ლეტროზოლი სანდოზი

ლეტროზოლი სანდოზი – სასქესო ჰორმონების ანტაგონისტი

ლეტროზოლი სანდოზის შემადგენლობა

თითოეული გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 2,5 მგ ლეტროზოლს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმისსტეარატი, სილიციუმი კოლოიდური უწყლო, ჰიპრომელოზა, ტალკი, მაკროგოლ 8000, ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172).
ლეტროზოლი სანდოზის შეფუთვის შემადგენლობა:
კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა პვქ/პე/პვდქ დაფარვით ალუმინის კილიტისაგან. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 30 (3×10) ტაბლეტი შესაფუთ ჩანართ ფურცელთან ერთად.

ლეტროზოლი სანდოზის რა არის  ლეტროზოლ სანდოზი   და რისთვის იყენებენ მას 
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფერმენტის ინჰიბიტორი.
არომატაზის არასტეროიდული ინჰიბიტორი (ესტროგენების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი);
სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი;
ათქ კოდი: L02B G04.

ლეტროზოლი სანდოზის შემცველობა 

შეიცავს ლეტროზოლს – არასტეროიდულ ნივთიერებას, რომელიც მიეკუთვნება არომატაზის ინჰიბიტორების ჯგუფს, რომელსაც გააჩნია ქალის სქესობრივი ჰორმონების (ესტროგენების) ბიოსინთეზის დათრგუნვის უნარი და რომელიც გამოიყენება სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების ჰორმონალურ მკურნალობაში.
ლეტროზოლი ამცირებს ესტროგენის რაოდენობას არომატაზის – იმ ფერმენტის დაბლოკვით, რომელიც მონაწილეობას იღებს ესტროგენების გამომუშავებაში. ამის შედეგად ნელდება ან წყდება სიმსივნური უჯრედების ზრდა და ისინი არ ვრცელდებიან სხეულის სხვა ნაწილებზე, რაც თავიდან იცილებს მეტასტაზების წარმოქმნას.

