ოფლი

ოფლი

ოფლი – საოფლე ჯირკვლებით გამოყოფილი მარილების და ორგანული ნივთიერებების წყალხსნარი. ოფლის გამოყოფა ძუძუმწოვართა მრავალ სახეობაში თერმორეგულაციას ემსახურება.

ოფლს ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ძუძუმწოვართა შორის ინფორმაციის გადაცემის სოციალურ-ბიოლოგიურ პროცესებში. ოფლით გადადის ფერომონები და მრავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება. ადამიანს ყველაზე მეტი საოფლე ჯირკვალი აქვს ხელისგულზე – 600-მდე კვადრატულ სანტიმეტრზე.

ოფლის სუნი შეიძლება იყოს როგორც აუტანელი ისე მიმზიდველი, რაც დამოკიდებულია სუბიექტის სქესსა  და დაწყვილებისადმი მზადყოფნაზე. ჯანმრთელი ადამიანის ახალგამოყოფილი ოფლის სუნი პრაქტიკულად არ იგრძნობა. ოფლის მკვეთრი, დამახასიათებელი სუნი იგრძნობა გარკვეული დროის  შემდეგ,როცა ადამიანის  სხეულზე (ტანსაცმელზე) მცხოვრები ბაქტერიები იწყებენ გამრავლებას.

ოფლის შემადგენლობა

გარემოს პირობების მიხედვით, ოფლის შემადგენლობა და მასში სითხის მოცულობა შეიძლება მერყეობდეს ძალიან ფართო საზღვრებში.  ოთახის ტემპერატურაზე დღეღამეში ადამიანი საშუალოდ   400-600 მლ ოფლს გამოყოფს ხოლო. ცხელ ამინდში, ასევე მძიმე ფიზიკური დატვირთვისას შესაძლებელია   დღეღამეში გამოიყოს12 ლ -მდე ოფლი. ოფლის შემადგენლობაში შედის  მინერალური ცვლის სხვა პროდუქტებიც, გოგირდმჟავა ნაერთები, ფოსფატები, კალიუმის ქლორიდი, კალციუმის მარილები, ასევე ცილოვანი ცვლის პროდუქტები: შარდოვანა, რძემჟავა, ამიაკი, ზოგიერთი ამინომჟავა. ოფლს მჟავე რეაქცია აქვს (pH 3.8-6.2), რაც ხელს უწყობს კანის ბაქტერიოციდულობას.

ოფლის გამოყოფის ფუნქცია

რეფლექსი  გამოიწვევა გარემოს მაღალ ტემპერატურაზე, კანის სითბოს აღმქმელი რეცეპტორების გაღიზიანებით.  საოფლე ჯირკვლები მონაწილეობს სხეულის ტემპერატურის რეგულაციაში. ერთი ლიტრი ოფლის გამოყოფაზე იხარჯება 2436კჯ, რაც იწვევს ორგანიზმის გაგრილებას.გარემოს დაბალი ტემპერატურისას ოფლის გამოყოფა მკვეთრად მცირდება. ჰაერის წყლის ორთქლით გაჯერებისას, კანის ზედაპირიდან წყლის აორთქლება წყდება, ამიტომ, ცხელ და ნესტიან სათავსოში ყოფნა ძნელად გადასატანია.

_____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა“; ,,ჰიპერჰიდროზი

..

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..