შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!

როცა ვლაპარაკობთ შზღუდუდლ შესაძლებლობებზე ეს საზოგადოებისთვის ჟღერს,როგორც უუნარობა რაც ჩემი აზრით არასწორი დამოკიდებულებაა მათი მხრიდან შსზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ. შეზღუდული შესაძლებლობები სულაც არ ნიშნავს უნარშეზღუდულობას. ეს არის უბრალოდ ადამიანის შეზღუდული შესაზლებლობა ცხოვრების რომელიმე სფეროში,რაც გამოწვეულია მისი ფიზიკური მდგომარეობით და რასაც მოყვება შეზღუდვები საზოგადოებრივ აქტივობაში.

შეზღუდული შესაძლებლობები მრავალნაირია, რაც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები არიან შეზღუდეულები ყველა სფეროში  და მათ არ შეუძლიათ შრომითი საქმიანობა სხვა სფეროებში ისევე, როგორც ჯანმრთელ ადამიანებს.
ხშირად ფიზიკური შეზღუდვების მქონე  ადამიანებს აქვთ იმაზე დიდი ნიჭი ხელოვნების, მუსიკის თუ სხვა სფეროებში ვიდრე სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს და მეტიც მათ თავისუფლად შეუძლიათ კონკურენციის გაწევაც კი. ეს კი ცხადია კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ ნიშნავს უუნარობას.
შემაშფოთებელია სახოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისადმი.მათი დამოკიდებულება  გამოიხატება თავის არიდებით, იზოლაციით, გარიყვით ან უარს შემთხვევაში დაცინვითაც კი რაც ჩემთვის ყველაზე მიუღებელი და შემზარავია.ხშირად ადამიანები გამოხატავენ სიბრალულს და დაცვის სურვილს შეზღუდული უნარების მქონე  ადამიანების მიმართ თუმცა არა იმით, რომ გააღონ კარი მათთვის თავიანთ საზოგადოებაში არამედ თვლიან ,რომ ისინი ვერ შეძლებენ მათთან ურთიერთობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვისაც უკეთესია თავისნაირების საზოგადოებაში ყოფნა სადაც მათი აზრით ისინი  უკეთესად შეძლებენ აზრთა გაცვლას თუ ერთმანეთთან ურთიერთობას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან, რაც გულისხმობს იმას ,რომ მათ აქვთ ყველა ის უფლება რაც ჩვეულებრივ ადამიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ხშირად გვესმის ლაპარაკი იმაზე, რომ უნდა მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მეტად ინტეგრირება  საზოგადოებაში და კეთდება კიდეც რაღაც  კონკრეტული ღონისძიებები საამისოდ, ჩემი აზრით ეს საკმარისი არ არის.იმისათვის, რომ მოიხსნას  ჩაკეტილობის პრობლემა პირველ რიგში ამაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ.შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი: ადამიანებს, რომელთაც არა აქვთ შესაძლებლობა გადაადგილდნენ საკუთარი ფეხით და არიან ეტლს მიჯაჭვული იმის გამო ,რომ სახელმწიფო ელემენტარულად  ვერ უზრუნველყოფს ქალაქებში საკმაო რაოდნეობის პანდუსების აგებას ისინი იძულებულნი ხდებიან ჩაიკეტონ სახლში.ეს რა თქმა უნდა ქმნის უხერხულობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და მათ უჩნდებათ გრძნობა თითქოს ზედმეტები არიან ქუჩაში თუ ეზოში რაც კიდევ უფრო ართულებს ჩაკეტილობის პრობლემას.ამ მხრივ ვთვლი ,რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი პრობლემა რის თქმის საფუძველსაც მაძლევს ის, რომ მხოლოდ რამდენიმე დღის წინ შევნიშნე პირვლეად თვით ერთ-ერთ სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელთან პანდუსი.
ეს პრობლემა შეეხებათ  მხოლოდ  მათ ვისაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაადგილება თუმცა არ უნდა დაგვავიწყეს ,რომ არსებობენ სხვა სახის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ,რომელთათვისაც სხვა სახის ღონისძიების გატარებაა საჭირო ქვეყანაში (ხმოვანი ლიფტების, ბრაილის შრიფტების შექმნა) და რომლის შექმნითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მათი ცხოვრების ხარისხი.
გარდა სახელმწიფოს მოვალეობისა აუცილებელია შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ.აუცილებელია ყველამ გავაცნობიეროთ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ამით ვუარყოთ დისკრიმინაცია მათ მიართ რასაც ხშირად ვაწყდებით დღესდღეობით ჩვენს ირგვლივ !
წყარო: http://tsirasblogi.blogspot.com/2013/06/blog-post_26.html