ლეტროზოლი სანდოზის ფარმაკოდინამიკა
ქალის სქესობრივი ჰორმონები ესტროგენები ასტიმულირებენ სიმსივნის ზრდას, ამიტომ მათი მოქმედების ბლოკადა ხელს უწყობს სიმსივნის ზრდის შეწყვეტას (იმ შემთხვევაში, როდესაც სიმსივნური ქსოვილის ზრდა დამოკიდებულია ესტროგენების არსებობაზე).
ქალებს მენოპაუზის პერიოდში ესტროგენები წარმოექმნებათ, უმთავრესად, არომატაზის ფერმენტის მოქმედების შედეგად, რომელიც გარდაქმნის თირკვმელზედას ანდროგენებს – უპირველეს ყოვლისა, ანდროსტენდიონს და ტესტესტერონს – ესტრონად და ესტრადიოლად. ამის ხარჯზე არომატაზის ფერმენტის სპეციფიური დათრგუნვა ხელს უწყობს პერიფერიულ ქლოვილებში და უშუალოდ სიმსივნის ქსოვილებში ესტროგენების ბიოსინთეზის დათრგუნვას.
ლეტროზოლი არომატაზის არასტეროიდულ ინჰიბიტორს წარმოადგენს. ის თრგუნავს არომატაზის ფერმენტს, რაც იწვევს ესტროგენების ბიოსინთეზის დაქვეითებას ყველა მათ შემცველ ქსოვილში.
ჯანმრთელ ქალებში პოსტმენოპაუზის დროს ლეტროზოლის 0,1, 0,5 და 2,5 მგ ერთჯერად დოზებს გააჩნიათ სისხლის შრატში ესტრონის და ესტრადიოლის დონეების საწყისი დონეებიდან შესაბამისად 75-78%-ით და 78%-ით შემცირების უნარი. მაქსიმალური დათრგუნვა მიიღწევა 48-78 სთ-ის შემდეგ.
პოსტმენოპაუზის პერიოდში ავადმყოფებში გავრცელებული სარძევე ჯირკვლის კიბოთი სადღეღამისო დოზა 0,1-დან 5 მგ-მდე ყველა პაციენტს უქვეითებს ესტრადიოლის, ესტრონის და სულფატის ესტრონის კონცენტრაციას პლაზმაში 75-95%-ით საწყისი დონიდან.
ლეტროზოლი სანდოზის ფარმაკოკინეტიკა
ლეტროზოლი სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (საშუალო აბსოლუტური ბიოხელმისაწვდომობა 100% ახლოს არის).
საკვების მიღება ამცირებს შეწოვის სიჩქარეს, ამიტომ ლეტროზოლის მიღება შეიძლება საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად.
ლეტროზოლის დაახლოებით 60% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს (55%). ლეტროზოლის კონცენტრაცია ერითროციტებში პლაზმაში ამგვარის დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
ლეტროზოლი სწრაფად და ფართოდ ვრცელდება ქსოვილებში.
ლეტროზოლის გამოდევნის ძირითად გზას მისი ფარმაკოლოგიურად არააქტიურ კარბინოლის მეტაბოლიტად გარდაქმნა წარმოადგენს. ლეტროზოლის ამ მეტაბოლიტად გარდაქმნაში მონაწილეობენ ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტები 3A4 და 2A6.
პირდაპირი ექსკრეცია თირკმელების გავლით და განავალთან ერთად მხოლოდ უმნიშვნელო როლს ასრულებს ორგნიზმიდან ლეტროზოლის გამოყვანის საერთო პროცესში. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით 2 დღე-ღამეს შეადგენს.
წონასწორული დონეები მიიღწევა 2,5 მგ დოზით ყოველდღიური მიღების 2 – 6 კვირის შემდეგ. კონცენტრაციები პლაზმაში წონაწორულ მდგომარეობაში დაახლოებით 7-ჯერ აჭარბებენ ამგვარებს ერთჯერადი 2,5 მგ დოზის მიღების შემდეგ, რაც 2,5 მგ დოზით ყოველდღიური მიღებისას ლეტროზოლის ფარმაკოკინეტიკის გარკვეულ არაწრფივობაზე მიუთითებს. ლეტროზოლის უწყვეტი დაგროვება არ ხდება.

ლეტროზოლი სანდოზის გამოყენების ჩვენებები
– სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიების ადიუვანტური თერაპია დადებითი რეცეპტორული სტატუსის მქონე ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
– ჰორმონდამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს ადრეული სტადიების გაფართოებული ადიუვანტური თერაპია ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში, რომელნიც ადრე იღებდნენ სტანდარტულ ადიუვანტურ თერაპიას ტამოქსიფენით 5 წლის განმავლობაში.
– ჰორმონდამოკიდებული სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიანი სტადიების პირველი ხაზის თერაპია ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.
– სარძევე ჯირკვლის კიბოს გვიანი სტადიების თერაპია რეციდივის ან დაავადების პროგრესირების შემდეგ ქალებში ბუნებრივი ან ხელოვნური პოსტმენოპაუზის სტატუსით, რომელნიც ადრე იღებდნენ ანტი ესტროგენებს.
უარყოფითი რეცეპტორული სტატუსის მქონე სარძევე ჯირკვლის კიბოთი  დაავადებულებში ეფექტურობა დამტკიცებული არ ყოფილა.

ლეტროზოლი სანდოზის პრეპარატის  ლეტროზოლ სანდოზის მიღების წინ
უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ლეტროზოლის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
– ენდოკრინული სტატუსი მენოპაუზის დადგომამადე, ორსულობა, ძუძუთი კვება.

