მასაჟის ტექნიკა

 მასაჟის ტექნიკა

რუსულ სკოლაში არსებობს მასაჟის 4 ძირითადი  და რამდენიმე დამატებითი ტექნიკა :

  1. ხელის გადასმა-  მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტის მიერ , გამუდმებული ზეწოლით კანზე, რომელიც არ გადადის ძვლებზე და ტარდება ცენტრისკენული მიმართულებით.
  2. გაჭიმვა– მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტისა კანზე, გამუდმებული ზეწოლით ტკივილის შეგრძნებამდე. ტარდება არა ცენტრისკენული მიმართულებით.
  3. გახურება– მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტისა კანზე, რომელიც გულისხმობს გამუდმებულ ზეწოლას ნულიდან ტკივილის შეგრძნებამდე, ტარდება სპირალურად, ცენტრისკენული მიმართულებით.
  4. 4.    დარტყმითი და ვიბრაციული ტექნიკა- რიტმული, მექანიკური, ვიბრაციული ზემოქმედება მასაჟისტის მიერ კანზე რიტმის ცვლილებით, რომელიც სრულდება როგორც გრძივად, ისე განივად. შესრულების მაგალითი : ხელისგულისმიერი ზედაპირით ძვალზე ხელის გადასმა, პალმის ტროთი ნეკნებზე დარტყმა ( წყვეტილი ვიბრაცია ) .

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტაქტიკებს შორის გამოყოფენ მათ სხვადასხვა სახეს.  მასაჟის პირველი ეტაპი- ხელის გადასმა შეიძლება იყოს ბრტყელი ( ბრტყლად დადებული ხელის გული ადვილად სრიალებს კანის ზედაპირზე ) , წყვეტილი ( ძირითადად ხდება ნეკნის დისტალური ნაწილის მასაჟირება), უწყვეტი ( ზეწოლის ძალა მცირდება და პულსურ ხასითს იღებს ) .

გაჭიმვა არის 2 სახის: სავარცხლისებრი( კომბი) და ფოცხისებრი(ტალღისებრი ) . კომბს ასრულებენ თითის შუა ფალანგებით , ფოცხისებრს კიდეებში ოდნავ გაშლილი თითების დისტალური ფალანგების ბალიშებით. არსებობს კიდევ ერთი სახე- პინცეტისმაგვარი,რომლის დროსაც ხელის დიდ თითსა და დანარჩენ თითებს შორის ექცევა კანი .

გახურება შეიძლება იყოს უწყვეტი-ხელები ერთ სიბრტყეშია, მაგრამ ერთმანეთს არ ეხება. კანი მჭიდროდაა დაჭერილი, ერთი ხელით გადავაადგილებთ ჩვენი მიმართულებით, მეორეთი კი საპირისპიროდ.

ვიბრაციაც შეიძლება იყოს წყვეტილი და უწყვეტი. გამოყოფენ უწყვეტ სტაბილურს- ხელი არ გადააქვთ სამასაჟე ადგილიდან, და ლაბილური- ხელს არ იღებენ,მაგრამ გადააგდილებენ გასწვრივ. წყვეტილი ვიბრაცია სრულდება  თითის წვერებით ან ხელისგულით, ამ დროს მასაჟისტი ხელს იღებს ხოლმე სამასაჟე ადგილიდან.

დარტყმითი ტექნიკა-ხელის გადასმა ( ხელის თათუნი ) , ხელის სრიალი, დარტყმა. ხელის გადასმა ხდება ხელისგულისმიერი ზედაპირით  დაპრესილი დიდი თითით. ხელების მოძრაობა მონაცვლეობითია. ხელის სრიალი ხდება თითების წვერით. დარტყმა- ნეკნებზე, იდაყვის მხრიდან, თითები მოდუნებულია და ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან. უნდა აღინიშნოს ის, რომ დარტყმითი მოძრაობები არუნდა იყოს მტკივნეული. მისი გამოყენების დრო მინიმალურია, სხვა ტიპებთან შედარებით.

 

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..