ისტორიული ექსკურსი: ესთეტიკური სტომატოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ

ისტორიული ექსკურსი: ესთეტიკური სტომატოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ

ესთეტიკური სტომატოლოგია, როგორც სტომატოლოგიური მეცნიერების დარგი, სამედიცინო მომსახურების ბაზარზე XX ს-ის ბოლოს შემოვიდა. კბილის მკურნალობის ისტორია რამდენიმე ათასწლეულს ითვლის. აღსანიშნავია, რომ ესთეტიკის პრინციპები და სილამაზის ცნება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო. როგორ შეიცვალა სილამაზის ეტალონი კაცობრიობის ისტორიაში? როგორი ცვლილებები მოხდა ესთეტიკურ სტომატოლოგიაში?

უძველესი დრო

ესთეტიკის ნორმები ყველა დროში იცვლებოდა. დღესაც კი, განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი ერები სილამაზეს განსხვავებულად აღიქვამენ.

ესთეტიკურ მანიპულაციებს კი ადამიანი ყოველთვის ესწრაფოდა. კბილების კოსმეტიკური კონტურირება ერთ-ერთი პირველი მანიპულაციაა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია შენახული თავის ქალების საშუალებით. მაგალითად, მაიას ხალხი კბილებს იმახვილებდა, უდიდეს სილამაზედ ითვლებოდა კოსმეტიკური მიზნით შესრულებული ძვირფასი ქვების ჩანართები. კუნძულ ბალიზე ქალები წინა კბილების მინანქარს იქლიბავდნენ.

ანტიკური პერიოდი

ანტიკურ პერიოდში თავისებური კანონები არსებობდა. მაგალითად, ძველმა ეგვიპტელებმა ასეთი ფორმულა გამოიყვანეს: ხელის შუა თითის სიმაღლე 19-ჯერ ეტევა ადამიანის სხეულის სიმაღლეში (კისერსა და თავზე 3-ჯერ უწევს). ძველი საბერძნეთის მოქანდაკე პოლიკლეტმა ასეთი კანონზომიერება დაადგინა: სახის სიმაღლე 10-ჯერ ეტევა სხეულის სიმაღლეში. პოლიკლეტის წყალობით სტომატოლოგიაში არსებობს ცნება სახის ფიზიონომიური სიმაღლე (მანძილი თმების ხაზიდან ნიკაპამდე).

აღორძინების ეპოქა

ამ პერიოდმა არა მარტო მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, არამედ სამედიცინო აღმოჩენებიც დაგვიტოვა. ლეონარდო და ვინჩიმრაფაელმატიციანმა დიდი წვლილი შეიტანეს ანატომიის განვითარებაში: მათმა ნამუშევრებმა აიძულეს სხვაგვარად შეეხედათ ადამიანის სხეულისთვის, მათი წყალობით ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულის ესთეტიკური კანონები.

ესთეტიკური სტომატოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მიქელანჯელოსმიერ აღმოჩენილი 3 ნაწილის (შუბლის, ცხვირისა და პირ-ნიკაპის) თანასწორობის კანონი.

XIX-XX საუკუნეები

XIX საუკუნე ორთოდონტიული სტომატოლოგიის დასაწყისია. პირველად ექიმებმა დაიწყეს კბილების აგებულების ანომალიებისა და დეფორმაციების შესწავლა.კნეიზელმა 1836 წელს დაწერა წიგნი თანკბილვის ანომალიებზე. XX საუკუნის 60-იან წლებში რიკეტსმა აღმოაჩინა, რომ ოქროს კვეთის წესი გამოყენებადია ესთეტიკურ სტომატოლოგიაშიც (მაგალითად, ზედა ცენტრალური საჭრელის სიგანე ქვედას სიგანეს შეეფარდება პროპორციით 1:1,618 – ოქროს კვეთის ფორმულა).

თანამედროვეობა

ესთეტიკური სტომატოლოგიის თანამედროვე მდგომარეობა გულისხმობს ექიმის შემოქმედებით მიდგომას და პაციენტის კარგ მომზადებას სტომატოლოგიური ჩარევისადმი. ესთეტიკური სტომატოლოგია მოიცავს 3 ურთიერთდაკავშირებულ ნაწილს: კბილების რეკონსტრუქციას; კბილების რესტავრაციას; ტრანსფორმაციას.

ესთეტიკური სტომატოლოგიის ძირითადი მიზანია კბილთა მწკრივის ბუნებრივი ფორმის  აღდგენა, ჰარმონიის მიღწევა სახის პროპორციებსა და ღიმილს შორის. კარგი შედეგის მიღწევაში გვეხმარება ესთეტიკური სტომატოლოგიის მრავალი მეთოდი და საშუალება: უსაფრთხო საანესთეზიო პრეპარატები, სერთიფიცირებული სტომატოლოგიური აღჭურვილობა (ყველა კლინიკაში უნდა იყოს სერთიფიკატი ყველა აღჭურვილობაზე), თანამედროვე მასალები.

ამჟამად, მაღალი დონის კლინიკებს აქვთ ესთეტიკური სტომატოლოგიის მომსახურების სრული კომპლექსი:

კბილთა მწკრივის გასწორება (კბილების მობრუნება, მათ შორის შუალედების მოცილება);

კბილების ფორმის შეცვლა;

კბილების პროფესიონალური გათეთრება;

ვინირებისა და ლუმინირების დაყენება (აბსოლუტურად უსაფრთხო ტექნოლოგიით, მინიმალურ ვადებში გასწორდება კოსმეტიკური დეფექტები).

ესთეტიკური რესტავრაციისთვის გამოიყენება სპეციალური მასალები – კომპოზიტებიდა კომპომერები. სარესტავრაციო მასალების ფართო ფერთა გამა აღსადგენი კბილის ფერის ზუსტად შერჩევის საშუალებას იძლევა. კბილების რესტავრაციის ჩატარება შესაძლებელია 1 ვიზიტზე.

ესთეტიკური სტომატოლოგიის მომავალი

ლამაზი ღიმილი მოდიდან არასოდეს გადავა! ამიტომ, ესთეტიკური სტომატოლოგია ყოველთვის აქტუალური იქნება. ინოვაციურმა მასალებმა, ტექნოლოგიებმა, მეთოდებმა, კარდინალურად შეცვალა ექიმების მიდგომა ესთეტიკური სტომატოლოგიის მიმართ. თითოეულმა სტომატოლოგმა მუდმივად უნდა აიმაღლოს პროფესიონალიზმი და პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს.

 
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.