ლეტროზოლი სანდოზის განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს
თირკმელების უკმარისობა
პაციენტებმა 10 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსით პრეპარატი უნდა მიიღონ სიფრთხილით და მხოლოდ პოტენციური რისკებისა და სარგებლიანობის საგულდაგულო შეფასების შემდეგ.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პირებში ლეტროზოლის სისტემური ექსპოზიცია და მისი საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა იზრდება დაახლოებით ორჯერ. გამოიყენეთ სიფრთხილით და საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ.
ლეტროზოლი სანდოზის ზემოქმედება ძვლოვან ქსოვილზე
ლეტროზოლის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ოსტეოპოროზი და/ან ძვლების მოტეხილობები. ამიტომ მკურნალობის დროს რეკომენდირებულია გააკონტროლოთ ძვლოვანი სისტემის საერთო მდგომარეობა.
ლეტროზოლი სანდოზის მენოპაუზური სტატუსი
ლეტროზოლი სანდოზი უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მენოპაუზის დადგომის შემდეგ. ვიდრე დაიწყებდეთ მკურნალობას, აუცილებლად შეამოწმეთ მალუთინიზირებელი ჰორმონის, ფოლიკულმასტიმულირებელი  ჰორმონის და/ან ესტრადიოლის დონეები, რათა მკვეთრად დაადგინოთ მნოპაუზის სტატუსი.
ლეტროზოლი სანდოზის ზეგავლენა ფერტილურობაზე
ლეტროზოლის ფარმაკოლოგიური მოქმედება ვლინდება ესტროგენის გამომუშავების დაქვეითებით არომატაზის ფერმენტის დათრგუნვის გზით. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენების სინთეზის ინჰიბირება იწვევს გონადოთროპინების (მალუთეინიზირებელი ჰორმონის / ფოლიკულმას-ტიმულირებელი ჰორმინის) დონის ზრდას. ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის მომატებული დონე, თავის მხრივ, ასტიმულირებს ფოლიკულების ზრდას და შეიძლება გამოიწვიოს ოვულაცია.
ლეტროზოლი სანდოზის ურთიერთქმედებები
უნდა მოერიდოთ ლეტროზოლის გამოყენებას ტამოქსიფენთან, სხვა ანტიესტროგენებთან ან ესტროგენის შემცველ სქემებთან ერთად, რადგანაც ამ ნივთიერებებს შეუძლიათ დაასუსტონ ლეტროზოლის ფარმაკოლოგიური მოქმედება.

ლეტროზოლი სანდოზის სამკურნალწამლო და სხვა ურთიერთქმედებები
ლეტროზოლი მეტაბოლიზირდება უმთავრესად ღვიძლში. ლეტროზოლის მეტაბოლური კლირენსი გასაშუალდება ციტოქტომის სისტემის P450 ფერმენტებით CYP3A4 და CYP2A6. ამასთან დაკავშირებით ის წამლები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ CYP3A4 და CYP2A6-ზე, ზეგავლენას ახდენენ ლეტროზოლის სისტემურ ელიმინაციაზე. ლეტროზოლის მეტაბოლიზმს, სავარაუდოდ, დაბალი აფინურობა ახასიათებს CYP3A4-ის მიერ, რადგანაც ფერმენტი არ შეიძლება იყოს გაჯერებული ლეტროზოლის კონცენტრაციისას, რომელიც 150-ჯერ აღემატება იმათ, რომლებიც აღინიშნებოდა პლაზმაში სტაციონარულ მდგომარეობაში ტიპიურ კლინიკურ სიტუაციაში.

