კბილების სამი ძირითადი ფორმა: სამკუთხა, ოვალური, სწორკუთხა

კბილების სამი ძირითადი ფორმა: სამკუთხა, ოვალური, სწორკუთხა

არსებობს წინა კბილების სამი ძირითადი ფორმა: ოვალური,სამკუთხა და სწორკუთხა. ვიზუალურად კბილის ტიპის განსაზღვრა შეიძლება ზომების შედარებით.

სამკუთხა ფორმის დროს კბილის ზედაპირის ზომები იზრდება ყელიდან საჭრელი კიდისკენ.

ოვალური ფორმა ხასიათდება ზედაპირის პრაქტიკულად თანაბარი ზომებით ყელის მიდამოსთან (ღრძილთან) და საჭრელი კიდის ახლოს. საჭრელი კიდის კუთხეები მომრგვალებულია.

სწორკუთხა ფორმის დროს პარალელური გვერდითი წახნაგები სწორკუთხედს მოგვაგონებენ. კიდეები უფრო მახვილია, ვიდრე ოვალური ფორმის დროს.

სტატისტიკური მონაცემებით, სწორკუთხა კბილები აქვთ ადამიანთა 57%, სამკუთხა – 28,1%, ოვალური – 14,9%.

კბილების ფორმა და პიროვნების ხასიათი

ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ კბილების ფორმა ადამიანის ხასიათით განისაზღვრება. ფიზიოგნომიკაში მიღებული წარმოდგენების მიხედვით კბილების სამკუთხა ფორმა დამახასიათებელია ნებისყოფიანი, შემტევი, აქტიური ადამიანებისთვის. კბილების ოვალური ფორმა კი – უფრო რბილი, გულღია, საზოგადოებაში კარგად ადაპტირებული ადამიანებისთვის.

კბილები და ასაკი

კბილების ფორმა სიცოცხლის განმავლობაში კარდინალურად არ იცვლება, თუ ისინი მექანიკურად არ დაზიანდა. თუმცა, 20 წლის ასაკიდან კბილები ნელ-ნელა იცვითება და ოდნავ იცვლიან ბუნებრივ ფორმას.

ზედა და ქვედა კბილები ინარჩუნებენ სახის ფორმას. თუ კბილების მთლიანად დაკარგულია, ქვედა და ზედა ყბები დროთა განმავლობაში პატარავდება (ალვეოლური ნაწილების ატროფიის გამო), სახის ქვედა ნაწილი ჩვეულ სიმაღლეზე ფიქსირებული აღარ არის, ამიტომ ზომებში იკლებს მანძილი ცხვირსა და ნიკაპს შორის. ტუჩები თხელდება, ლოყები ჩავარდება, ნიკაპი წინ მოდის. სახე ასეთ შემთხვევებში მოხუცებულის იერს იძენს.

კბილების ფორმა და სქესი

ზოგიერთმა მეცნიერმა წამოაყენა თეორია სქესისა და კბილების ფორმის ურთიერთკავშირზე. მაგრამ არც ერთ მსგავს თეორიას სამეცნიერო საფუძველი არ აქვს, რადგან არ არის გამოვლენილი ტიპიურად მამაკაცის ან ტიპიურად ქალის კბილის ფორმები.
აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.