ნუ შეგრცხვებათ შშმ ბავშვის საზოგადოებაში გაყვანა !

შშმ პირთა მშობლების კეთილდღეობისათვის, ჩემს მიერ დაგროვილი გამოცდილების გაზიარების დიდი სურვილი მაქვს, ამიტომ გულწრფელად  მოგცემთ რამოდენიმე რჩევას.

ძვირფასო  მშობლებო, ჩემი თხოვნა იქნება, ბავშვი, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (არ აქვს მნიშვნელობა, მსუბუქი ფორმით იქნება ეს გამოხატული თუ ძლიერით), არავითარ შემთვევაში არ უნდა იყოს გამორჩეული ჯანმრთელი ბავშვებისაგან. მას აქვს სრული უფლება, ჩაერთოს ყველანაირ აქტივობაში. არ უნდა შეიზღუდოს მისი უფლებები, რადგან არ მოხდეს ასეთი ბავშვის დათრგუნვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა. საზოგადოებამ ისინი უნდა აღიქვას, როგორც ჩვეულებრივი ადამიანები, რადგან არ დაეუფლოთ მათ სირცხვილის გრძნობა იმის შესახებ, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებიან ან ვერ მეტყველებენ სხვებივით გამართულად. ისინი არ უნდა გვეცოდებოდნენ, პირიქით, მუდმივად სტიმულს უნდა ვაძლევდეთ და სწორად ვაწვდიდეთ ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია.

კიდევ მინდა გთხოვოთ,  არ გყავდეთ  ჩაკეტილი და არ გრცხვენოდეთ საზოგადოებაში მათი გაყვანა. ყველგან უნდა მიგყავდეთ, არა აქვს მნიშვნელობა, კინო იქნება ეს თუ სხვა რაიმე ღონისძიება, თუ ასე მოიქცევით, მერწმუნეთ, ბევრად უფრო კარგად იქნებით თქვენც და ბავშვიც!

მზევინარ სანიკიძე

აღებულია: http://gadzlierdidashecvale.wordpress.com/2014/06/07/ნუ-შეგრცხვებათ-შშმ-ბავშვ/


გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”

..