ზეითუნის ზეთის არჩევა

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი


ზეითუნის ზეთის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ სორტის დასახელებას, რომელიც ეტიკეტზე უნდა იყოს მითითებული. ზეითუნის ზეთისთვის საერთაშორისო ვაჭრობაში ასეთი სორტებია დადგენილი:

  • Virgin Olive Oil – ეს არის არარაფინირებული ზეითუნის ზეთი, რომელიც მიღებულია მხოლოდ ფიზიკური მეთოდების (დაწნეხა, დაყოვნება, ფილტრაცია) გამოყენებით, ქიმიური გაწმენდის გარშე.
  • Refined Olive Oil (ან უბრალოდ Olive Oil) – რაფინირებული ზეითუნის ზეთია.
    ამ ზეთის ერთ-ერთი სახეობა, Light Olive Oil ისეა დამუშავებული, რომ მისი რამოდენიმეჯერ გაცხელებაც კი დაიშვება – მისი გაცხელებისას კანცეროგენული ნივთიერებები არ წარმოიქმნება.
  • Pure Olive Oil – რაფინირებული და არარაფინირებული ზეთების ნარევია.
  • Pomace Olive Oil – ეს ყველაზე დაბალი ხარისხის ზეითუნის ზეთია. იგი მიიღება ზეთისხილის ნაწნეხისაგან, ქიმიური გამხსნელებისა და მაღალი ტემპერატურის გამოყენებით.

ჩვენი ჯანმრთელობისთვის ყველაზე სასარგებლო სორტია Virgin Olive Oil (ამავე დროს ის ყველაზე ძვირიც ღირს).
თუმცა, თუკი ზეთის გაცხელებას ან მისი გამოყენებით რაიმეს შეწვას გეგმავთ, რა თქმა უნდა Refined Olive Oil უნდა შეიძინოთ, სასურველია Light Olive Oil ტიპის.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა ბაზარზე სუფთა ზეითუნის ზეთად სხვადასხვა ზეთების ნარევს ასაღებენ. თუ ასეთი საეჭვო ზეთის შეძენას აპირებთ, გირჩევთ ჯერ მცირე რაოდენობა შეიძინოთ და 2-3 დღით მაცივარში შედოთ.
სუფთა ზეითუნის ზეთი მაცივარში 2-3 დღის მოთავსების შემდეგ თეთრი ნალექს იკეთებს, რომელიც ოთახის ტემპერატურაზე სწრაფად ქრება.
თუკი ზეითუნის ზეთში სხვა ზეთია შერეული, ასეთი ნალექი აღარ წარმოიქმნება.
ასე იოლად გაარჩევთ ზეითუნის ზეთი სუფთაა, თუ სხვა ზეთი აქვს შერეული.
და კიდევ ერთი: ზეითუნის ზეთის ფერი აუცილებლად ყვითელი არ არის. იგი ზეთისხილის მოყვანის ნიადაგისა და კლიმატურ პირობების მიხედვით ყვითლიდან მწვანემდე იცვლება.
არარაფინირებული ზეითუნის ზეთი Virgin Olive Oil შენახვის განმავლობაშიც იცვლის ფერს.
 სტატია აღებულია საიტიდან: www.momxmarebeli.ge; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

ზეითუნის ზეთის არჩევა