შემცველი კბილის პასტების საკმაოდ დიდ არჩევანს, ხოლო თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები წარმატებით ნერგავენ ფტორის გამოყენებას ყოველდღიურ პრაქტიკაში.

ფტორირების მეთოდები და მიზნები

ფტორირების ყველა მეთოდი მნიშვნელოვნად ამაგრებს კბილებს. ეს საკმაოდ მარტივი და უმტკივნეულო პროცედურაა, რომლის დროსაც პაციენტს კბილებზე 10-15 წუთით წაუსმევენ სპეციალურ სამკურნალო ხსნარს. კბილების ფტორით დაფარვა ხშირად შედის პირის ღრუს პროფესიონალური ჰიგიენის პროგრამაში და გამოიყენება კბილის ქვის მოცილებასთან და კბილების გათეთრებასთან ერთად. ცნობილია ღრმა ფტორირების ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება მაშინ, როდესაც მაღალია კარიესით დაავადების ალბათობა, საჭიროა კბილების მგრძნობელობის შემცირება, ასევე განმეორებითი კარიესული წარმონაქმნების განვითარების პროფილქატიკისთვის, კბილების მინანქრის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად, დაყენებული ბჟენების ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად და პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და პაროდონტის მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

მარტივი ფტორირება ყველაზე გავრცელებული მეთოდია, რომლის ჩატარებაც შესაძლებელია ორი ვარიანტით:

1. კაპას მსგავსი ცვილის ანაბეჭდების გამოყენებით. ანაბეჭდები ივსება ფტორის შემცველი სპეციალური პრეპარატით და კბილებზე მაგრდება 10 წუთით. მაქსიმალური სამკურნალო ეფექტის მისაღწევად ეს პროცედურა დაახლოებით 15-ჯერ უნდა გამეორდეს.

2. კბილების ზედაპირზე წაუსმევენ სპეციალურ ლაქს ფუნჯით.

ღრმა ფტორირება ხელს უწყობს მაღალდისპერსიული კალციუმის ფტორიდის ჩალაგებას კბილების მინანქარში, რაც უფრო მეტად იცავს კბილებს.

პროცედურის წინ აუცილებლად ხდება კბილების და კბილთაშორისი სივრცის პროფესიონალური გაწმენდა კბილის ნადებისა და ქვისაგან. ამის შემდეგ კბილებს აშრობენ თბილი ჰაერით, ტამპონით წაუსმევენ სითხეს, რომელიც „ჩაბეჭდავს” მინანქარს. 1-2 წუთის შემდეგ კბილებს კვლავ აშრობენ და ტამპონით წაუსმევენ სპილენძ-კალციუმის ჰიდროქსიდის ემულსიას. ამ პროცედურის დროს ფტორის ხსნარი ღრმად აღწევს კბილის მინანქრის ფორებში და მიიღწევა საჭირო ეფექტი – მინანქარში მიირწევა ფტორის იონების 5-ჯერ უფრო მეტი კონცენტრაცია, ვიდრე კბილების უბრალო ფტორირების დროს. კბილების ღრმა ფტორირების ჩატარება რეკომენდებულია წელიწადში 1-ჯერ, კბილების მინანქარში ფტორის შემცველობის კონტროლით.

სტომატოლოგები ფტორირების პროცედურის გავლას გვირჩევენ მხოლოდ კბილების მდგომარეობის წინასწარი დიაგნოსტიკის შემდეგ, იმ შემთხვევებში, როდესაც დადგინდება ფტორის ნაკლებობა კბილის ქსოვილებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფტორირების შემდეგ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ფლუოროზი, რომელიც გამოვლინდება კბილების გაუფერულებით, ხორკლიანობით, მათ ზედაპირზე თეთრი ლაქებისა ან ხაზები გაჩენით.

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..