ქოლესტერინი საკვებ პროდუქტებში

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

ქოლესტერინს შეუძლია ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედში  სინთეზირება («in situ» — ადგილზე), და არა მარტო ღვიძლში. ის  ბევრი საციცოცხლო პროცესისთვისაა აუცილებელი და მისი ცვლა რეგულირდება მეტაბოლიზმის ზოგადი კანონებით, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებისა ჩვენს ორგანიზმში.
ზრდასრული ადამიანის ქოლესტერინის ყოველდღიური მოთხოვნილება საშუალოდ  2.5 გრამია. თავად ორგანიზმი ახდენს დაახლოებით 2 გრამი ქოლესტერინის სინთეზს, დანარჩენს კი, როგორც წესი, იღებს კვების რაციონის შემადგენლობიდან. მისი მიღება გარედან, საკვები პროდუქტებით, არ არის სავალდებულო,  და ხანგრძლივად (თუნდაც მუდმივად!) მისი არარსებობა საკვებში, უსაფრთხოა და არ იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

დღემდე არ არსებობს ერთი აზრი   სისხლში ქოლესტერინის შემცველობაზე „ასაკობრივი ნორმის“ მიხედვით. მაგრამ  ყველა აღიარებს  ქოლესტერინის მაღალი დონის ურთიერთკავშირს  (იგულისხმება მისი „მავნე“ ფრაქციები: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები(VLDL) და ა.შ.) ათეროსკლეროზის განვითარებასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.

ჩემი აზრით, სპეციალისტების მტკიცებულებებში არის ხელშესახები სიმართლის წილი, რომლებიც აკავშირებენ იმ პროდუქტების „მავნეობას“, რომლის შემცველობაშიცაა ქოლესტერინი სხვა  არასასურველ კომპონენტებთან ერთად. მაგალითად, საქონლის ქონი შეიცავს ქოლესტერინს და დიდ წილ გაჯერებულ (მყარ) ცხიმებს. ეს პროდუქტი არის, რა თქმა უნდა, „პრობლემური“ და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ქვეყნებში, სადაც საკვებში ტრადიციულად იყენებენ ბევრ საქონლის ხორცს ათეროსკლეროზით  დაავადების სიხშირე შესამჩნევად მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც იყენებენ სხვა ცხოველების ხორცს.

ამის საპირისპიროდ, თევზი შეიძლება შეიცავდეს ქოლესტერინის თანაბარ რაოდენობას, მაგრამ ამასთან ერთად გაჯერებული ცხიმების გაცილებით ნაკლებ რაოდენობას და უფრო მეტი რაოდენობის უჯერ ცხიმებს. ამის შედეგად ცხიმმა, რომელიც თევზის შემცველობაშია, შეიძლება გამოიწვიოს არა ათენოგერული (ათეროსკლეროზის გამომწვევი), არამედ პროფილაქტიკური გავლენა ათეროსკლეროზის განვითარებაზე. უპირატესობა უნდა მიენიჭოს თევზის იმ სახეობებს, რომლებიც ცხოვრობენ ცივ ზღვებში (ცივ წყლებში), და ამასთან დაკავშირებით აქვთ უფრო მეტი თხევადი უჯერი ცხიმოვანი მჟავები საკუთარი შიდა ქონის შემადგენლობაში.

ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, უფრო სწორია აისახოს არა მხოლოდ  ქოლესტერინის შემადგენლობა, არამედ  ათეროსკლეროზის განვითარებასთან დაკავშირებული მოცემული პროდუქტის „საფრთხის“ ხარისხი. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღნიშნულია მკაცრად კონტროლირებადი პროდუქტები წითელი ნიშნით, ზომიერად „სარისკო“ — ყვითელით და შედარებით უსაფრთხოები — მწვანე ნიშნით. ამასთან ერთად დღეს მიღებული რაციონში ქოლესტერინის შემცველობის ნორმები 300 – 400 მგ-ა.

აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური გაშენების პირობებში ცხოველების გამოკვების მეთოდები და მათი ზრდის სიჩქარე ასევე ზემოქმედებენ მათი ცხიმების შემადგენლობაზე. ეს ეხება როგორც თევზს, ასევე ფრინველს, რომლებიც გამოყვანილია ინტენსიური ტექნოლოგიებით.

ქოლესტერინიშემცველი პროდუქტი — 100 გ.

ქოლესტერინი შემცველობა — მგ.

