ქოლესტერინის ბიოლოგიური როლი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამოამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
 დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ომეგა-3 ,,ამაზონზე”
სელის ზეთი
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი

ქოლესტერინის ბიოლოგიური როლი

ქოლესტერინი ორგანული ნაერთია, რომელიც ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს  ასრულებს.  ქოლესტერინის დაახლოებით 80% გამომუშავდება  ორგანიზმში (ღვიძლი, ნაწლავები, თირკმლები, თირკმელზედა ჯირკვალი, სასქესო ჯირკვლები), დანარჩენ 20% ადამიანი იღებს საკვებით.

ქოლესტერინი უჯრედის პლაზმური მემბრანების შემადგენლობაში უზრუნველყოფს  პლაზმური მემბრანის გამავლობის სტაბილურობას ტემპერატურის ფართო ინტერვალში. სწორედ  აღნიშნული იცავს ერითროციტებს ჰემოლიზური შხამებისაგან.

ქოლესტერინი აუცილებელია სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნისათვის, რომელთა შორისაა კორტიზოლი, ალდოსტერონი, ქალის სასქესო ჰორმონები, ესტროგენები და პროგესტერონი, მამაკაცის სასქესო ჰორმონი, ტესტოსტერონი.

მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში. ასევე ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით წარმოადგენს ანტიოქსიდანტს.

ქოლესტერინი წარმოადგენს საფუძველს ნაღვლის მჟავებისა და  ვიტამინი D-ს გამომუშავებისათვის, თუმცა მისი სიჭარბე განაპირობებს ნაღვლის კენჭების წარმოქმნას, სისხლძარღვების ათეროსკლეროზულ დაზიანებასა და ნივთიერებათა ცვლის სხვა დარღვევებს. გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია

ქოლესტერინის ბიოლოგიური როლი