დიეტა მაღალი ქოლესტერინის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი 

დიეტა ქოლესტერინის შესამცირებლად, პირველ რიგში, შემუშავებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე  ადამიანებისთვის. ექიმების თქმით, ქოლესტერინი შეიძლება საშიში იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის.
მას ახასიათებენ, როგორც „ჩუმ მკვლელს“. სისხლში ქოლესტერინის მომატება იწვევს ათეროსკლეროზს, ასევე გულისა და სისხლძარღვების სხვა საშიშ დაავადებებს.
არასასურველი სცენარის თავიდან ასაცილებლად გვეხმარება სპეციალური დიეტა, რომელიც მიმართულია ქოლესტერინის დონის  მუდმივ კონტროლზე.

ქოლესტერინის დონის შესამცირებელი დიეტის თავისებურებები

მართლაც, ქოლესტერინის მომატებული დონე ერთ-ერთი მთავარი რისკ ფაქტორია ათეროსკლეროზის განვითარების დროს.
ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტის თავისებურება კი იმაში მდგომარეობს, რომ ის გამორიცხავს იმ პროდუქტებს, რომლებიც ქოლესტერინის დონეს ზრდიან. ქოლესტერინი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის ერთ-ერთ პროდუქტს, რომელიც ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში გვხვდება.
გასაოცარია ის, რომ თითოეული ჩვენგანი ყოველდღე იღებს ქოლესტერინს, მიუხედავად იმისა, რომ ის პოტენციურად სახიფათოა ჩვენი ორგანიზმისთვის.
საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე რომ არ შევუქმნათ, ქოლესტერინის დონე ნორმაში უნდა იყოს.
როგორ მივაღწიოთ ამას? ყველაფერი უნდა იყოს დაბალანსებული. რადგან ქოლესტერინს ვიღებთ საკვების მიღების დროს, მაშინ მისი დონის რეგულირება შეიძლება ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტით.
გაჯერებული (მყარი) ცხიმები, რომლებსაც ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტები შეიცავს, მნიშვნელოვნად ზრდიან სისხლში ქოლესტერინის დონეს.
ხოლო მცენარეული წარმოშობის ცხიმები კი სასარგებლო გავლენას ახდენენ ქოლესტერინზე და ხელს უწყობენ მის შემცირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კვება  სწორად არის დაბალანსებული, შეძლებთ თავიდან აიცილოთ სისხლში ქოლესტერინის დონის მომატება.

ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ აუცილებელია მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების გამოყენება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე „ცუდი“ ცხიმი მარგარინია. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ცხიმებს, რომლებიც შედგებიან პოლიუჯერი ცხიმების მჟავებისგან. ეს შეიძლება იყოს სიმინდის ზეთი, ზეითუნის ზეთი ან სელის ზეთი.  გაჯერებული ცხიმების საერთო წილი უნდა იყოს ყოველდღიურად მიღებული საკვებიდან ენერგეტიკული ღირებულების არა უმეტეს 25-30 %.
ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტის სხვა თავისებურებაა ქოლესტერინის მიღების დღიური ნორმის 250 მგ-მდე შეზღუდვა. დიეტის მიხედვით, ასევე,  აუცილებელია გაიზარდოს ყოველდღიურად მიღებული ახალი ბოსტნეულის და ხილის რაოდენობა,  რომლებიც შეიცავენ ბევრ ნახშირწყლებს.

გამოვრიცხოთ პროდუქტები, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონეს ზრდიან