ხორცი, ხორცპროდუქტები

ტვინი

800-230

თირკმელები

300-800

ღორის ხორცი

110

ღორის ხორცი, წელის ნაწილი

380

ღორის ბარკალი

360

ღორის ღვიძლი

130

ღორის ენა

50

საქონლის ხორცი ცხიმიანი

90

საქონლის ხორცი უცხიმო

65

ხბოს ხორცი უცხიმო

99

საქონლის ღვიძლი

270-400

საქონლის ენა

150

ირმის ხორცი

65

ირმის ხორცი უკანა ნაწილი, ფეხი, ზურგი

110

ცხენის ხორცი

78

ცხვრის ხორცი უცხიმო

98

ბატკანი (ზაფხულის)

70

კურდღლის ხორცი

90

ქათამი კანის გარეშე მუქი ხორცი

89

ქათამი კანის გარეშე თეთრი ხორცი

79

ქათმის გული

170

ქათმის ღვიძლი

492

ბროილერი 1 კატეგორიის

40-60

წიწილა

40-60

ინდაური

40-60

იხვი კანი გარეშე

60

იხვი კანით

90

ბატის ხორცი

86

ლივერული ძეხვი ხბოს ხორცისგან

169

ლივერული პაშტეტი

150

უმად შებოლილი ძეხვი

112

სარდელები

100

სოსისები ბანკებში

100

თეთრი მიუნხენური ძეხვი

100

შებოლილი მორტადელა

85

სალიამი

85

ვენური სოსისი

85

სერველადი

85

მოხარშული ძეხვი

40-მდე

მოხარშული ძეხვი ცხიმიანი

60-მდე

 თევზი, ზღვის პროდუქტები

წყნარი ოკეანის სკუმბრია

360

სევრიუგა

300

კობრი

270

ხამანწკა

170

გველთევზა

160-190

მიდია

64

კრევეტი

144

სარდინი ზეთში

120-140

მინტაი

110

ქაშაყი

97

კიბორჩხალა

87

კალმახი

56

ახალი (დაკონსერვებული) თინუსი

55

მოლუსკი

53

კიბო

45

ზღვის ენა

50

ქარიყლაპია

50

 სტავრიდა

40

ვირთევზა

30

თევზი საშუალო ცხიმიანობის (12% – მდე ცხიმიანობის)

88

 არაცხიმიანი ხარისხის თევზი (2 — 12%)

55

კვერცხი

კვერცხი მწყერის (100გ)

600

ქათმის კვერცხი მთლიანი (100გ)

570

რძე და რძის პროდუქტები

თხის რძე აუდუღარი

30

ნაღები 30%

110

ნაღები 20%

80

ნაღები 10%

34

არაჟანი 30% ცხიმიანობის

90-100

არაჟანი 10% ცხიმიანობის

33

ძროხის რძე 6%

23

რძე 3 – 3.5%

15

რძე 2%

10

რძე 1%

3.2

კეფირი ცხიმიანი

10

იოგურტი ჩვეულებრივი

8

იოგურტი ცხიმგამოცლილი

1

კეფირი 1%

3.2

ხაჭო ცხიმიანი

40

ხაჭო 20%

17

ხაჭო ცხიმგამოცლილი

1

შრატი

2

ყველი

ყველი „გაუდა“ – 45%

114

ყველი ნაღების ცხიმიანობა – 60%

105

ყველი „ჩესტერი“ – 50%

100

ყველი „ედამი“ – 45%

60

ყველი „ედამი“ – 30%

35

ყველი „ემენტალი“ -45%

94

ყველი „ტილზიტი“ – 45%

60

ყველი „ტილზიტი“ – 30%

37

ყველი „კამამბერი“ – 60%

95

ყველი„კამამბერი“ – 45%

62

ყველი„კამამბერი“ – 30%

38

ყველი შებოლილი

57

ყველი „კოსტრომული“

57

ყველი „ლიმბურგული“ – 20%

20

ყველი „რომადური“ – 20%

20

ცხვრის ყველი – 20%

12

მდნარი ყველი – 60%

80

მდნარი ყველი „რუსული“

66

მდნარი ყველი – 45%

55

მდნარი ყველი – 20%

23

ყველი სახლის – 4%

11

ყველი სახლის – 0.6%

1

 ზეთები და ცხიმები

მდნარი ნაღების ზეთი

280

ნაღების კარაქი ახალი

240

ნაღების კარაქი „გლეხური“

180

საქონლის ცხიმი

110

ცხიმი ღორის ან ცხვრის

100

მდნარი ბატის ცხიმი

100

ღორის სალა

90

მცენარეული ზეთები

0

მარგარინი მცენარეული ცხიმებზე.

0

მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და მცენარეული ზეთები არ შეიცავენ ქოლესტერინს. ისინი შეიცავენ მის ანალოგ — სიტოსტერინს (ფიტოსტერინების ჯგუფი, ცელულოზურ-ქაღალდის კომბინატების ნარჩენების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი), რომელიც პირიქით, ახდენს ნორმალიზაციის ეფექტს ლიპიდების ცვლაზე. ნაწლავში, ისინი ქმნიან უხსნად კომპლექსებს ქოლესტერინთან, რომლებიც ცუდად შეიწოვებიან და შემდგე კი გამოდიან ორგანიზმიდან.

ზოგადად კი, თავის მხრივ მინდა დავამატო, რომ ჩვენი ორგანიზმი არც ისე დაუცველია ალიმენტარული (საკვები) ქოლესტერინის წინაშე. მას შეუძლია „უარი“ თქვას უკანასკნელის ჭარბი რაოდენობით შეწოვაზე, ამავდროულად კი გადაიყვანოს ის უხსნად ნაერთებში — კოპროსტერონებში. თუმცა, ეს მექანიზმი მუშაობს მხოლოდ მიღებული საკვების კომპონენტების სწორი საერთო ბალანსის და კარგი ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ფუნქციონირებას. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.