ყველა მათეთრებელი პასტა ერთნაირად ეფექტურია

ყველა მათეთრებელი პასტა ერთნაირად ეფექტურია

კბილების გათეთრების ყველაზე ხელმისაწვდომი მეთოდია გათეთრება სპეციალური კბილის პასტით. ამჟამად, ბაზარზე წარმოდგენილია რამდენიმე ათეული დასახელების მათეთრებელი კბილის პასტა. ჩვეულებრივი მომხმარებელი ადვილად შეიძლება დაიბნეს ამ მრავალფეროვნებაში. წესით, პასტის შერჩევაში უნდა დაგეხმაროთ მკურნალი ექიმი კბილების მდგომარეობის გათვალისწინებით.

ცნობილია, რომ კბილის მინანქარს, ძირითადად, ამუქებს ყავაში, ჩაიში, წითელ ღვინოში შემავალი ან თამბაქოს მოწევისას პირის ღრუში მოხვედრილი პიგმენტები. მათეთრებელი კბილის პასტები წარმატებით უმკლავდებიან ამ პრობლემას. მაგრამ, დაბადებიდანვე ყვითელი ან რომელიმე მედიკამენტის მიღების შედეგად გამუქებული კბილების გათეთრება შეიძლება მხოლოდ ექიმის კაბინეტში.

გათეთრების მეთოდის მიხედვით კბილის პასტებს ყოფენ 3 ჯგუფად:

1. ქიმიურად აქტიური ნივთიერებების შემცველი;

2. დიდი რაოდენობით აბრაზიული ნივთიერებების შემცველი, რის გამოც ასეთი პრეპარატები მავნედ ითვლება;

3. აბრაზიული და აქტიური ელემენტების შემცველი;

4. დაბალაბრაზიული, ფერმენტების შემცველი კბილის პასტები.

სანქტ-პეტერბურგის ი. პავლოვის სახელობის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე ჩატარდა კბილის მათეთრებელი პასტების კვლევა. ერთმანეთს შეადარეს 3 სახის კბილის პასტა.

1. „Blend-a-med 3D გათეთრება, რომლის მოქმედებაც ემყარება სილიციუმის დიოქსიდის გამწმენდ და მაპრიალებელ თვისებებს. მინანქრის ზედაპირიდან პიგმენტაციების მოცილება ხდება მექანიკური გაწმენდის შედეგად.

2. „Rembrandt Plus” გაერთიანებულია მინანქრის გათეთრების ორი ტექნოლოგია: ფერმენტული (პაპაინი) და აბრაზიული გაპრიალება (ალუმინის ოქსიდი).

3. „R.O.C.S. მოზრდილთათვის, რომელიც მიეკუთვნება დაბალაბრაზიულ, ფერმენტების შემცველ კბილის პასტებს. არ შეიცავს საპრიალებელ აბრაზივებს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო 18-45 წლის 75 ადამიანმა, რომლებსაც არ აღენიშნებოდათ პაროდონტის ანთებითი დაავადებები გამწვავების სტადიაში და უკუჩვენებები კბილების გასათეთრებლად. ისინი დაჰყვეს 3 ჯგუფად: 25 ადამიანი იყენებდა კბილის პასტა „R.O.C.S. მოზრდილთათვის”, 25 – „Rembrandt Plus”, დანარჩენები – „Blend-a-med 3D გათეთრება”-ს. კლინიკური კვლევები ტარდებოდა 28 დღის განმავლობაში.

მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამივე ჯგუფში დინამიკა დადებითი იყო, მათეთრებელი აგენტების ეფექტურობა კი სამივე ნიმუშში მსგავსი. VITATM შკალის მიხედვით და VITA EasyshadeTM ხელსაწყოს გამოყენებით დადგინდა, რომ სამივე პასტას შეუძლია მინანქრის ფერი შეცვალოს 1,6-1,7 ტონით.

მათეთრებელი ეფექტის გარდა, სპეციალიზებულ კბილის პასტებს უნდა ჰქონდეთ სტანდარტული გამწმენდი თვისებები. პაციენტებში, რომლებმაც კვლევამდე გაიარეს გათეთრების პროცედურა, პროფესიონალური გათეთრებით ადრე მიღებული შედეგი შენარჩუნდა, მაგრამ დადებითი დინამიკა არ აღინიშნა. ეს გვიჩვენებს, რომ მათეთრებელი პასტების გამოყენება მიზანშეწონილია გათეთრების ეფექტის მისაღწევად და სპეციალური კბილის პასტებით პროფესიონალური გათეთრების ადრე მიღებული ეფექტის შესანარჩუნებლად.

მათეთრებელი კბილის პასტის არჩევისასუნდა გავითვალისწინოთ, რომ პროტეოლიზური ფერმენტების შემცველი კბილის პასტების  გამოყენებით მიღებული მათეთრებელი ეფექტი აბრაზიულ-გამაპრიალებელი მოქმედების მქონე კბილის პასტებით მიღებული შედეგის მსგავსია. აღნიშნული ფაქტი ჰიგიენური პროდუქციის მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მათათრებელ პასტებში აბრაზივების დონე, რაც ამცირებს აბრაზიული კბილის პასტების გამოყენების აუცილებლობას.

წყარო: medafarm.ru

 

 

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.