ლეტროზოლი სანდოზის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლიათ შრატში ლეტროზოლის კონცენტრაციების გაზრდა
CYP3A4 და CYP2A6 ინჰიბიტორებს შეუძლიათ ლეტროზოლის მეტაბოლიზმის დაქვეითება, რაც იწვევს პლაზმაში ლეტროზოლის კონცენტრაციის გაზრდას. იმ პრეპარატების ერთდროული გამოყენება, რომლებიც ამ ფერმენტების მძლავრ ინჰიბიტორებს წარმოდგენენ (მძლავრი ინჰიბიტორები CYP3A4, როგორებიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ვორიკონაზოლი, რიტონავირი, კლარიტრომი-ცინი და ტელიტრომიცინი, და CYP2A6, მაგალითად მეტოქსალენი) იწვევს ლეტროზოლის ზემოქმედების ზრდას. ამიტომ იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც ენიშნებათ ძლიერი ინჰიბიტორები CYP3A4 და CYP2A6, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა.
ლეტროზოლი სანდოზის პრეპარატები, რომლებსაც შეუძლით შრატში ლეტროზოლის კონცენტრაციების დაქვეითება
CYP3A4-ის ინდუქტორებს შეუძლიათ ლეტროზოლის მეტაბოლიზმის გაძლიერება, რაც იწვევს პლაზმაში ლეტროზოლის კონცენტრაციების დაქვეითებას.CYP3A4 მაინდუცირებელი პრეპარატების ერთდროული გამოყენება (მაგალითად, ფენიტოინი, რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და კრაზანა), ამცირებს ლეტროზოლის ზემოქმედებას. ამიტომ იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც ენიშნებათ ძლიერი ინდუქტორები CYP3A4, რეკომენდირებულია დაიცვან სიფრთხილე. ინდუქტორები CYP2A6 უცნობია.
ლეტროზოლის გამოყენება (2,5 მგ) ტამოქსიფენთან 20 მგ ერთად ყოველდღიურად იწვევდა პლაზმაში ლეტროზოლის დონის დაქვეითებას საშუალოდ 38%-ით. მეორე ხაზის სარძევე ჯირკვლის კიბოს თერაპიის გამოკვლევებში კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ ლეტროზოლის გამოყენება მაშინათვე ტამოქსიფენის შემდეგ არ იწვევს ლეტროზოლის თერაპიული ეფექტის გაძლიერებას ან არასასურველი რეაქციების სიხშირის ზრდას. ამ ურთიერთქმედების მექანიზმი უცნობია.
ლეტროზოლი სანდოზის პრეპარატები, რომელთა სისტემური კონცენტრაცია შრატში შეიძლება შეიცვალოს ლეტროზოლის ზემოქმედებით
In vitro ლეტროზოლი აინჰიბირებს ციტოქრომის იზოფერმენტებს P450 CYP2A6 და ზომიერად – CYP2C19, მაგრამ ამ ეფექტის კლინიკური მნიშვნელობა დადგენილი არ არის. ამასთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილე ლეტროზოლის დანიშვნისას იმ სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთად, რომელთა გამოდევნაც დამოკიდებულია უმთავრესად CYP2C19-ზე და რომლებიც განსხვავდება ვიწრო თერაპიული ინდექსით (მაგალითად, ფენიტოინი, კლოპიდროგელი). სუბსტრატი CYP2A6-თვის ვიწრო თერაპიული ინედქსით უცნობია.
კლინიკური გამოკვლევები და ციმეტიდინთან (ცნობილი არასპეციფიური ინჰიბიტორი CYP2C19 და CYP3A4) და ვარფარინთან (მგრძნობიარე სუბსტრატიCYP2C9-თვის ვიწრო თერაპიული ფანჯრით, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება თანმხლები სამკურნალწამლო საშუალების სახით ლეტროზოლის მიზნობრივი პოპულაციის მკურნალობისას) ურთიერთქმედებებმა გამოავლინა, რომ ლეტროზოლისა და ამ პრეპარატების ერთდროული შეყვანა არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ურთიერთქმედებებს.
კლინიკური გამოკვლევების მონაცემების მიმოხილვამ არ გამოავლინა სხვა ხშირად დასანიშნ პრეპარატებთან ერთად კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებების არანაირი მტკიცებულებები.

ლეტროზოლი სანდოზის ორსულობა და ძუძუთი კვება
სანამ დაიწყებთ ლეტროზოლ სანდოზის მიღებას, უნდა განიხილოთ ექიმთან ორსულობაზე ტესტის ჩატარება და კონტრაცეფციის ადექვატური ზომების გამოყენება იმ დრომდე, სანამ საბოლოოდ იქნება დადგენილი პოსტმენოპაუზის სტატუსი.
უკუნაჩვენებია ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებისა და მოზარდებისათვის ამ პრეპარატის გამოყენება ნაჩვენები არ არის.
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექტირება არ მოითხოვება.