პროდუქტები, რომლებიც ზრდიან ქოლესტერინის დონეს,  პირველ რიგში არის ცხოველური  წარმოშობის ცხიმების შემცველი პროდუქტები, ან კიდევ გაჯერებული ცხიმები. მაგალითად, ხორცის ისეთი კატეგორიები, როგორებიცაა  ღორის ხორცი ან ცხვრის ხორცი, ვიჩინა. ასევე მარგარინი, კარაქი, „შპროტი“(თევზის კონსერვი). ცხიმიანი ხორცის უმჯობესია   ჩავანაცვლოთ ქათმით ან ინდაურით.
ქოლესტერინის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქტებია  ასევე სუბპროდუქტები (არაძირითადი პროდუქტები), მაგალითად ღვიძლი, თირკმელები, ფილტვი, ენა და ტვინი. თევზეულობიდან აქ შეიძლება შევიტანოთ ხიზილალა, კალმარები და რვაფეხა. ასეთი პროდუქტები  შეიძლება იყოს ყოველდღიური კვების რაციონში, მაგრამ რეკომენდირებულია მათი გამოყენების მინიმუმამდე შეზღუდვა.
ყურადღება უნდა მიექცეს ზოგიერთ რძის პროდუქტებსაც, რომლებიც ქოლესტერინის რაოდენობას ზრდიან. უნდა შეიზღუდოს და მნიშვნელოვნად შემცირდეს ცხიმიანი ხაჭოს და არაჟნის გამოყენება.
ყველი უნდა შეიცავდეს არა უმეტეს 30 % ცხიმს.
რაციონში კვერცხის ჩართვა დაშვებულია, მაგრამ კვირაში არა უმეტეს 2 მოხარშული კვერცხისა. თუმცა თუ თქვენ მოაშორებთ ყვითელ გულს, მაშინ ცილა შეგიძლიათ თავისუფლად მიირთვათ განუსაზღვრელი რაოდენობით.
ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტა მარტო სწორად შედგენილი მენიუთი არ შემოიფარგლება. ქოლესტერინის მომატებული დონის შემთხვევაში აუცილებელია  გარკვეული რეკომენდაციების გათვალისწინება.
ბოსტნეულის სალათები ჯობს შევანელოთ ზეითუნის ზეთით, ლიმონის წვენით, ნებისმიერი სანელებლებით გემოვნების მიხედვით.
ამ დროს კი მკაცრად შეზღუდულია ისეთი ცხიმიანი სოუსების გამოყენება, როგორიცაა მაიონეზი და კეტჩუპი.
ზეითუნის ზეთი შეიცავს დიდი რაოდენობით მონოუჯერ ცხიმებს და ითვლება სასარგებლოდ. ასევე დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმებს შეიცავს თევზის პროდუქტებიც. ისინი ხელს უწყობენ სისხლში ქოლესტერინის გახლეჩას (გაყოფას) და ამით ამცირებენ ქოლესტერინის ზრდას.
საჭმლის მომზადებისას სჯობს უარი ვთქვათ შეწვაზე და მოვამზადოთ ხარშვის მეთოდით, მოშუშვის მეთოდით, ორთქლზე ან კიდევ გრილზე.
უშუალოდ მომზადების წინ მოაჭერით ზედმეტი ცხიმი ხორცს, ქათმის ხორცს კი კანი მოხსენით. ამ დიეტის დროს იკვებეთ 5-ჯერ დღეში, დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ. ზედმეტი წონის ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეამცირონ 3-5 გრ-მდე მარილის გამოყენება დღეში.
ქოლესტერინის შესამცირებელი დიეტის დროს აკრძალულია სიგარეტი და ალკოჰოლი. ასევე, უარი უნდა ითქვას ყველა სახის ტკბილეულზე. ისინიც წარმოადგენენ ქოლესტერინის ზრდის პროდუქტებს. იმიტომ რომ შაქრის დონის მომატება ხელს უწყობს სისხლში  ქოლესტერინის დონის მომატებასაც.
ყველაზე მეტად საშიშად ითვლება „ფარული“ შაქარი, რომლის შემადგენლობასაც შესაძლებელია  ბევრი ვერც ხვდება. ეს შეიძლება იყოს გაზიანი სასმელები, ნაყინი ან ტკბილი ჩაი ბოთლებში.
ამერიკელმა მეცნიერებმა დაადგინეს კავშირი ნატურალურ ყავასა და ქოლესტერინის დონის მატებას შორის. ყავის მოყვარულებისთვის რეკომენდირებულია ხსნად ყავაზე გადასვლა და დღეში ორი ფინჯანი ყავით შემოფარგვლა.

ერთი დღის მენიუს ნიმუში ქოლესტერინის დონის მომატებისას

  • პირველი საუზმე: წიწიბურა – 150გრ., ვაშლი ან ფორთოხალი, ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე (შეიძლება რძესთან 1.5 %-მდე ცხიმ.)
  • მეორე საუზმე: პომიდორის და კიტრის სალათა 250 გრ.,  (გემოვნების მიხედვით შენელებული ზეითუნის ზეთით და სანელებლებით), სტაფილოს წვენი 200 მლ.
  • სადილი: ბოსტნეულის წვნიანი ზეითუნის ზეთზე 300მლ., ორთქლზე დამზადებული ქათმის ხორცის კოტლეტი 150 გრ., ბოსტნეული გრილზე 150 გრ., ხორბლის პური 1 ნაჭერი, ფორთოხლის წვენი 200 მლ.
  • სამხარი: შვრიის ფანტელები 120 გრ., ვაშლის წვენი 200 მლ.
  • ვახშამი: უცხიმო თევზი გრილზე 200 გრ., მოთუშული ბოსტნეული 150 გრ., ქატოს პური 1 ნაჭერი, ჩაი ან ყავა შაქრის გარეშე (შეიძლება რძესთან 1.5 %-მდე ცხიმ.). სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>>> ,,ქოლესტერინი”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

დიეტა მაღალი ქოლესტერინის დროს