შეუძლია თუ არა საღეჭ რეზინას გათეთრების პროცედურის შეცვლა?

შეუძლია თუ არა საღეჭ რეზინას გათეთრების პროცედურის შეცვლა?

საღეჭი რეზინის რეკლამა ზღაპარია იმის შესახებ, თუ როგორ გაანათოთ ღიმილით ღამე და დაიპყროთ მამაკაცების გული. მაგრამ მართლა შეუძლია საღეჭ რეზინს კბილების გათეთრება?

რატომ ვყიდულობთ საღეჭ რეზინას?

კარგად იმუშვა მრავალრიცხოვანმა სარეკლამო რგოლმა, რომელთა გმირებიც სექსუალურნი, ლამაზები და წარმატებულნი არიან. რატომ არიან ისინი წარმატებულნი? ღიმილის გამო!

რეკლამის გარდა, დიდი როლი ითამაშა ადამიანის ნაკლმაც – სიზარმაცემ. ვის სურს ყოველი ჭამის შემდეგ კბილების გაწმენდა? განსაკუთრებით, თუ ამ მოსაწყენი პროცედურის შეცვლა შეიძლება გემრიელი და სასარგებლო (რეკლამის სიტყვებით) რეზინის ღეჭვით!

პრაქტიკამ კი გვასწავლა არ დავიჯეროთ ყველაფერი, რასაც რეკლამაში გვიჩვენებენ.

საიდან წამოვიდა თეთრი კბილების მოდა?

მოდა ცვალებადია, მაგრამ კბილებთან მიმართებაში საოცრად მუდმივია. უკვე რამდენიმე ათწლეულია, ქათქათა ღიმილი სილამაზის განუყოფელ ნაწილად ითვლება.

ამას ძალიან შეუწყო ხელი ამერიკის სექს-სიმბოლომ მერილინ მონრომ. ყველა გოგონას სურდა მერილინის მსგავსი ღიმილი ჰქონოდა. მას შემდეგ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილი დარჩა, სადაც თეთრი კბილები მოდაში არ არის. მაგალითად, ასეთია მალაიზია. იქ ტრადიციის ყველაზე მტკიცედ დამცველნი კბილებს იშავებენ და იმახვილებენ, რომ ჰგავდნენ ძაღლებს, რომელთაგანაც თითქოსდა წარმოიშვნენ. განვითარებულ ქვეყნებში კი ქათქათა ღიმილი სილამაზისა და ჯანმრთელობის ნიშანია.

რაც მოდურია, ის კარგად იყიდება. ეს კარგად იციან საღეჭი რეზინის მწარმოებლებმა. ამიტომ, პოზიციონირების ერთ-ერთი ძირითადი მომენტი იყო სითეთრე, რასაც იაფად გჩუქნით საღეჭი რეზინი. მოგვიწევს ამ მითის გაქარწყლება.

საღეჭი რეზინი კბილებს ვერ გაათეთრებს

წარმატებული სარეკლამო სვლა სატყუარა აღმოჩნდა. საღეჭ რეზინს არ შეუძლია კბილების გათეთრება და ნადების მოცილება (ძალიან მაგარია მისთვის). მათეთრებელი ნივთიერებების კონცენტრაცია მასში ძალიან დაბალია.

გამონაკლისად შეიძლება მივიჩნიოთ გრანულების შემცველი საღეჭი რეზინები. ისინი ნაწილობრივ აცილებენ კბილებიდან ნადებს, მაგრამ ვერ შეცვლიან პროფესიონალურ გათეთრებას.

საღეჭი რეზინი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, რომელიც გამორეცხავს საკვების ნაწილაკებს, მაგრამ ესეც სუსტად მოქმედებს კბილების ჯანმრთელობაზე.

საღეჭი რეზინი მხოლოდ პროფილაქტიკური საშუალებაა და არა სამკურნალო. ის პირის ღრუს და კბილების საღეჭ ზედაპირს ასუფთავებს საკვების ნარჩენებისგან, მაგრამ არ ათეთრებს კბილებს და ვერ დაგიცავთ კარიესისგან.

არც საღეჭი რეზინი და არც დამოუკიდებელი გამოყენების სხვა საშუალებები, რომლებიც სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში იყიდება და სახლის პირობებში გამოიყენება სპეციალისტის კონსულტაციისა და ექიმის დაკვირვების გარეშე, საკმარისად ეფექტური არ არის კბილების გასათეთრებლად.

მხოლოდ სტომატოლოგს შეუძლია კბილების გათეთრება ისე, რომ ისინი თეთრი და ლამაზი იყოს. საჭირო არ არის ექსპერიმენტები. ახალი კბილები აღარ ამოგვივა. ამ საკითხში მხოლოდ პროფესიონალს უნდა ენდოთ.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..