მასაჟის ჩამოყალიბების ისტორია

მასაჟის ჩამოყალიბების ისტორია

შეუძლებელია იმის თქმა, თუ სად ჩამოყალიბდა მასაჟი. ის აღმოცენდა და განვითარდა სხვადასხვა ქვეყანასა და კონტინენტზე. მასაჟი ცნობილი იყო წყნარი ოკეანის კუნძულებზე მცხოვრებთათვის. მასაჟს იცნობდნენ ინდონეზიელებიც. ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში ძველ ჩინეთში არსებობდა საექიმო სკოლები, სადაც ერთ-ერთ დისწიპლინად სწორედ მასაჟი ბარდებოდა.

მასაჟს უძველესი დროიდან იცნობენ. ჩინეთში ის აღწერილია ქრისტეშობამდე 3000 წლით ადრე, ხოლო ინდოეთში ქრ.შ-მდე 700 წლით ადრე. რომაელები მასაჟს იყენებდნენ  ბრძოლების შემდეგ ტრავმებისა და ჭრილობების გასაქრობად. საბერძნეთში კი ჰიპოკრატეს დროიდან თვლიდნენ მასაჟს უებარ საშუალებად მრავალი დაავადების დროს.

ჰიპოკრატეს მოსწავლეები თვლიდნენ, რომ მასაჟი დროებითი საშუალებაა კანიდან ჩაქცევებისა და გამონაჟონის მოსაშორებლად. I საუკუნეში მასაჟი საერთოდ აკრძალეს, რადგან წარმათობის გადმონაშთად თვლიდნენ. მხლოდ 300 წლის წინათ აღდგა მასაჟი, როგორც მრავალი დაავადების სამკურნალო დისწიპლინა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, მასაჟი, როგორც მეცნიერება ჩამოყალიბებული არ იყო, რადგან ის იმ ხალხის ხელში გახლდათ, რომლებმაც არ იცოდნენ არაფერი არც ორგანიზმის, არც მასაჟის ზეგავლენის, არც დაავადებების შესახებ.

პირველი ადამიანი, რომელმაც დაიწყო მასაჟის სერიოზულად შესწავლა იყო პეტრე-ჰენრიხ ლინგი.

ის გახლდათ მღვდლის შვილი და მამის საქმის გაგრძელებას აპირებდა. ქალაქ უპსალაში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ის გაემგზავრა ევროპაში თავის თანამემამულესთან ერთად. გზაში ლინგი ავად გახდა, დაავადების ნიშნების მიხედვით ეს იყო რევმატიზმი, რომლისგანაც მიუხედავად მკურნალობისა, ვერ განიკურნა. კოპენჰაგენში მან გაიცნო ფრანგი ემიგრანტები, რომლებიც ფარიკაობაში ავარჯიშებდნენ.  ფარიკაობ შეუმცირა რევმატოლოგიური ტკივილები, რის შემდეგაც ლინკი აქტიურად დაკავდა ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესწავლით და გამოუშვა წიგნი ტანვარჯიშზე.

ამის შემდეგ მან სტოკჰოლმში გახსნა ტანვარჯიშის სამეფო ინსტიტუტი, რომელიც ახლაც არსებობს. აქ დადიან სამკურნალოდ, ბავშვები ტანვარჯიშის შესასწავლად და სავარჯიშოდ.

გერმანელი ექიმი  მოზენგეილი, იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაიწყო მუშაობა მასაჟის ფიზიოლოგიაზე.

________________________________________

სტატია მოამზადა გიორგი გერგეშელიძემ

..