ლეტროზოლი სანდოზის ლეტროზოლი სანდოზის ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
ვინაიდან, მათ, ვინც იყენებდა ლეტროზოლს აღენიშნებოდათ დაღლილობა და თავბრუსხვევა, აგრეთვე, ადგილი ჰქონდა შეტყობინებებს ძილიანობის განვითარების შესახებ, რეკომენდებულია სიფრთხილე სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ლეტროზოლი სანდოზის ლეტროზოლ სანდოზის მიღების წესი
ლეტროზოლ სანდოზის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2,5 მგ-ს დღეში ტაბლეტი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, ჭიქა წყლის ან სხვა სითხისდაყოლებით.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებისათვის დოზის კორექტირება აუცილებელი არ არის.
ადიუვანტურ თერაპიაში რეკომენდებულია გამოყენება 5 წლის მანძილზე ან სიმსივნის რეციდივამდე.
პაციენტებში გავრცელებული ან მეტასტაზური დაავადებით ლეტროზოლ სანდოზით მკურნალობა სიმსივნის პროგრესიამდე უნდა გაგრძელდეს.

ლეტროზოლი სანდოზის ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მკურნალობა უნდა იყოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი.

ლეტროზოლი სანდოზის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე, როგორც ყველა წამალს, ლეტროზოლ სანდოზსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.

ლეტროზოლი სანდოზის გვერდითი ეფექტების უმრავლესობა მსუბუქია ან ზომიერია და, როგორც წესი, მკურნალობის გარეშე ქრება რამოდენიმე დღეში ან კვირაში. არასასურველირეაქციების უმრავლესობა შეიძლება იყოს დაკავშირებული ორგანიზმში ესტროგენის არ არსებობასთან.

ლეტროზოლი სანდოზის ცხრილში #1 წარმოდგენილია გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნებოდა კლინიკურ გამოლვლევებსა და პრეპარატის გამოყენებაში მისი რეგისტრაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტების დაჯგუფებულია მათი გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ხშირად (უჩნდება 1-ზე მეტს 100-დან და 1-ზე ნაკლებს 10 პაციენტიდან); არც ისე ხშირად (უჩნდება 1-ზე მეტს 1 000-დან და 1-ზე ნაკლებს 100 პაციენტიდან); იშვიათად (უჩნდება 1-ზე მეტს 10 000-დან და 1-ზე ნაკლებს 1 000პაციენტიდან); ძალიან იშვიათად (უჩნდება 1-ზე ნაკლებს 10 000-დან), ცალკეული შემთხვევების შესახებ შეტყობინებების ჩათვლით, უცნობია – პასუხი შეუძლებელია არსებული მონაცემების საფუძველზე.
ლეტროზოლი სანდოზის ცხრილი 1. გვერდითი ეფექტები

 

ინფექციები და ინვაზიები
არც ისე ხშირი: შარდსადენი გზების ინფექციები.
 ახალწარმონაქმნები, კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი და დაუზუსტებელი (კისტებისა და პოლიპების ჩათვლით)

 

არც ისე ხშირი: ტკივილი სიმსივნეში1
 დარღვევები სისხლმბადი სისტემის  და ლიმფური სისტემის მხრიდან

 

არც ისე ხშირი: ლეიკოპენია.
ცვლილებები იმუნური სისტემის მხრიდან
უცნობია ანაფილაქტიკური რეაქცია
 ნივთიერებათა ცვლის და კვების დარღვევები

 

ძალიან ხშირი: ჰიპერქოლესტერინემია
ხშირი: ანორექსია, მომატებული მადა,
 ფსიქიური აშლილობები
ხშირი: დეპრესია.
არც ისე ხშირი: შფოთვა, წუხილი, (ნევროზულობის ჩათვლით), გაღიზიანებადობა.
 დარღვევები ნერვული სისტემის მხრიდან

 

ხშირი: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
არც ისე ხშირი: ძილიანობა, უძილობა, მეხსიერების დაქვეითება, დიზესთეზია, (პარესთეზიის, ჰიპესტეზიის ჩათვლით), გემოს შეგრძნებების დარღვევა, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, მაჯის გვირაბის სიდრომი
 დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრიდან

 

