ქოლესტერინი და თვალი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

ქოლესტერინის მაღალი დონე დაკავშირებულია გულის დაავადებების, ინსულტის, ჰიპერტენზიის, პერიფერიული სისხლძარღვთა პათოლოგიების, დიაბეტის განვითარების მომატებულ რისკთან და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იწვევს თვალთან დაკავშირებულ პრობლემებსაც, რომელთა შორისაა ბადურის ვენის ოკლუზია, ბადურის არტერიის შევიწროება და დახშობა, რაც თავის მხრივ განაპირობებს მხედველობის დაკარგვას.

მხედველობის შემოწმების დროს აუცილებელია, რომ ოფთალმოლოგის მიერ ყურადღება მიექცეს ქოლესტერინის მაღალი დონის ნიშნებს თვალების მხრივ. ეს ნიშნებია:

კორნეალური რკალი (Corneal arcus, Arcus senilis) – თხელი თეთრი ან ნაცრისფერი რგოლი, რომელიც ვითარდება თვალის რქოვანას ირგვლივ და წარმოადგენს ცხიმის დეპოზიტს. აღნიშნული ნიშანი უფრო ხშირად აღინიშნება ასაკოვან ადამიანებში, განსაკუთრებით ყურადსაღებია თუ ახალგაზრდა ასაკში შეიმჩნევა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონის გადამოწმება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.

ჰოლენჰორსტის ფოლაქი – ბადურის სისხლძარღვების ემბოლია, რასაც იწვევს ათერომატოზული ფოლაქი და  ოფთალმოსკოპით დათვალიერებისას აღინიშნება მოყვითალო, ნათელი ლაქა. ასეთი პაციენტი აუცილებლად საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს.

ქსანთელაზმები – ქუთუთოს კიდეზე არსებული ბრტყელი ქსანთომები, მკვეთრად შემოსაზღვრული, მოყვითალო ფერის ცხიმის დეპოზიტები. გადასვლა >>> ქოლესტერინი

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია

ქოლესტერინი და თვალი