არც ისე ხშირი: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის გაუარესება.
 დარღვევები გულის მხრიდან

 

არც ისე ხშირი: გულის ფრიალი, ტაქიკარდია.
არც ისე ხშირი: გულისცემები1, ტაქიკარდია, იშემიური მოვლენები (მათ შორის სტენოაკრდიის გაჩენა ან პროგრესირება, სტენოკარდია, რომელიც მოითხოვს ქირურგიულ ჩარევას, მიოკარდიუმის ინფარქტი და იშემიური ინფარქტი)
 დარღვევები გულსისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან

 

ძალიან ხშირი სახეზე სისხლის ნაკადის მოწოლა
ხშირი ჰიპერტენზია
არც ისე ხშირი თრომბოფლებიტი (მათ შორის ზედაპირული და ღრმა ვენების თრომბოფლებიტი)
იშვიათი ფილტვისმიერი ემბოლია, არტერიალური თტომბოზი, ცერებროვასკულარული ინფარქტი
 დარღვევები სასუნთქი სისტემისგულმკერდის ორგანოების და შუასაყარის მხრიდან

 

არც თუ ისე ხშირი: ქოშინი, ხველა
 დარღვევები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრიდან

 

ხშირი: გულისრევა, ღებინება, დისპეპსია1, ყაბზობა, დიარეა, მუცლის ტკივილი
არც ისე ხშირი: სტომატიტი, პირის სიმშრალე.
 დარღვევები ღვიძლისა და ნაღველმდენი გზების მხრიდან

 

არც ისე ხშირი ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება.
ძალიან იშვიათი ჰეპატიტი.
 დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრიდან

 

ძალიან ხშირი: მომატებული ოფლიანობა.
ხშირი: ალოპეცია, კანის სიმშრალე, გამონაყარი (მ.შ. ერითემატოზული ლაქოვან-პაპულოზური, ფსორია-ტული და ვეზიკულარული გამონაყარი)
არც ისე ხშირი ქავილი, ჭინჭრის ციება.
უცნობია: კვინკეს შეშუპება, ტოქსიკური ეპიდერმალური ნეკროლიზი, მულტიმორფული ერითემა
 დარღვევები ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრიდან

 

ძალიან ხშირი: არტრალგია
ხშირი: ტკივილი კუნთებში, ტკივილი ძვლებში1, ოსთეოპოროზი, ძვლების მოტეხილობები.
არც ისე ხშირი: ართრიტი.
უცნობია ტკაცუნა თითის სინდრომი
 დარღვევები თირკმელების და შარდსადენი გზების მხრიდან

 

არც ისე ხშირი: შარდვის სიხშირის ზრდა.
 დარღვევები სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლის მხრიდან

 

ხშირი საშვილოსნოს სისხლდენა
არც ისე ხშირი: გამონადენი საშოდან, საშოს სიმშრალე, ტკივილი სარძევე ჯირკვალში
 ზოგადი ხასიათის დარღვევები და არასასურველი მოვლენები შეყვანის ადგილას

 

ძალიან ხშირი: დაღლილობა (სისუსტის, შეუძლოდ ყოფნის ჩათვლით)
ხშირი: პერიფერიული შეშუპება
არც ისე ხშირი: გენერალიზირებული შეშუპება, ჰიპერთერმია, ლორწო-ვანი გარსების სიმშრალე, წყურვილი.
 ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური მონაცემები

 

ხშირი: სხეულის წონის მომატება
არც ისე ხშირი: სხეულის წონის დაკლება

1 გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება მხოლოდ მეტასტაზური დაავადების არსებობისას.
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტის მძიმე ხასიათს იძენს ან გაგიჩნდათ გვერდითი ეფექტი, რომელიც არ იყო ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში, თუ შეიძლება, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლეტროზოლი სანდოზის შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე ტენისაგან დაცულ ადგილას.
ლეტროზოლი სანდოზის ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
არ გამოიყენოთ სამკურნალო პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ლეტროზოლი სანდოზის  გაცემის პირობები
გაიცემა რეცეპტის მიხედვით